მჯერა, რომ არა მარტო პოზიტიური იქნება შემდეგი თამაში, არამედ იქნება საჭირო ქულებიც, – განუცხადა „ქრონიკას“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა.
მან თურქეთთან საქართველოს ეროვნული ნაკრების თამაშიც შეაფასა.
„მე ნამდვილად ვიყავი ბედნიერი და ამაყი პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთი არაჩვეულებრივი გუნდი გვყავს, რომელმაც მოედანზე ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თითოეულ ჩვენგანს გვეამაყა. ის შედეგი, რომელიც დაფიქსირდა, ჩემი აზრით, არ ასახავდა იმ რეალობას, რომელიც მოედანზე ვიხილეთ. მჯერა, რომ არა მარტო პოზიტიური იქნება შემდეგი თამაში, არამედ იქნება საჭირო ქულებიც, აუცილებელია, რომ ქულები დავაგროვოთ“, – განაცხადა ლევან კობიაშვილმა.
საქართველოს ეროვნული ნაკრები მორიგ მატჩს ევროპის ჩემპიონატზე 22 ივნისს, ჩეხეთის წინააღმდეგ გამართავს.