ორშაბათი, სექტემბერი 14, 2026

მე პირადად და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას, მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება – ლევან მაჭავარიანი

„მე პირადად და ჩვენი გუნდი, რა თქმა უნდა, ვგმობთ ძალადობას. მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მხრიდან მოხდება. სამწუხაროდ, მე ინფორმაციას ნამდვილად არ ვფლობ იმასთან დაკავშირებით, ვინები იყვნენ ეს ახალგაზრდები და რითი იყვნენ შეიარაღებულები. თუმცა დარწმუნებული ვარ იმაში და გარწმუნებთ, რომ სამართალდამცავები, რა თქმა უნდა, ამაზე რეაგირებას მოახდენენ, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისთან გასულ ღამეს მომხდარ თავდასხმას.

მაჭავარიანის თქმით, განსაკუთრებით მიუღებელია ორმაგი სტანდარტი, როდესაც გარკვეული ქმედებების დაგმობა  მხოლოდ ერთი მხრიდან ხდება.

დეპუტატმა აღნიშნა, რომ რამდენიმე დღეა, ბულინგის კამპანია მიმდინარეობს არა მხოლოდ პოლიტიკოსებისა და დეპუტატების წინააღმდეგ, არამედ მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგაც, რაზეც ოპოზიციისგან და „ენჯეო“ სექტორისგან რეაგირება არ მომხდარა.

„პირადად მე რაც ვიხილე, ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაცვის წევრები ბეისბოლის ბიტებით, იქ მოვისმინეთ არაერთი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლა და ეს ყველაფერი არის უკიდურესად მიუღებელი, რა თქმა უნდა. მე, სამწუხაროდ, ინფორმაციას არ ვფლობ, ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები. უბრალოდ, რაც არის ყველაზე უსიამოვნო, ზოგადად, აბსოლუტური გულწრფელობით გეუბნებით, ეს არის ორმაგი სტანდარტი. როდესაც დაგმობა ხდება მხოლოდ რაღაცა ქმედებების ერთ მხარეს და ვერანაირი, ასე ვთქვათ, ნეგატიური რეაქცია ვერ მოვისმინეთ ვერც თქვენი ტელევიზიებისგან, ვერც ოპოზიციის წარმომადგენლებისგან, ვერც „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლებისგან იმ ბულინგის კამპანიებთან დაკავშირებით, რომლებსაც უკვე ვხედავთ, რომ რამდენიმე დღეა, გრძელდება. აქ არის პირდაპირ მოწოდებები „ფეისბუქზე“, პირდაპირ ეთერებში, რომ დავაბულინგოთ არა მხოლოდ პოლიტიკოსები და დეპუტატები, არამედ მათი ოჯახის წევრები, მათი შვილები, მივუვარდეთ მათ შვილიშვილებს, იქ რაღაცა კამპანია იყო აგორებული – „84 ტყვია კეფაში“. აქაც თქვენი კომენტარი, სამწუხაროდ, ვერ მოვისმინე და ეს არავის არ დაუგმია. იყო რამდენიმე დღის წინ ყოვლად ამაზრზენი და ამორალური საქციელი, როდესაც ჩვენი ერთ-ერთი დეპუტატის გარდაცვლილ დაზე დაიწერა ისეთი რაღაცები „ფეისბუქზე“, რაც, ალბათ, თქვენივე თვალით იხილეთ. ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი. ძალადობა შობს ძალადობას. ეგ არის გარდაუვალი, სამწუხაროდ“, – განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასეთი ძალადობრივი ქმედებები „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა.

„სამწუხაროდ, რუსეთის გარდა, ამას წლების განმავლობაში აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“ და მე ჩამოვთვალე რამდენიმე მაგალითი და შეგვიძლია, ეს გავაგრძელოთ. ეს რომ მოსაწონი არ იყო, „ნაციონალური მოძრაობა“ იმიტომ აღარ არის ხელისუფლებაში და ვერასდროს ვერ მობრუნდება. ეს ჩვენი ხელწერა არ არის. ჩვენ მმართველობაში ვართ უკვე 12 წელია. 12 წლის განმავლობაში ჩვენი ხელწერა ეს არასდროს არ ყოფილა და არასდროს იქნება. თუ რაღაცა თემებია ისეთი, რომლებიც კითხვის ნიშანს ბადებს საზოგადოებაში, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამართალდამცავი უწყებები ამ ყველაფერთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ“, – აღნიშნა მაჭავარიანმა. 

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

შიო მესამე – თუ გვინდა მივიღოთ ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების განვითარებით – უპირველეს ყოვლისა,...

თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებით. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება, - ამის შესახებ ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა, შიო მესამემ ქადაგებისას განაცხადა.მისივე თქმით, სიბრძნის დასაწყისია ღვთის შიში.“გილოცავთ, დღევანდელ დღეს, ახალი საეკლესიო წლის დაწყებას. ახალი წლის დასაწყისში, ყოველთვის გვაქვს იმედი, რომ ეს წელი იქნება უფრო ბედნიერი, უფრო კარგი, მოხდება სასიკეთო ცვლილებები ჩვენს სულსა და ცხოვრებაშიც.დღეს ასევე იწყება სასწავლო წელიც. როგორც წმინდა წერილი გვასწავლის, მთავარი სიბრძნე არის თვით სიბრძნის მოხვეჭა და მისი მოხვეჭა უმჯობესია ყოველგვარი ოქროსა თუ ვერცხლის მოხვეჭაზე. სიბრძნის დასაწყისი რა არის? - ღვთის შიში. ასე, რომ თუ გვინდა მივიღოთ კარგი, ნამდვილი განათლება, სიბრძნე მოვიპოვოთ, არ უნდა შემოვიფარგლოთ მხოლოდ ამა თუ იმ სასწავლო საგანში სიბეჯითით და მარტო გონების, მეხსიერების განვითარებისთვის. ამასთან ერთად უპირველეს ყოვლისა უფალი ჩვენგან ელოდება გულის სიწმინდეს, ესაა სულიერი განვითარება“, - აღნიშნა პატრიარქმა.

ალექსანდრე ტაბატაძე – არ ვფიქრობ, რომ სუს-ის უფროსის ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როცა საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს...

არ ვფიქრობ, რომ ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, - ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.მისივე თქმით, სუს-ის ხელმძღვანელის კანდიდატი თამაზ ბორაშვილი კვალიფიციური კადრია.„ძალიან მახარებს, რომ თამაზ ბორაშვილი წამოსულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წიაღიდან. მას გავლილი აქვს თითქმის ყველა თანამდებობრივი პოზიცია. ის არის კვალიფიციური კადრი.არ ვფიქრობ, რომ ხშირი ცვლილება კარგი იქნება თვითონ სისტემისთვის, მაგრამ როდესაც საქმე გვაქვს პირადი განცხადებით სამსახურის დატოვებასთან დაკავშირებით, ვერაფერს ვიზამთ, გარდა იმისა, რომ უნდა ეცადო, სამსახური ისევ იდგეს თავის მოწოდების სიმაღლეზე და ასრულებდეს თავის ფუნქციებს“, - განაცხადა ტაბატაძემ.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს – მამუკა ბარათაშვილი, ხოლო საგამოძიებო სამსახურს მერაბ გამყრელიძე უხელმძღვანელებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსად - მამუკა ბარათაშვილი, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსად კი მერაბ გამყრელიძე დაინიშნა. ინფორმაციას ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სამსახურების ახლად დანიშნულ ხელმძღვანელებს ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილთან ერთად შეხვდა.„პრემიერმა მათ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.მამუკა ბარათაშვილს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში მრავალწლიანი მუშაობის გამოცდილება აქვს. მათ შორის, 2020-2021 წლებში იგი იყო სსიპ შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, 2011-2020 წლებში ხელმძღვანელობდა ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტს, სხვადასხვა პერიოდში, ასევე, იყო შემოსავლების სამსახურის დავების დეპარტამენტის უფროსი, იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი.მერაბ გამყრელიძეს ამ დრომდე შემოსავლების სამსახურის იურიდიული დეპარტამენტის უფროსის თანამდებობა ეკავა. მას საგამოძიებო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სხვადასხვა წლებში იყო საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს უფროსი, საგამოძიებო დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ასევე, ეკავა სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს უფროსის მოადგილის თანამდებობა, მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის პოზიციაზე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პარლამენტი სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს

პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას 16 სექტემბერს დაამტკიცებს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.მან სუს-ის ყოფილ ხელმძღვანელს, გელა გელაძეს, ამ თანამდებობაზე გაწეული საქმიანობის გამო, მადლობა გადაუხადა.„ოთხშაბათს დილას ჩაინიშნება თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს სხდომა. პარლამენტში კანდიდატურაზე კენჭისყრა გვექნება ოთხშაბათს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. თამაზ ბორაშვილი ამ დრომდე სუს-ის უფროსის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. გელა გელაძემ, რომელიც სუს-ის უფროსის თანამდებობას იკავებდა, გადადგომის შესახებ დღეს განაცხადა. ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.

სალომე ზურაბიშვილი – მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება

რეალურად მმართველ გუნდს რომ კადრები გამოელია, ესეც აღარ და ვეღარ იმალება, - ასე ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკადრო ცვლილებებს.როგორც სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე ზურაბიშვილი წერს, „პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა“.„ანუ პოლიტიკურმა, პარტიულმა ნიშანმა ვერ გაამართლა და „პირველად 30 წლის მანძილზეო“, სუს-ის ხელმძღვანელად ვნიშნავთო კარიერა-გამოვლილ ადამიანსო. ინსტიტუტების გაძლიერებაზე საუბრობს კობახიძე?! რეალურად, მმართველ გუნდს რომ გამოელია კადრები, ესეც აღარ და ვეღარ იმალება. თორემ ინსტიტუტები ვინ დაშალა, ვინ წაართვა დამოუკიდებლობა და კარიერიდან წამოსულ პროფესიონალებს თავზე ვინ დაუსვა ახლად გამოჩეკილი „გენერალი“ და მისი კლანი?“ - წერს ზურაბიშვილი.ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გელა გელაძემ თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს, სოციალურ ქსელში თავად დაწერა. პრემიერმა ირაკლი კობახიძემ დღესვე სუს-ის უფროსის თანამდებობაზე თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა წარადგინა. რაც შეეხება გელა გელაძე, ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს.

ბოლო სიახლეები