პარასკევი, მაისი 9, 2025

გიგა ბოკერია: “პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს – რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ”

“ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, გიგა ბოკერია ეხმიანება აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილზე თავდასხმას:

“ივანიშვილის რეჟიმი აგრძელებს ნაბიჭვრულ თავდასხმებს პოლიტიკურ ოპონენტებსა  და სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრებზე თანაც ისე, რომ თავდამსხმელთა იდენტიფიცირება ძალიან მარტივია.

ჯერ ცოტნე კობერიძეს დაესხნენ თავს, შემდეგ სტუდენტ ნიკო მანაგაძეს, დღეს კი “სირცხვილიას”  ზუკა ბერძენიშვილს, თან ეს უკანასკნელი თავდასხმა პირდაპირ მოყვა უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის (რეალურად კი პოლიტიკური არარაობაა, თუმცა ფორმალურად მაღალი თანამდებობა უკავია) პაპუაშვილის მიერ მის სამიზნედ გამოცხადებას – ეს, რა თქმა უნდა, ნაბიჭვრობისა და უტიფრობის შემდგომი საფეხურია.

დიდი ალბათობით, რეჟიმი ასე ამაზრზენად მოქცევას გააგრძელებს ან კიდევ უფრო ამაზრზენად მოიქცევა, მაგრამ ეს მხოლოდ  იმის დასტურია, რომ ისინი შეშინებულები არიან, მეტიც, ასეთი სუსტები არასდროს ყოფილან.

სწორედ იმის გამო, რომ ასე ეშინიათ, პროტესტი და რეჟიმის რყევა უნდა გაგრძელდეს. რეჟიმის ძალაუფლების ვერტიკალში მყოფი ადამიანები ეტაპობრივად უნდა შეეგუონ, რომ ძალაუფლებას დაკარგავენ.

ეს ატმოსფერო არჩევნების დღემდე უნდა შევინარჩუნოთ და 26 ოქტომბერს, მთელ ქვეყანაში (მათ შორის საარჩევნო უბნებსა და უბნებს გარეთ) ის ატმოსფერო უნდა იყოს რაც უზარმაზარი საპროტესტო აქციების დროს ვიხილეთ.

პარალელურად კი, პირველ რიგში, პოლიტიკურმა ჯგუფებმა  და ამავე დროს მოქალაქეებმა ერთმანეთი უნდა „ვიპოვოთ“, უნდა შევძლოთ საპროტესტო მუხტის პოლიტიკური ცვლილებების მხარდაჭერაში გარდაქმნა”- აცხადებს ბოკერია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი სამეგრელოში იყო.მათივე ცნობით, ბიძგების სიმძლავრემ 3.8 მაგნიტუდა შეადგინა.დამატებითი ინფორმაცია არ გავრცელებულა.

ვოლოდიმირ ზელენსკი – დონალდ ტრამპთან საუბრისას დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების განზრახვის სერიოზულობა

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.ზელენსკის თქმით, სატელეფონო საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა დაადასტურა, რომ ომის დასრულება სურს.„განვიხილეთ მშვიდობისთვის შემდგომი ძალისხმევის აუცილებლობა, კერძოდ კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება, გადაიდგას. პრეზიდენტი ტრამპი დაინტერესდა ბრძოლის ველზე არსებული სიტუაციით და მე მოკლედ მივაწოდე მას ინფორმაცია. ასევე გავაცანი, რომ უკრაინა მზადაა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტისთვის, თუნდაც დღეიდან. ჩვენ ველოდებით რუსეთისგან ამ წინადადებაზე თანხმობას. მე ასევე დავადასტურე, რომ უკრაინა მზადაა მოლაპარაკებებისთვის ნებისმიერ ფორმატში, მაგრამ ამისთვის რუსეთმა უნდა აჩვენოს ომის დასრულების თავისი განზრახვის სერიოზულობა, დაიწყოს სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტით“, – წერს ზელენსკი.უკრაინის პრეზიდენტის თქმით, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბრისას დაადასტურა, რომ სურს ამ ომის დასრულება, მზადაა დასახმარებლად და მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას. ამასთან, ლიდერები მიესალმნენ უმაღლესი რადას მიერ ეკონომიკური პარტნიორობის შეთანხმების რატიფიცირებას.

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა

აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ “რადიო თავისუფლებისთვის” გამოყოფილი თანხების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება გააუქმა. ამის შესახებ ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს. კერძოდ, აშშ-ის სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც “რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების” (RFE/RL) ძალისხმევებს შეუწყობს ხელს, მიიღოს კონგრესის მიერ გამოყოფილი თანხები, რომლებიც მომდევნო კვირებში საქმიანობის გაგრძელებისთვის სჭირდება. აღნიშნული გადაწყვეტილება იგივე სასამართლოში რამდენიმე საათით ადრე სამი მოსამართლისგან შემდგარი პანელის გადაწყვეტილებას აპაუზებს. აშშ-ის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეების სრული 11-კაციანი შემადგენლობით მიღებულმა გადაწყვეტილებამ პანელის გადაწყვეტილება “ადმინისტრაციულად შეაჩერა”.

ქუთაისში, მდინარე რიონში 19 წლის გოგოს ეძებენ

ქუთაისში, მდინარე რიონში, ე.წ. ბალახვანის ხიდის მიმდებარედ 19 წლის გოგოს ეძებენ.ინფორმაციას „ინფო იმერეთი“  ავრცელებს.ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია.

🎥„მე იცით რომელი ბავშვი ვარ?…“ – ვინ არის და როგორ ცხოვრობს ბადრი პატარკაციშვილის ულამაზესი შვილიშვილი

ბიზნესმენისა და მილიარდერის, ბადრი პატარკაციშვილის შვილიშვილი, ლიზა მაღრაძე, მაყურებელმა წლების წინ თათია გიორგობიანთან ერთად შესრულებული დუეტით გაიცნო.ლიზა ცნობილი ბიზნესმენის დის, მზია პატარკაციშვილის შვილიშვილია.მას შემდეგ, რაც ლიზა სოციალურ ქსელში აქტიურად გამოჩნდა, მის მიმართ ინტერესი არ წყდება.მისი ჩაცმულობა, სტილი, ცხოვრების წესი, ყოველთვის განხილვის საგანია.ლიზა ოჯახთან ერთად ბევრს მოგზაურობს, ჰყავს მეუღლე გიორგი კაკაბაძე და ულამაზესი პატარა გოგონა ანინე, რომელთან ერთადაც გადაღებულ ვიდეოებს ხშირად აქვეყნებს. 

ბოლო სიახლეები