კვირა, მარტი 15, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტმა გამარჯვებულები გამოავლინა

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტთა 88-ე ღია
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში, მეცნიერებისა და
მკვლევრებისგან შემდგარმა კომისიამ ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
ფაკულტეტის გამარჯვებული სტუდენტები გამოავლინა. ამის შესახებ ინფორმაციას
სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის
ეგიდით ფაკულტეტზე რვა სექცია მუშაობს. მათ შორის, „ინფორმაციული
ტექნოლოგიების, სისტემებისა და ინტერდისციპლინური“, “მართვის სისტემები,
ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი”, “კომპიუტერული ინჟინერია”, „პროგრამული
ინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტი“, „ციფრული სატელეკომუნიკაციო
ტექნოლოგიები”, “საინჟინრო ფიზიკა”, „ბიოსამედიცინო ინჟინერია“ და “მათემატიკა”.
„ინფორმაციული ტექნოლოგიების, სისტემებისა და ინტერდისციპლინური“
მიმართულებების სექციაში მონაწილეობა 11-მა სტუდენტმა მიიღო. კომისიის წევრების
მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ გამარჯვებულები:
ბაკალავრიატი – I ადგილი – გივი ქირია (საქართველოს უნივერსიტეტი); II ადგილი –
ილკინ იბადოვ (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – უჩა ჯანაშია
(საქართველოს უნივერსიტეტი). მაგისტრატურა – I ადგილი – გიორგი დოლენჯიშვილი
(საქართველოს უნივერსიტეტი). დოქტორანტურა – I ადგილი – ანა გერგაული
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი – ნიკოლოზ კაციტაძე
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – ნინო მელიქიძე (საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი).

“მართვის სისტემები, ავტომატიზაცია და ტესტ-ინჟინერინგი” მიმართულების სექციაში
მონაწილეობა მიიღეს იმს ფაკულტეტის შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის
სამივე საფეხურის ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის
სტუდენტებმა. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე
გამოვლინდნენ გამარჯვებულები. ბაკალავრიატი: I ადგილი – ელენე შოთაშვილი,
გიორგი მიქავა, ლუკა ჭელიძე; II ადგილი – ნანა ლომიძე; III ადგილი – შოთა
მინდიაშვილი. მაგისტრატურა: I ადგილი – ლაშა ქიტესაშვილი. დოქტორანტურა: I
ადგილი – ირაკლი ჩანთაძე; II ადგილი – ნინო არაბული; III ადგილი – ნინო მწითური.

სექციაში – “კომპიუტერული ინჟინერია”, მონაწილეობა მიიღეს იმს ფაკულტეტის
საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის და დოქტორანტურის სტუდენტებმა.

კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების საფუძველზე გამოვლინდნენ
გამარჯვებულები. ბაკავლავრიატი: I ადგილი- შამათავა მირიან, ლიპარტელიანი მარიამ; II
ადგილი – კახი ჩიჩუა, ნინო სუხიშვილი, მარიამ ბურდული; III – ადგილი კონსტანტინე
ჭკადუა, გიორგი თუხარელი.
„პროგრამული ინჟინერიის და ხელოვნური ინტელექტის“ სექციის გამარჯვებულები
არიან: I ადგილი – ფარნავაზ ტყემალაძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II
ადგილი – შალვა ფარცვანია (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – საბა
ალთუნაშვილი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).
„მათემატიკის“ სექციის გამარკვებულები კი გახდნენ: ბაკავლავრიატი: I ადგილი –
ვარდანაშვილი მარიამი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი –
გაბელაშვილი გიორგი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – ელენე
წიკლაური (ივანე ჯავახისვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი).
მაგისტრატურა: I ადგილი – ანი ელიაშვილი. დოქტურანტურა: I ადგილი – თეონა
ბიბილაშვილი.
„ბიოსამედიცინო ინჟინერიის“ სექციის გამარჯვებულები გახდნენ: ბაკავლავრიატი: I
ადგილი – ლაშა ხუციშვილი, ნიკა ფომენკო,მათე კაპანაძე (საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი); II ადგილი – ნინო კაკულია, ლევან მაღრაძე (საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი); III ადგილი – ქრისტინა თათევოსიანი, ანრი აიდინიანი (საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი). მაგისტრატურა: I ადგილი – ვერიკო გერგაული
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი – ნიკოლოზ გუგუშვილი
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); III ადგილი – საბა კუხალაშვილი
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).
„ციფრული სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების “ სექციის გამარჯვებულები გახდნენ:
ბაკავლავრიატი: I ადგილი – თალიკო მიქავა, ირაკლი ბადურაშვილი (საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი – ზურაბი შურღაია, დავით სალუქვაძე
(საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). მაგისტრატურა: I ადგილი – ცოტნე
გვაგვალია, რატი მიქაშავიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი –
რატი მიქაშავიძე (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი). დოქტურანტურა: I
ადგილი – გედევან მურჯიკნელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი); II ადგილი –
გიორგი მურჯიკნელი (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი).
სტუ-ის ინფორმაციით, ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის
სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციი “საინჟინრო ფიზიკის“
სექციაზე, სტუ-ის მაგისტრატურის და დოქტორანტურის ორი სტუდენტის მოხსენების
თემები – „პათოგენურ მიკრონაწილაკთა კვლევის შესაძლებლობებს რამანის
სპექტროსკოპიის გამოყენებით“ და „ულტრაიისფერი და ინფრაწითელი
სპექტროსკოპიის გამოყენებით საქართველოსა და მსოფლიოში გავრცელებული
მცენარის ვირუსების კვლევას”, პირველი ხარისხის სიგელით დაჯილდოვდება.

