სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა დანიაში სამეცნიერო პროცესების მართვის სასერტიფიკატო კურსი გაიარეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ინსტიტუტ „ტექინფორმის“ მკვლევრებმა სამეცნიერო პროცესების მართვის მიმართულებით, დანიაში მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსი გაიარეს, რომელსაც დანიური ორგანიზაცია DARMA (კვლევის მენეჯერებისა და ადმინისტრატორების დანიური ასოციაცია) უძღვებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.

სტუ-ის ცნობით, მეცნიერების მენეჯერთა სასერტიფიკატო პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის – „ტექინფორმის“ თანამშრომლები დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდნენ, ასევე, დანიის წამყვანი უნივერსიტეტების საქმიანობას გაეცნენ.

სასერტიფიკატო პროგრამის ერთ-ერთი მონაწილის, „ტექინფორმის“ დირექტორის მოადგილის, პროფესორ მარიამ რაზმაძის განცხადებით, კურსი, რომელიც ორგანიზაცია DARMA-ს მაღალპროფესიონალმა ტრენერებმა ჩაატარეს, დატვირთული იყო პრეზენტაციებითა და დებატებით იმ თემების შესახებ, რაც საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრირების მიმართულებით, აქტუალური და პრიორიტეტულია.

„ინტენსიური კურსის ფარგლებში გავეცანით ევროპულ კვლევით პოლიტიკას, რასაც მეცნიერების მენეჯერთა პროფესიაზე, გრძელვადიან პერსპექტივაში, უმნიშვნელოვანესი, ხშირად კი გადამწყვეტი გავლენა აქვს. DARMA-ს სპეციალისტებმა ყურადღება გაამახვილეს ჩვენს სფეროში ცნობიერების ამაღლებასა და შესაძლებლობების განვითარებაზე, სამეცნიერო კვლევების ადმინისტრატორთათვის ეროვნული ქსელების შექმნის აუცილებლობასა და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებზე, კვლევითი პროექტების ადმინისტრაციული მხარდაჭერის აღწერასა და განაცხადების შეფასების აუცილებელ დეტალებზე, დაფინანსების წყაროების მოძიების შესაძლებლობებზე, ასევე, მენტორინგის სისტემის ამოქმედებაზე კვლევის ადმინისტრატორთა ეროვნულ თუ ევროპულ ქსელებში და სხვა“, – აღნიშნავს მარიამ რაზმაძე.

მისივე ინფორმაციით, სასერტიფიკატო პროგრამის ეგიდით, გაიმართა ინფორმაციული და საინტერესო შეხვედრა დანიის მეცნიერებისა და განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და კვლევების სააგენტოს წარმომადგენლების – ანდერს დეგარდის, ჟოზეფინ თემ პარნასის, იონას ტოფტ ლუდვიგსენისა და ემა ჰოლმის მონაწილეობით. შეხვედრაზე განიხილეს მეცნიერების მართვის დანიური მოდელი და სამეცნიერო ეკოსისტემის წინაშე მდგარი გამოწვევები, დაფინანსების წყაროები და საერთაშორისო პარტნიორობის შესაძლებლობები.

როგორც მარიამ რაზმაზე აღნიშნავს, კურსის მონაწილეებმა დანიის წამყვან უნივერსიტეტებში მეცნიერების მართვის მოდელები შეისწავლეს და მათთან მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს. ამ მიზნით ისინი ესტუმრნენ კოპენჰაგენის უნივერსიტეტს, კოპენჰაგენის IT უნივერსიტეტს, არჰუსის, ალბორგის და სამხრეთ დანიის უნივერსიტეტებს, ასევე, მსოფლიოში ერთ-ერთ ცნობილ დანიურ ბიზნესსკოლას (CBS), რომელიც არაერთი წელია წამყვან პოზიციაზეა უნივერსიტეტების რეიტინგის საერთაშორისო სისტემებში.

სტუ-ის ინფორმაციით, საქართველოდან მეცნიერების მენეჯერთათვის განკუთვნილი კვალიფიკაციის ამაღლების ინტენსიური სასერტიფიკატო კურსის მონაწილეები, „ტექინფორმის“ მკვლევრებთან ერთად, სამი უნივერსიტეტისა და ერთი კვლევითი ცენტრის წარმომადგენლები იყვნენ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი დიკ ჩეინი 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.გავრცელებული ცნობების მიხედვით, ჩეინის გარდაცვალების მიზეზი პნევმონიით გამოწვეული გართულება, გულისა და სისხლძარღვების ავადმყოფობა გახდა.დიკ ჩეინი 1941 წლის 30 იანვარს ნებრასკის ქალაქ ლინკოლნში დაიბადა. 1975-1977 წლებში ის აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის წევრი იყო. 1989-1993 წლებში ჩეინი აშშ-ის თავდაცვის მდივნის პოსტს იკავებდა. 2001-2009 წლებში ჩეინი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშ უმცროსის დროს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობაზე მუშაობდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო – ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა

