პარასკევი, მარტი 14, 2025

საფრანგეთი უკრაინას MIRAGE 2000-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს

საფრანგეთი უკრაინას mirage 2000-ის ტიპის სამხედრო თვითმფრინავებს გადასცემს. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

მისი თქმით, საფრანგეთი აგრეთვე, ამ თვითმფრინავების სამართავად გადაამზადებს უკრაინელ პილოტებს.

„ხვალ, ჩვენ თანამშრომლობის ახალ პროგრამას დავიწყებთ და გამოვაცხადებთ Mirage 2000-5-ის სერიის თვითმფრინავების გადაცემის შესახებ. ეს, ფრანგული საბრძოლო თვითმფრინავებია, რომლებიც უკრაინას საშუალებას მისცემენ, დაიცვან საკუთარი მიწა და საჰაერო სივრცე.

ხვალიდან, ჩვენ პილოტების გადამზადების პროგრამას დავიწყებთ და ამ თვითმფრინავებს, უკრაინას წლის ბოლომდე გადავცემთ“, – ციტირებს მაკრონის სიტყვებს France24.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

გზების დეპარტამენტი ინფორმაციას ავრცელებს

მდ. არაგვის ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო მოძრაობა გზის ერთ სამოძრაო ზოლზე განხორციელდება, – ამის შესახებ ინფორმაციას გზების დეპარტამენტი ავრცელებს.„საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 26-ე კმ-ზე, მდინარე არაგვის ხიდზე  (მარცხენა, თბილისის მიმართულება), დაზიანდა ხიდის სავალი ნაწილის ფილა. დაზიანებული ფილის აღდგენის სამუშაოების გამო, აღნიშნულ მონაკვეთზე 10 დღის განმავლობაში ერთ სამოძრაო ზოლზე, დასავლეთ-აღმოსავლეთის მიმართულებაზე, მოძრაობა შეიზღუდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

იაგო ხვიჩია – საბოლოო ჯამში, ოპოზიცია დალაგდება იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, რადგან ასე მარტივად არ დაანებებს ქართველ ხალხს თავს

ფაქტობრივად, ჩვენ ყველა რაიონში ვაკანსია გვაქვს გამოცხადებული ადეკვატური ადამიანის პოვნაზე, რომელიც ჩვენი სახელით მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ჩვენ გვინდა ახალი ადამიანების აღმოჩენა ამ არჩევნებზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.„განსახვავებული ბევრი ვერაფერი გვექნება იქიდან გამომდინარე, რომ ნახევარი წლის წინ იყო არჩევნები და ჩვენ არ შევცვლილვართ. მოგეხსენებათ, ცხრა წელია, ერთსა და იმავეს ვამბობთ, ერთი და იგივე გვინდა, ამიტომ ამ ერთ წელიწადში რამე განსხვავებული ვერ მოხდება, უბრალოდ ახალი ადამიანების პოვნა გვინდა. ალბათ ჩვენ ადამიანებს მოვუწოდებთ წინა არჩევნებზე დაშვებული შეცდომების გამოსწორებისკენ, რადგან არ შეიძლება, ერთხელ დაშვებული შეცდომა კიდევ მეორედ, მესამედ და გაუთავებლად გაიმეორო. შეცდომის ცოტათი გამოსწორების საშუალება მიეცემა შეცდომაში შეყვანილ ამომრჩეველს“, – აღნიშნა ხვიჩიამ.იაგო ხვიჩიას თქმით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას, რადგან ასე მარტივად არ დაანებებს ხალხს თავს.„ჩემი აზრით, საბოლოო ჯამში, ესენი დალაგდებიან იმაზე, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ასე მარტივად არ დაანებებენ ქართველ ხალხს თავს. თუ არ მიიღეს მონაწილეობა, ძალიან კარგი იქნება. მოვუწოდებ, შეასრულონ საკუთარი პირობა, არ გადათქვან და არ მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ისინი არ არიან პოლიტიკური პარტიები, შესაბამისად, დიდი არაფერი დაშავდება, რომ არ მიიღონ მონაწილეობა „ქართული ოცნების“ დანამატებმა სხვადასხვა ფორმით. ერთი „ქართული ოცნება“ მონაწილეობს და „პროქსი პარტიები“, საერთოდ არ არის სავალდებულო, მონაწილეობდნენ არჩევნებში, რადგან მიიღეს მონაწილეობა, გაიმარჯვეს კიდეც, ჩემი დაკვირვებით, და მერე უარი თქვეს მანდატებზე, აჩუქეს „ქოცებს“. შესაბამისად, მგონია, რომ მათი მონაწილეობის შემთხვევაში არჩევნებში კიდევ დაიკარგება ხალხის ხმები, რომელიც ძალიან ღელავდა წინასაარჩევნოდ, რომ ხმები არ დაკარგულიყო“, – განაცხადა ხვიჩიამ.ამასთან, კითხვაზე, – „მონაწილეობას თუ არ მიიღებენ, რა გზავნილი იქნება მათი მხრიდან?“ – ხვიჩიამ განაცხადა:„ძალიან კარგი. მივხვდებით, რომ გამოსწორდნენ და ბოდიშს უხდიან ქართველ ხალხს, რომ აქამდე შეცდომაში შეჰყავდათ. ამიტომ ამაზე სწორი ნაბიჯი მათგან ვერ იქნება. უბრალოდ, მე ნაკლებად ოპტიმისტური ვარ ამასთან დაკავშირებით. ცოტა ხანში იჩხუბებენ, ერთმანეთს გალანძღავენ ან იმ ხალხს გალანძღავენ, ვინც არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ბოლოს კი ყველა მიიღებს მონაწილეობას. უფრო ასეთი დასკვნა მაქვს“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