მაგისტრატურის გამარჯვებული სტუდენტია სერგი კაპანაძე, ხოლო დოქტორანტურის
ანა ფალავანდიშვილი.

ინფორმაციისთვის: სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში
მონაწილეობას უნივერსიტეტის ცამეტი ფაკულტეტის ბაკალავრიატის,
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის  530-ზე მეტი სტუდენტი მონაწილეობს.
კონფერენცია 56 სექციას მოიცავს, მათ შორის: სამშენებლო ფაკულტეტზე იმუშავებს 4
სექცია და ნაშრომს წარადგენს 25 სტუდენტი; ენერგეტიკის ფაკულტეტზე – 8 სექცია, 67
სტუდენტი; სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე – 2 სექცია, 41 სტუდენტი; ქიმიური
ტექნოლოგიისა და მეტალურგიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 62 სტუდენტი;
სატრანსპორტო სისტემებისა და მექანიკის ინჟინერიის ფაკულტეტზე – 6 სექცია, 54
სტუდენტი; არქიტექტურის, ურბანისტიკისა და დიზაინის ფაკულტეტზე – 2 სექცია, 18
სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობის ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21
სტუდენტი; სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების  და ასევე, საინჟინრო
ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტებზე,
ფაკულტეტთა შორის სექციაზე – 23 სტუდენტი; ინფორმატიკისა და მართვის
სისტემების ფაკულტეტზე – 8 სექცია, 90 სტუდენტი; დიზაინის საერთაშორისო სკოლა –
1 სექცია, 3 სტუდენტი; აგრარული მეცნიერებებისა და ბიოსისტემების ინჟინერინგის
ფაკულტეტზე – 5 სექცია, 45 სტუდენტი; ბიზნესტექნოლოგიების ფაკულტეტზე – 4
სექცია, 23 სტუდენტი; საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ
მეცნიერებათა ფაკულტეტზე – 7 სექცია, 30 სტუდენტი; მთის მდგრადი განვითარების
ფაკულტეტზე – 1 სექცია, 21 სტუდენტი.

სტუ-ის სტუდენტთა 88-ე ღია საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციამ მუშაობა 29
აპრილს დაიწყო და 17 მაისამდე გასტანს. გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება
კი 14 ივნისს გაიმართება.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ტყიბულის მერი: სტიქიის ზონაში ვითარება კვლავ მძიმეა- ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოგზავნილი  ექიმები და ფსიქოლოგები მოსახლეობას ეხმარებიან… ქუთაისი-ტყიბულის გზა ისევ გადაკეტილია

