![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/05/kobaxidze_w_h-1-1.jpeg)
პრემიერი: ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა – ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები და ახსენა – “ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო”
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადება
“საზოგადოება აკვირდება გამჭვირვალობის შესახებ კანონის გარშემო განვითარებულ მოვლენებს და ხედავს, რომ მთელი რიგი მაღალი რანგის უცხოელი პოლიტიკოსები არ ერიდებიან ღია შანტაჟსაც კი ქართველი ხალხის და მის მიერ არჩეული ხელისუფლების წინააღმდეგ. ამგვარ შეურაცხმყოფელ შანტაჟს დიდი ხანია მიჩვეული ვართ და მან საზოგადოებისთვისაც და ხელისუფლებისთვისაც არსებითად უკვე დაკარგა აქტუალობა.
თუმცა, ხანგრძლივი შანტაჟის ფონზეც კი, გამაოგნებელი იყო მუქარა, რომელიც ერთ-ერთ ევროკომისართან სატელეფონო საუბრისას გაჟღერდა. კერძოდ, ჩემთან საუბარში, ევროკომისარმა ჩამოთვალა მთელი რიგი ზომები, რომლებიც დასავლელმა პოლიტიკოსებმა გამჭვირვალობის კანონზე ვეტოს დაძლევის შემდეგ შეიძლება მიიღონ და ამ ზომების ჩამოთვლისას ახსენა – „ხომ ნახეთ, ფიცოს რა დაემართა და ძალიან ფრთხილად უნდა იყოთო“.
როდესაც გამჭვირვალობის შესახებ კანონთან დაკავშირებული შანტაჟის კონტექსტში ახსენებენ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, რომელზეც რამდენიმე დღის წინ ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა და რომელიც ამჟამადაც მკურნალობას გადის, ეს ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელია. ხაზს გავუსვამ იმასაც, რომ წინასწარი ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრზე თავდასხმის უკან იკვეთება ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურის კვალი, რომელიც გლობალურ ომის პარტიასთან განსაკუთრებით მჭიდროდ არის დაკავშირებული.
პრევენციის მიზნით, თავი ვალდებულად მივიჩნიე, ამ მუქარის შესახებ ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის მიმეწოდებინა. რობერტ ფიცოს მკვლელობის მცდელობასთან გავლებული პარალელი შეგვახსენებს, რომ გლობალური ომის პარტიის სახით, საქმე გვაქვს უაღრესად საშიშ ძალასთან, რომელიც საქართველოში არეულობის შემოსატანად ყველაფერზეა წამსვლელი.
დარწმუნებულ ვარ, მათ გეგმებს არც ამჯერად უწერია წარმატება და საქართველო აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობას და პოლიტიკურ სტაბილურობას, რაც ქვეყნის განვითარების აუცილებელი პირობაა.” – ნათქვამია ირაკლი კობახიძის გავრცელებულ განცხადებაში.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ხატია დეკანოიძე: უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ძირს უთხრის საქართველოში ევროინტეგრაციის მომავალს
ვფიქრობ, რომ სანქციები ორიენტირებული უნდა იყოს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე, მაღალჩინოსნებზე და ყველაზე, ვინც მხარი დაუჭირა „რუსულ კანონს“ და ძირს უთხრის...
ლევან იოსელიანი: ყველა მსჯავრდადებული მოვინახულე, მათ შორის მიხეილ სააკაშვილი – წინა ვიზიტისას ფიზიკურად როგორც დამხვდა, იმასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოიყურება
"ვივამედის" კლინიკაში მყოფი ყველა მსჯავრდადებული და ბრალდებული მოვინახულე. მოვინახულე მიხეილ სააკაშვილიც და ვესაუბრე, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მივდივარ ყველა პენიტენციურ...
რატი იონათამიშვილი – საქართველოსთან მიმართებით არაერთხელ მიუღიათ უსამართლო გადაწყვეტილებები და შემდეგ აღიარება მოუწიათ, ვიმედოვნებ, დღევანდელ მინისტერიალზე მსგავსი საკითხები არ დადგება
ბოლო პერიოდში არაერთხელ ყოფილა, როდესაც საქართველოსთან მიმართებით უსამართლო გადაწყვეტილებები მიუღიათ და შემდეგ ბოდიშის მოხდა და აღიარება მოუწიათ. თუნდაც, კანდიდატის სტატუსის...
გოგა ხაინდრავა: NDI და IRI შავ ფულს ხელისუფლების დასამხობად [იყენებს] – ეს არის სტრატეგიული „MEGOBARI-ის act“-ი!
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში წერს, რომ საბჭოთა სასამართლოდ ქცეულ კონგრესში ბრალმდებლებად პროკურატურის პარტკომს და დამსმენებს იყენებენ. "პრეზიდენტს ქცევა აქვს...
გიორგი გამსახურდია სალომე ზურაბიშვილზე: ყველაფერ ნეგატიურს აქვს თავი მოყრილი ამ ქალში
გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში სალომე ზურაბიშვილის ელჩებისადმი მიმართვას ეხმიანება, სადაც ნათქვამია, „ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის არა ჩვეულებრივი არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდება, მაგრამ თქვენთვის არჩევანის...
მიხეილ ყაველაშვილი: სალომე ზურაბიშვილი გარე დაკვეთების შემსრულებელია, თუმცა პოლიტიკური სიტუაციის არევის რესურსი არ აქვს
დღეს, ასეთ კარგ განწყობაზე მყოფებს, რადგან საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა და ყველა ეიფორიაშია, მაინც სალომე ზურაბიშვილის არასწორ განცხადებებსა და ქმედებებზე რომ...