ხორცის ფარშში ვირის დნმ გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. ამასთან, აღნიშნულია რომ ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა.„სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში. ხორცისა და ხორცპროდუქტების სახეობრივი კვლევის მიზნით, საწარმო და სარეალიზაციო ობიექტებიდან ნიმუშები აიღეს და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლიეს.ლაბორატორიული კვლევით, სურსათის 2 ნიმუშში ვირის დნმ გამოვლინდა:ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,საბირ ჩილდირლი“ (სასადილო),მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. 2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025;ხორცის ფარში - მწარმოებელი: ი/მ ,,ფამილ მაგაროვი“ (სასადილო),მისამართი: მარნეული, აღმაშენებლის ქ. №2ა (ბაზრის მიმდებარე ტერიტორია), დამზადების თარიღი: 29.10.2025.სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, აღნიშნული სურსათი ამოღებულია რეალიზაციიდან. ბიზნესოპერატორებს შეუჩერდათ საწარმოო პროცესი და მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებს გადაეცა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

გია ვოლსკი – კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს

შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სარჩელზე საუბრისას განაცხადა.მისივე თქმით, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ დანაშაულებს ახორციელებს.„კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ შემოქმედებაა ის კანონი, რომელიც 1995 წლიდან მოქმედებს. მაშინ, იყვნენ „მოქალაქეთა კავშირის“ წევრები და ჩართული ამ საკითხებში. შემდეგ ის კანონი გააძლიერეს, რომელიც პოლიტიკურ გაერთიანებებს ეხება. „პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი პირდაპირ მიუთითებს, რომ დაუშვებელია ისეთი პარტიის შექმნა და შემდეგი მოქმედება, რომელიც უპირისპირდება ადამიანის უფლებებს, სახელმწიფოს მართვის სისტემას, არასწორი, დანაშაულებრივი მოქმედებებით, რევოლუციური გზით ცდილობს, კონსტიტუციური მმართველობის დამხობას. შალვა პაპუაშვილი და ვინმე თუ ამბობს, რომ საფუძველი არსებობს, საკონსტიტუციო სასამართლომ იმსჯელოს, რასაკვირველია, ეს კანონიდან გამომდინარეობს და არა ვინმეს, თუნდაც უმრავლესობის პოლიტიკური გემოვნებიდან. სამწუხაროდ, დანაშაულები ჩვენ თვალწინ ხდებოდა. ახალგაზრდებს ის უზარმაზარი ტკივილი არ უნახავთ, რაც ფიზიკურად, მორალურად და ფინანსურად არაერთმა ქართულმა ოჯახმა განიცადა. აქედან გამომდინარე, კანონის მოთხოვნაა, ისეთი პარტია და პოლიტიკური სუბიექტი აიკრძალოს, რომელიც სისტემურ და სისტემატურ დანაშაულებს ახორციელებს. სტრასბურგის სასამართლოს დადგენილებაც არსებობს, კონკრეტული დადგენილება, კონკრეტული ფორმულირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“, პოლიტიკურმა ჯგუფებმა – „ხალხის ძალამ“ და „ევროპელმა სოციალისტებმა“ მოამზადეს ერთობლივი კონსტიტუციური სარჩელი, რომლითაც მოთხოვნილია სამი პოლიტიკური პარტიის საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობა და მათი აკრძალვა. ეს პარტიებია: მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანობა − ნაციონალური მოძრაობა“; მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი, დროა“;  მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ძლიერი საქართველო − ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“.

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს დახმარების მეხუთე ტრანში დაამტკიცა

ევროკავშირის საბჭომ უკრაინისთვის 1,8 მილიარდი ევროს ოდენობით დახმარების მეხუთე ტრანშის გამოყოფა დაამტკიცა.როგორც საბჭოს განცხადებაშია აღნიშნული, ეს თანხა ასახავს უკრაინის მიერ მეხუთე ტრანშის მისაღებად საჭირო ცხრა ნაბიჯის წარმატებით შესრულებას.დახმარების მიზანია უკრაინის მაკროფინანსური სტაბილურობის ხელშეწყობა და საჯარო ადმინისტრირების უწყვეტი მუშაობის მხარდაჭერა. თანხის გამოყოფა უკრაინის მხარდაჭერის ფონდის ფარგლებში მოხდება, რომელიც 2024 წლის 1-ელი მარტიდან ამოქმედდა და გრანტების, სესხების სახით 50 მილიარდი ევროს ოდენობის დაფინანსების გამოყოფას ითვალისწინებს უკრაინის აღდგენისთვის, რეკონსტრუქციისა და მოდერნიზაციისთვის 2024-2027 წლებში.ტრანშების გამოყოფა დამოკიდებულია უკრაინის გეგმით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე.

ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა

ბიზნესმენსა და პროდიუსერს ლაშა ბასლანძეს დღეს დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდზე, პარტია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან, ეკატერინა ხვედელიძესთან ერთად იმყოფებოდა. ლაშა ბასლანძის სამოქალაქო პანაშვიდზე მეუღლესთან ერთად მივიდა ბერა ივანიშვილი.პანაშვიდზე იმყოფებოდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები.ლაშა ბასლანძე 40 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ბოლო სიახლეები