12 მარტს განვითარებული სტიქიური პროცესების შედეგად, 10-ზე მეტი სახლი დაინგრა, დაზიანდა სასაფლაო და გზა. სოფელში მცხოვრები 45 ოჯახი უსაფრთხო ადგილზეა გაყვანილი.„სტიქიის ზონაში სიტუაცია უცვლელია, მეწყრული პროცესები ისევ აქტიურია. ადგილზე რჩებიან გეოლოგების ჯგუფები და მიმდინარეობს კვლევა. საგანგებო შტაბი აგრძელებს მუშაობას. ქუთაისი-ტყიბულის დამაკავშირებელი გზა ისევ გადაკეტილია და აქ გადაადგილება უსაფრთხო არ არის. ტერიტორია ისევ რჩება მოსახლეობისთვის საფრთხის შემცველად და გადაადგილება აკრძალულია. ჯანდაცვის სამინისტროს დახმარებით გუშინ ჩატარდა სამედიცინო კვლევები, გამოგზავნეს ექიმთა ჯგუფები, ასევე არიან ბავშვთა ფსიქოლოგები. ეს აქცია დღესაც გრძელდება და უკვე მესამე ლოკაციაზე გვექნება დღეს შეხვედრები მოსახლეობასთან. მე კიდევ ერთხელ ვთხოვ მოსახლეობას, რომ თავის შეიკავონ აღნიშნულ ტერიტორიაზე შესვლის მცდელობისგან, რათა მათი უსაფრთხოება იყოს მაქსიმალურად დაცული“, - განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის მერმა, დავით კუბლაშვილმა.

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარე მაუწყებლებს ლიცენზიების გაუქმებით ემუქრება სპარსეთის ყურეში მიმდინარე ომის შესახებ „ტყუილების გავრცელების გამო“

აშშ-ის კომუნიკაციების ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა ამერიკული მაუწყებლები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებისა დროს „ტყუილებისა და დამახინჯებული ახალი ამბების“ გავრცელებაში დაადანაშაულა.ბრენდან კარმა, რომელიც კომუნიკაციების ფედერალური კომისიის თავმჯდომარეა, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ჩანაწერში „ყალბი ამბები“ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ თუ მაუწყებლობის ინდუსტრია „გეზს არ გამოასწორებს“, მათ შესაძლოა, მაუწყებლობის ლიცენზიები გაუუქმდეთ.„მაუწყებლებმა უნდა იმოქმედონ საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი დაკარგავენ ლიცენზიებს“, – თქვა კარმა.მის ჩანაწერს ერთვოდა სოციალურ ქსელში, „თრუს სოშიალში“ დონალდ ტრამპის მიერ გავრცელებული განცხადება, რომელშიც ის ამერიკული მედიის ნაწილის მიერ ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის გაშუქებას „შეცდომაში შემყვანსა“ და „საშინელს“ უწოდებს.

ჰაკან ფიდანი – აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ თუ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაკან ფიდანის განაცხადებით, თუ აშშ-ის, ისრაელისა და ირანის კონფლიქტის დიპლომატიური დარეგულირება სასწრაფოდ არ დაიწყება, რეგიონში ომი, შესაძლოა, გაფართოვდეს.„სამწუხაროდ, ჩვენი თავდაპირველი გაფრთხილებები და ანალიზი ომის დაწყებამდე რეალისტური აღმოჩნდა. თავიდანვე ვამბობდით, რომ ეს ომი, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და საჭიროა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნება. წინააღმდეგ შემთხვევაში რეგიონში ომის შემდგომ გავრცელებას ვიხილავთ. ჩვენ ძალიან გვაშფოთებს ის, რომ თუ ირანზე თავდასხმები გაგრძელდება და ირანი, თავის მხრივ, მეზობელ ქვეყნებს დაარტყამს, სიტუაცია, შეიძლება, სრულიად უმართავი  გახდეს. ამას აუცილებლად უნდა დაესვას წერტილი“, – განაცხადა ფიდანმა ანკარაში გამართულ პრესკონფერენციაზე.მან ასევე აღნიშნა, რომ ორივე მხარის შეტევები „საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რეგიონის ქვეყნებს, არამედ საბრძოლო მოქმედებები ზიანს აყენებს მსოფლიო ეკონომიკას“. ფიდანმა იმედი გამოთქვა, რომ „ეს მდგომარეობა მუდმივ ხასიათს არ მიიღებს“.თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არ აპირებს კომპრომისზე წასვლას ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში. ამით მან კომენტარი გააკეთა იმ ინციდენტებზე, როდესაც ირანიდან გაშვებული რაკეტა თურქეთის საჰაერო სივრცეში ჩამოაგდეს.„ჩვენი გულწრფელი ძალისხმევა მშვიდობისა და სტაბილურობის მისაღწევად, ასევე ჩვენი გაგება და კონსტრუქციული მიდგომა არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში კომპრომისზე წავალთ. როგორც იცით, კიდევ ერთი რაკეტა, რომელიც ჩვენი ქვეყნისკენ იყო მიმართული, ჰაერში განეიტრალდა. ამ სერიოზულ ინციდენტთან დაკავშირებით ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე ვართ ირანელ კოლეგებთან“,- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.ამასთან, ჰაკან ფიდანმა აღნიშნა, რომ თურქეთი ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტში ჩართვას არ აპირებს, მიუხედავად შესაძლო პროვოკაციებისა.

