პარასკევი, მარტი 14, 2025

ქეით მიდლტონის შესახებ ახალი ინფორმაცია ვრცელდება

ქეით მიდლტონი, შესაძლოა, სამეფო ოჯახის მიერ დაკისრებული ვალდებულებების შესრულებას აღარასოდეს დაუბრუნდეს. ამის შესახებ რამდენიმე დასავლური გამოცემა წერს.

სამეფო ოჯახის ექსპერტი რიჩარდ ფიცულიამსი თვლის, რომ ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, ქეითი საჯარო გამოსვლებზე უარს იტყვის და ექიმების რეკომენდაციის მიხედვით, მშვიდ ცხოვრებას მიანიჭებს უპირატესობას. გამომდინარე იქიდან, რომ სამეფო ვალდებულებები საკმაოდ რთულ და მრავლისმომცველ საქმეებს გულისხმობს, ეს, შესაძლოა, უელსის პრინცესას ჯანმრთელობაზე უარყოფითად აისახოს.

ამ დრომდე სამეფო ოჯახს ქეით მიდლტონის ჯანმრთელობის შესახებ საჯარო ინფორმაცია არ გაუვრცელებია. გუშინ პრინცმა უილიამმა ერთ-ერთ შეხვედრაზე, მოხუცებული ქალის მიერ დასმულ შეკითხვა – როგორ გრძნობს თავს უელსის პრინცესა, დამაჯერებლად უპასუხა, რომ ქეითი, გამოჯანმრთელების გზაზე დგას.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.„ჩვენ ორივე მხარეს მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობისთვის. ევროკავშირი მიესალმება სომხეთს, რომელიც გზას ხსნის ტექსტის დასრულებისკენ. განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. მთავარია ამ იმპულსის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი შეუფერხებლად დასრულდება ორივე მხრიდან ერთი და იგივე წინდახედული, კომპრომისზე ორიენტირებული მიდგომით“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

სტუ-ის კურსდამთავრებული – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი

„საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება“, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ნესტორ ლაბარტყავა აცხადებს.როგორც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ნესტორ ლაბარტყავამ 2016 წელს სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი დაამთავრა და მოწვეული მასწავლებლის რანგში საერთაშორისო საჯარო, საერთაშორისო ჰუმანიტარული და საერთაშორისო სისხლის სამართლის მიმართულებით, სალექციო კურსები მიჰყავდა.„უნივერსიტეტში მიღებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ, დიდი წვლილი შეიტანა ჩემს პროფესიულ განვითარებასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში. ჩემი საჯარო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით, სტუდენტებს, რომლებმაც უკვე აირჩიეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ან/და აბიტურიენტებს, რომლებიც ახლა ირჩევენ პროფესიას, მინდა ვუთხრა, რომ საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლა, ნიშნავს წარმოადგენდე იმ პირთა წრის ნაწილს, რომლებსაც დადგენილი მაღალი სტანდარტით შესწევთ უნარი განიხილონ სხვადასხვა პრობლემური საკითხი და მიიღონ სათანადო გადაწყვეტილება. მნიშვნელობა არ აქვს, რომელ ფაკულტეტზე სწავლობ, მთავარია ის, რომ თითოეულმა სტუდენტმა გამოიყენოს შესაძლებლობა მიიღოს განათლება და სამომავლოდ გახდეს წარმატებული. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი არის მრავალმხრივი შესაძლებლობის გარანტი. მომავალ თაობას შესწევს უნარი კარგ განათლებასთან ერთად, უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილი სხვადასხვა სამეცნიერო ღონისძიების მეშვეობით მიიღოს პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელიც საბოლოო ჯამში წარმატებული კარიერული წინსვლის საწინდარი გახდება. ასევე, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის შესახებ, რომელიც საქართველოში ერთ-ერთი მრავლისმომცველი სამეცნიერო ლიტერატურით გამოირჩევა“, - განაცხადა ნესტორ ლაბარტყავამ.ცნობისთვის, ნესტორ ლაბარტყავა 2015-2017 წლებში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური მხარდაჭერით, ნიდერლანდების სამეფოში, ქალაქ ჰააგაში საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ ინიცირებულ იმიტირებულ პროცესებში მონაწილეობდა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა ცვლილებებს, რომელიც ყველა სახის ნარკოტიკული საშუალების გაყიდვისთვის სასჯელის გამკაცრებას შეეხება

