![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/05/მირზოევი-1513856167.jpg)
დეპუტატი სავალან მირზოევი: საქართველოს ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც
„ქართული ოცნების” დეპუტატი, სავალან მირზოევი სოციალურ ქსელში აშშ-ს მიერ დაწესებულ სავიზო შეზღუდვებს ეხმიანება და წერს: „საქართველოს ნამდვილი დამოუკიდებლობისთვის, ნამდვილი სუვერენიტეტისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შევიდა. როცა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვეტილება მიიღო, გუნდის თითოეულმა წევრმა იცოდა, რომ არანორმალური ზეწოლა იქნებოდა, რომ იქნებოდა მუქარა, იქნებოდა აქციები, მაგრამ ჩვენ მზად ვიყავით ამისთვის. ის, რომ ჩვენი გუნდი ერთიანია, იქიდანაც ჩანს, რომ არცერთ ჩვენგანს უკან არ დაუხევია, გაუძლო და მომავალშიც გაუძლებს ყველა ზეწოლას, თუმცა…
ამერიკის შეერთებული შტატების ოფიციალური პირები ღიად აანონსებენ, რომ პიროვნულ სანქციებს დაგვიწესებენ, რომ აგვეკრძალება ამერიკაში წასვლა როგორც ჩვენ, ისე ჩვენი ოჯახის წევრებს. სიმართლე გითხრათ, არაერთხელ მქონია ამერიკაში წასვლის შესაძლებლობა, როგორც პარლამენტის წევრს, არც ვიზის პრობლემა მექნებოდა, მაგრამ არასდროს მქონია სურვილი, ამერიკა მენახა. რატომ? იმიტომ, რომ მე სხვა სურვილები მაქვს, სხვაგან მინდა მოგზაურობა და ეს „სხვაგან“ ჩვენი აფხაზეთი და სამაჩაბლოა.
ჰო, მანჰეტენზე გასეირნებას, სოხუმის ქუჩებში სეირნობა მიჯობს, ნიუ იორკში, ლიბერტი აილენდზე, ანუ თავისუფლების კუნძულზე მდგარი თავისუფლების ქანდაკების ნახვას, ოკეანისთვის თვალის შევლებას, ბიჭვინთის სანაპიროდან შავი ზღვის ნახვა მირჩევნია, ჩემთვის თავისუფლების კუნძული და თავისუფლების მიწა სწორედ აფხაზეთი და სამაჩაბლოა. დამისახელეთ ამერიკაში ადგილი, რომელიც რიწას შეედრება, მანახეთ აფხაზეთის ზღვის სანაპიროზე დაყრილ ქვიშაზე უფრო თბილი და რბილი მიწა… ვერ ნახავთ, არ არსებობს. მე, საქართველოში დაბადებულ და გაზრდილ აზერბაიჯანელს, ძალიან მინდა აფხაზეთში, ილორის სალოცავის ნახვა, სურათებით და გადმოცემით ვიცი, რომ საოცრებაა, იმაზე დიდი საოცრება, ვიდრე სურათებში ჩანს. ჰოდა, მოვითმენთ, ავიტანთ, სანქციებსაც, მუქარებსაც… აფხაზეთისთვის, სამაჩაბლოსთვის, საქართველოსთვის!” – წერს სავალან მირზოევი.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
„მდგომარეობა არის საგანგებო, ყველაფერი მორყეულია“- უახლესი ინფორმაცია ალავერდის სამონასტრო კომპლექსიდან
"მდგომარეობა არის საგანგებო"- ასე შეაფასა ალავერდი ეპარქიის წინამძღავრმა, მეუფე დავითმა ალავერდის სამონასტრო კომპლექსში არსებული ვითარება გუშინდელი სტიქიის შემდეგ. " მდგომარეობა...
Politico: ევროკომისიას კვლავ ურსულა ფონ დერ ლაიენი უხელმძღვანელებს
ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურა ევროკომისიის ხელმძღვანელის პოზიციაზე ახალ ვადით შეთანხმდა. ამის შესახებ Politico ევროკავშირის სამთავრობო სტრუქტურებში წყაროებზე დაყრდნობით იუწყება....
დათო ხომერიკი: ენმ-ის ოფისში შუშები ჩამსხვრეული დაგხვდა – გამოძიების იმედი არ მაქვს
ფოთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ფანჯრის მინა, რომელზედაც მიხეილ სააკაშვილის ბანერია გაკრული ჩამსხვრეულია. როგორც „ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, ფანჯარას...
ნიკა მელია ზაზა ფაჩულიას წინააღმდეგ: მისი განცხადება გამჭვირვალობის კანონზე არ მომისმენია, ცუდია
შეიძლება გამომრჩა, მაგრამ ჩემთვის პატივსაცემი ზაზა ფაჩულიას განცხადება [გამჭვირვალობის კანონზე] არ მომისმენია, ცუდია, - ამის შესახებ პარტია „ახალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა...
დავით მათიკაშვილი: ნიკა გვარამია ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, ხაზარაძე/ჯაფარიძე თვალთხარიას ეძახდნენ გახარიას, ის კი თაღლითად მოიხსენიებდა მათ, ახლა ზურაბიშვილის ფანჩატურში ცდილობენ გაერთიანებას
რადიკალური ოპოზიციის პოლიტიკურ ამორალურობას და უზნეობას საზღვარი არ აქვს. ეს კრიზისი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ უდიდეს ნაწილს გუშინ და გუშინწინ არ დასწყებია....
იონათამიშვილი: მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და მძიმე დარტყმები მიაყენა “ნაცმოძრაობის” კლასტერს – ამას მაშინვე მოყვა რეაქცია, დღეს მათი ტელევიზიების საინფორმაციო გაიხსნა ამბით, რომ მდინარაძე ამერიკამ დაასანქცირა
თვენახევრიანი პოსტოპერაციული პაუზის შემდეგ მამუკა მდინარაძე ტელეკამერებთან გამოჩნდა და როგორც სჩვევია, გამოჩენისთანავე მძიმე დარტყმები მიაყენა ნაცმოძრაობის კლასტერს; სალომე ზურაბიშვილს თავისი...