დონალდ ტრამპი – მოვისმინე, რომ მოჯტაბა ხამენეი აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი არ არის დარწმუნებული, რომ ირანის ახალი უზენაესი ლიდერი ცოცხალია, თუმცა მისი სიკვდილის შესახებ ცნობებს „ჭორები“ უწოდა.„არ ვიცი, საერთოდ ცოცხალია თუ არა. ამ დრომდე ვერავინ შეძლო მისი ჩვენება“, –  განაცხადა ტრამპმა ტელეკომპანია „ენბისისთან“ სატელეფონო ინტერვიუში.„მოვისმინე, რომ ის აღარ არის ცოცხალი, ხოლო თუ ცოცხალია, მაშინ უნდა გააკეთოს რაღაც სასარგებლო თავისი ქვეყნისთვის და ეს არის კაპიტულაცია,“ – თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა.მოჯტაბა ხამენეი ირანის ახალ უზენაეს ლიდერად 8 მარტს დაინიშნა, თუმცა მას შემდეგ არცერთი ვიდეო ან აუდიოჩანაწერი არ გავრცელებულა, სადაც ის თავად ჩანს. ამ კვირის ბოლოს ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ მისი მიმართვა გაავრცელა, თუმცა ტექსტი წამყვანმა წაიკითხა.ზოგიერთი ინფორმაციით, ხამენეი, შესაძლოა, დაჭრილი იყოს. ეს ცნობები ოფიციალურად დადასტურებული არ არის.13 მარტს აშშ-ის ომის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა  განაცხადა, რომ მოჯტაბა ხამენეი „დაჭრილია და, სავარაუდოდ, დასახიჩრებული“.

დონალდ ტრამპი – ზელენსკისთან შეთანხმება ბევრად უფრო რთულია, ვიდრე პუტინთან

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინის ლიდერთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან „შეთანხმება ბევრად უფრო რთულია“, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან.აშშ-ის პრეზიდენტმა ამის შესახებ ტელეკომპანია „ენბისისთან“ ინტერვიუში განაცხადა.ტრამპმა კითხვას უპასუხა, რომელიც რამდენიმე ევროპელი ლიდერის მიერ აშშ-ის მხრიდან რუსულ ნავთობზე სანქციების დროებითი მოხსნის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების კრიტიკას ეხებოდა.ცნობისთვის, აშშ-მა დროებით დაუშვა იმ რუსული ნავთობის გაყიდვა, რომელიც უკვე ტანკერებზეა, რათა შემცირდეს ენერგომატარებლების ფასები, რომლებიც მკვეთრად გაიზარდა ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის დაწყების შემდეგ.ტრამპმა განაცხადა, რომ მას „მხოლოდ მსოფლიოსთვის ნავთობის მიწოდება სურს“.მისივე განმარტებით, რუსული ნავთობის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები დაუყოვნებლივ დაბრუნდება, როგორც კი კრიზისი დასრულდება. შემდეგ კი მან უკრაინის პრეზიდენტი გააკრიტიკა.„მიკვირს, რომ ზელენსკის არ უნდა შეთანხმების დადება. უთხარით ზელენსკის, წავიდეს შეთანხმებაზე, რადგან პუტინს უნდა შეთანხმება“, – თქვა ტრამპმა.ამავე ინტერვიუში ტრამპმა უარყო უკრაინის შეთავაზება, დაეხმაროს აშშ-ს ირანული დრონების წინააღმდეგ ბრძოლაში.მან განაცხადა, ზელენსკი ბოლო ადამიანია, რომლისგანაც ვაშინგტონს დახმარება სჭირდება.ტრამპს ასევე სთხოვეს, კომენტარი გაეკეთებინა ცნობებზე, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო ინფორმაციას ამერიკულ სამიზნეებზე თავდასხმებისთვის.„შესაძლოა, რუსეთი აწვდის ინფორმაციას, შესაძლოა – არა“, – თქვა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე დაამატა, რომ მისი ქვეყანა „იმავეს აკეთებს რუსეთის წინააღმდეგ“:„ჩვენც ვაძლევთ გარკვეულ ინფორმაციას უკრაინას და ვცდილობთ მშვიდობის დამყარებას ორ ქვეყანას შორის“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ბოლო სიახლეები