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ შესატან ცვლილებაზე იმსჯელა.კანონპროექტის ერთ-ერთი ინიციატორის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, არჩილ გორდულაძის განმარტებით, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა და გადაგზავნას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 2603 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გაყიდვას.ასევე, „სისხლის სამართლის კოდექსს“ ემატება 2602 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების, მცენარე კანაფის ან მარიხუანის, სხვა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების გასაღებას ან/და გასაღებაში ხელშეწყობას. ამასთანავე, მკაცრდება დასახელებული დანაშაულისთვის სასჯელის ზომა.„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსს“ აგრეთვე ემატება 2611 მუხლი, რომელიც ცალკე შემადგენლობად განსაზღვრავს ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების უკანონო დამზადებას, წარმოებას, გადაზიდვასა ან გადაგზავნას.„უმკაცრესი ბრძოლა უნდა იყოს გამოცხადებული ნარკოტიკების გამყიდველების, გამსაღებლების წინააღმდეგ. ამასთანავე, აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს ნარკოდამოკიდებულთა მკურნალობის ფორმებთან, მათ შორის, იძულებით მკურნალობის ფორმებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მომხსენებელმა.კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს.

მარკო რუბიო – აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, ახლა სამხრეთ კავკასიელი ხალხისთვის ახალი ერის დაწყების დროა

აშშ მაღალ შეფასებას აძლევს სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ისტორიული ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას, – ამის შესახებ აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებაში, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.რუბიოს თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დროა.„აშშ მაღალ შეფასებას აძლევს ისტორიული სამშვიდობო ხელშეკრულების შესახებ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მოლაპარაკებების დასრულებას. ეს ორივე ქვეყნისთვის არის შესაძლებლობა, გადაშალონ ფურცელი ათწლეულების წინანდელი კონფლიქტის, პრეზიდენტ ტრამპის ხედვის შესაბამისად უფრო მშვიდობიანი მსოფლიოსთვის. ახლა მშვიდობისკენ სწრაფვის, ხელის მოწერის, ხელშეკრულების რატიფიკაციისა და სამხრეთკავკასიელი ხალხებისთვის კეთილდღეობის დამკვიდრების ახალი ერის დაწყების დროა“, – განაცხადა რუბიომ.

VIDEO: ცნობილია, რა სიმღერით წარდგება მარიამ შენგელია ევროვიზიაზე

ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წელს საქართველოს 22 წლის მარიამ შენგელია წარადგენს.კონკურსში მონაწილეობის სურვილი 18-მა ქართველმა შემსრულებელმა გამოთქვა და საკუთარი ნამუშევარი წარადგინა. პირველ არხს ასევე სიმღერა გამოუგზავნა 20-ზე მეტმა უცხოელმა კომპოზიტორმა. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არჩევანი ქართული მოტივებით და ეროვნული ელემენტებით დატვირთულ პროექტზე შეაჩერა, რომელიც საერთაშორისო კონკურსზე ზუსტად წარმოაჩენს ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობას.მარიამ შენგელია პირველი არხის ორი პროექტის – „საქართველოს ვარსკვლავის“ და „ვოისის“ მონაწილეა. მომღერალი 2020 წელს ევროვიზიაზე საქართველოს წარმომადგენლის, თორნიკე ყიფიანის ბექვოკალისტი იყო. კონკურსი კოვიდპანდემიის გამო გაუქმდა.სიმღერა Freedom (თავისუფლება) ქეთი გაბისიანმა დაწერა, ხოლო ტექსტი ბუკა კარტოზიას ეკუთვნის. მუსიკალური კლიპი კახა ბუხრაშვილმა გადაიღო, კოსტუმის დიზაინზე იზა ნადარეიშვილმა, კლიპის მხატვრობაზე კი შაკო პოპიაშვილმა და ნინო წულაიამ იმუშავეს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლ „ერისიონის“ მოცეკვავეებმა და გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულმა ორკესტრმა.ევროვიზია 2025 შვეიცარიის ქალაქ ბაზელში 13, 15 და 17 მაისს გაიმართება. საქართველოს წარმომადგენელი, მარიამ შენგელია ევროპის წინაშე 15 მაისს, მეორე ნახევარფინალში წარდგება. კონკურსს, ტრადიციულად, პირველი არხი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.მოუსმინეთ საქართველოს საკონკურსო სიმღერას ევროვიზიისთვის:

ბოლო სიახლეები