![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/05/yavelashvili-1_w_h.jpeg)
მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს
დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ გვიწევს კომენტარის გაკეთება, ძალიან სამწუხაროა, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა, დეპუტატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს.
„სალომე ზურაბიშვილმა ელჩებს ხომ მიმართა და ფაქტობრივად, გადადგომისკენ მოუწოდა. პარალელურად, მიმართა ქართველ ამომრჩეველსაც და უთხრა, რომ წლევანდელი არჩევნები ჩვეულებრივი არ იქნება. ეს არის ის, რასაც ამდენი ხანია ვამბობთ – ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია. ახლაც მიიღო დაკვეთა, რომ პოლიტიკური სიტუაცია არიოს, თუმცა ამის რესურსი მას არ აქვს.
ამ ყველაფრის წინააღმდეგ მუშაობს ის, რაც ჩვენ, „ხალხის ძალამ“ დავიწყეთ – მხილება. ჩვენი საზოგადოების ინფორმირება უნდა გაგრძელდეს. ყველაზე მთავარია ქვეყნის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის განცდა, რომელიც უკვე თითოეულმა მოქალაქემ შეიგრძნო და ამის გარშემო უნდა ვიყოთ გაერთიანებულები. უმრავლესობამ დაინახა, რომ საქართველო თავის უფლებებს იცავს და ამიტომ მიდის ამ ქვეყანაზე ზეწოლა. ამავდროულად, საზოგადოებამ დაინახა, რომ ეროვნულობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვამ საქართველოს წარმატება და მშვიდობა მოუტანა, მშვიდობამ კი – ეკონომიკური ზრდა.“ – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს,...
მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ყაველაშვილის თქმით, მოქმედი...
მამუკა მდინარაძე – როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
„2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის. თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად,...
სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება
„სტრატეგიულ პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი...
პრემიერი: ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”,ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით
სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია, - ასე...
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან,...