![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/06/sanioli_w_h-1.jpeg)
რა უთხრა სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან თამაშამდე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა talkSPORT-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა.
„რთულია, როცა შენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმ თამაშს ვერ აჩვენებს, რაც მას სურს. ასეთი იყო თურქეთთან და ჩეხეთთან მატჩები, მას ძალიან კარგად არ უთამაშია. პორტუგალიასთან მატჩის წინ მასთან გრძელი საუბარი მქონდა. მას ვუთხარი, რომ ისე ეთამაშა პორტუგალიასთან, როგორც 17-18 წლის ასაკში თამაშობდა. ასევე ვუთხარი, რომ ბევრი არ იფიქრო და უბრალოდ ითამაშე. პორტუგალიასთან სრულიად ფანტასტიკური იყო“.
სანიოლმა გიორგი მამარდაშვილის შესახებ შემდეგი კომენტარი გააკეთა: „ინგლისის პრემიერ ლიგა უმაღლესი დონის ჩემპიონატია. არ გამიკვირდება თუ მამარდა პრემიერ ლიგაშიც იმ იმ დონის თამაშს აჩვენებს, რასაც 2 წელია „ვალენსიაში“ ვხედავთ. მას ამას ვუსურვებ. მან გრძელი გზა გაიარა, „ვალენსიაში“ მეოთხე მეკარედ გადავიდა, ორი თვის შემდეგ პირველი მეკარე გახდა. ფანტასტიკურად თამაშობს“.
ცნობისთვის, საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით, 23:00-ზე დაიწყება. OPTA-ს სუპერკომპიუტერი საქართველოს ნაკრების შანსს 13,5 პროცენტით აფასებს, შესაბამისად ესპანეთის გამარჯვების შანსი 86,5 პროცენტით ფასდება.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ვილი სანიოლი – მადლობა ბიჭებს, რომლებმაც ბევრი ოფლი დაღვარეს წარმატების მისაღწევად
თავისუფლების მოედანზე მოწყობილ სცენაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გულშემატკივარს ემოციური სიტყვით მიმართა: „მინდა აღვნიშნო, რომ სამნახევარი წელი, რაც აქ ვარ, ძალიან გაიწელა....
გურამ კაშია – ეს წარმატება დიდი საქმის დასაწყისი უნდა გახდეს
თავისუფლების მოედანზე საქართველოს ნაკრების საზეიმო დახვედრაზე გულშემატკივრებს სიტყვით საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ მიმართა: „თქვენს გვერდით დგომას ყოველთვის ვგრძნობთ და...
რა ეწერა წერილში, რომელიც ვილი სანიოლმა გურამ კაშიას მატჩის 65-ე წუთზე გაუგზავნა
როგორც კამერებში დაინახავდით, მატჩის 65-ე წუთზე წიტაიშვილმა კაშიას სანიოლის წერილი მიუტანა, სადაც ფრანგი სპეციალისტი ქართველ ფეხბურთელებს ახალ დავალებას აძლევდა. სავარაუდოდ,...
გიორგი ქინქლაძე: ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ჩვენ მოვიგეთ მსოფლიოს გულები
ჩვენ ვაჩვენეთ რომ ქართული ფეხბურთი უნიკალურია, ის არ ჰგავს რაიმეს სხვას მადლობა ეროვნულ ნაკრებს,- ამის შესახებ ვეტერანი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე...
რას ამბობს გიორგი მამარდაშვილი ახალ გუნდში გადასვლაზე?
„ჯერ უნდა დავისვენო. მომავალ გუნდთან დაკავშირებით მე, ჩემი ოჯახი და აგენტი გადაწყვეტილებას ერთად მივიღებთ“, – ამის შესახებ საქართველოს ნაკრების მეკარემ,...
მიხეილ ყაველაშვილი: დღეს ესპანეთის წინააღმდეგ 11 კაცი კი არა, 4 მილიონი ქართველი ითამაშებს, როგორც ერთი მთლიანი ორგანიზმი, რომელიც მზადაა თავგანწირვისთვის – მხოლოდ ასე იქნება შესაძლებელი გამარჯვების მიღწევა
„ჩვენ უნდა განვეწყოთ გამარჯვებისთვის და არა მხოლოდ კარგი თამაშისთვის, უნდა დავიჯეროთ და ვირწმუნოთ, რომ ჩვენ შეგვიძლია ამ უძლიერესი მეტოქის -...