![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/03/Screenshot-2024-03-28-000613.png)
ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში
ყველას დავანახეთ, რომ ჩვენი ადგილი დიდ ტურნირზეა, შეგვიძლია კარგად თამაში, – ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
„ეს ასევე პასუხისმგებლობას ზრდის მეორე თამაშზე, იმიტომ, რომ ჩეხეთთანაც უკვე ყველა მეტს ელოდება ჩვენგან“, – აღნიშნა მან.
რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, ოთარ კიტეიშვილის მდგომარეობას, ალექსანდრე იაშვილის თქმით, იგი ინდივიდუალურად ვარჯიშობს.
„ვარჯიშობს ინდივიდუალურად. ბევრად უკეთესად არის და დიდი იმედი გვაქვს, შემდეგი თამაშისთვის მზადყოფნაში იქნება“, – დასძინა ალექსანდრე იაშვილმა.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
რა უთხრა სანიოლმა ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან თამაშამდე
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა talkSPORT-თან საუბრისას, ხვიჩა კვარაცხელიაზეც ისაუბრა. „რთულია, როცა შენი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი იმ თამაშს...
გიორგი მამარდაშვილი: ყველაფერს გავაკეთებთ, რომ კიდევ ერთი სასწაული მოვახდინოთ
ყოველდღე ვმუშაობ იმის გამო, რომ ეს ტურნირი მაღალ დონეზე მეთამაშა და ბედნიერი ვარ, თუ ცოტათი მაინც დავეხმარე გუნდს წარმატების მიღწევაში,...
რას ამბობს ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის...
ბიძინა ივანიშვილი საფეხბურთო ნაკრებს გამარჯვებას ულოცავს – ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი, დამატებით კიდევ 30 მილიონი
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს უდიდეს გამარჯვებას ულოცავს. ეროვნულ გუნდს დაწესებული ჯილდო, 30 მილიონი ლარი გადაეცემა....
„გარდიანი“ – ეს იყო ღამე, რომელიც დარჩება ათასობით გულშემატკივრის მეხსიერებაში
„გარდიანი“ პორტუგალიასა და საქართველოს შორის გუშინ გამართულ მატჩს ეხმაურება, რომელიც საქართველოს გამარჯვებით დასრულდა. „ეს იყო ღამე, რომელიც დიდხანს დარჩება ათასობით გულშემატკივრის...
CNN: საქართველომ, რომელიც ქვეყნის ისტორიაში პირველად ასპარეზობს დიდ ტურნირზე, გულშემატკივრების გული დაიპყრო
ტელეკომპანია CNN-ი საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გასვლას ეხმაურება და პორტუგალიაზე გამარჯვებას სენსაციას უწოდებს. „საქართველომ ევრო 2024-ზე აქამდე ყველაზე...