შალკე 17 წლის ქართველი ტალანტით დაინტერესდა – ჩიქოვანი გელზენკირხენშია

CrystalSport-ის ცნობით, „შალკე’’ 17 წლის ქართველი ტალანტის, ნიკოლოზ ჩიქოვანის გადაბირებით დაინტერესდა.შესაძლოა, ლევან კობიაშვილისა და ლევან ყენიას შემდეგ ჩიქოვანი „შალკეს’’ ისტორიაში რიგით მესამე ქართველი ფეხბურთელი გახდეს.გერმანული კლუბის მიწვევით ჩიქოვანი მამასთან და მის მენეჯერ ირაკლი ლილუაშვილთან ერთად გელზენკირხენში იმყოფება. შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა, გერმანული კლუბი ფეხბურთელის მხარეს კლუბის სტატეგიას აცნობს. ასევე, მხარეები სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას განიხილავენ.

კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი გახდა

კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მარკ კარნიმ ფიცი დადო, რაც ნიშნავს, რომ მან ოფიციალურად ჩაანაცვლა თანამდებობაზე ჯასტინ ტრიუდო.კარნიმ ფიცი ტრადიციულად ინგლისურ და ფრანგულ ენებზე დადო. ფიცის დადებისას მან ერთგულება გამოუცხადა მეფე ჩარლზ III-ს, ასევე მის მემკვიდრეებსა და შთამომავლებს.პრემიერ-მინისტრის რანგში მარკ კარნი პირველი ოფიციალური ვიზიტით თავდაპირველად დიდ ბრიტანეთს და საფრანგეთს ეწვევა.შეგახსენებთ, ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი მარკ კარნი კანადის მმართველი ლიბერალური პარტიის თავმჯდომარედ 9 მარტს აირჩიეს. მან ლიბერალური პარტიის ლიდერობისთვის ბრძოლაში სამი მეტოქე დაამარცხა და ხმების 85.9% მოიპოვა. ხმის მიცემის პროცესში პარტიის 152 000-მდე წევრი მონაწილეობდა.ჯასტინ ტრიუდომ თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება იანვარში მიიღო. როგორც ცნობილია, ამის მიზეზი ბოლო ათწლეულების განმავლობაში ლიბერალური პარტიის ყველაზე დაბალი რეიტინგი გახდა. ტრიუდომ პრემიერ-მინისტრის პოსტი 2015 წელს დაიკავა.

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას

ევროკავშირი მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტზე შეთანხმებას.როგორც ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, სომხეთისა და აზერბაიჯანის განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ.„ჩვენ ორივე მხარეს მაღალ შეფასებას ვაძლევთ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით მუდმივი მუშაობისთვის. ევროკავშირი მიესალმება სომხეთს, რომელიც გზას ხსნის ტექსტის დასრულებისკენ. განცხადებები წარმოადგენს გადამწყვეტ ნაბიჯს რეგიონში მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ. მთავარია ამ იმპულსის შენარჩუნება და იმის უზრუნველყოფა, რომ პროცესი შეუფერხებლად დასრულდება ორივე მხრიდან ერთი და იგივე წინდახედული, კომპრომისზე ორიენტირებული მიდგომით“, – აღნიშნულია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის განცხადებაში.

ბოლო სიახლეები