![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/05/dd.png)
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის 10 სტუდენტს ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დაენიშნათ. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს.
მისივე ცნობით, სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სტუდენტებს, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდიანტებს: თამარ იმერლიშვილს, ნიკა ქებურიას, ნოდარ ცხოვრებაძეს, მარიამ ბოკუჩავას, დავით ჯამასპიშვილს, ქეთევან ხასაიას, ლუკა სამხარაძეს, ზურაბ მელაძეს, ირმა ნადოევს და ვალერია ტკაჩენკოს, შესაბამისი სერტიფიკატები ფაკულტეტის დეკანმა გადასცა. როგორც პროფესორი ირაკლი გაბისონია აცხადებს, სტიპენდიის ოდენობა შეადგენს 150 ლარს და გაიცემა 9 კალენდარული თვის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების გათვალისწინებით.
„სტიპენდია გადაეცემა სტუდენტს, რომელიც არის წარჩინებული, მაღალი აკადემიური მოსწრება აქვს, სემესტრებში მიმდინარე შედეგების მიხედვით „საუკეთესო“ და „კარგი“ შეფასებების მაქსიმალური რაოდენობა. ასევე, ვითვალისწინებთ საგანმანათლებლო, სამეცნიერო და საზოგადოებრივ საქმიანობაში მიღწევებს. აქტიურად მონაწილეობს უნივერსიტეტის საზოგადოებრივ ცხოვრებაში. მონაწილეობს სხვადასხვა სტუდენტურ ორგანიზაციებში, ასოციაციებში, მნიშვნელოვან ღონისძიებებში, აქვეყნებს პუბლიკაციებს, მონაწილეობს კონფერენციებში. წელს სტიპენდია დაენიშნა 10 სტუდენტს. მადლობას ვუხდი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს ინიციატივისა და მხარდაჭერისთვის, სტუდენტებს კი წარმატებებს ვუსურვებ“, – აცხადებს ირაკლი გაბისონია.
სტუ-ის ინფორმაციით, ზვიად გამსახურდიას სახელობის სტიპენდია დღემდე 40-ზე მეტ სტუდენტს აღებული აქვს.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
ესპანური გამოცემა elperiodico: მამარდაშვილი, მიქაუტაძე და კვარაცხელია: სამი წმინდა სამება და რვა გლადიატორი – ასეთია საქართველოს ნაკრების შემადგენლობა
"მამარდაშვილი, მიქაუტაძე და კვარაცხელია - საქართველოს წმინდა სამება" - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გავლენიანი ესპანური გამოცემა elperiodico. დებიუტანტი გუნდის მოულოდნელი...
გერმანიის ელჩი: საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში!
საქართველოში გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩის დაწყებამდე საქართველოს წარმატებას უსურვებს. "საქართველო, გელოდებით მეოთხედფინალში! წარმატებას გისურვებთ", -...
ნუკი კოშკელიშვილი კლინიკაში მოხვდა
ნუკი კოშკელიშვილი კლინიკაში მოხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში გაავრცელა. „ამაზე მეტად როგორ შეიძლება ბავშვს დაბადების დღე გაუფუჭო... ავდექი და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა „სტუდფესტი 2024“-ის რვა ნომინაციაში გამარჯვება მოიპოვეს
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტურმა გუნდებმა მასშტაბურ ახალგაზრდულ ფესტივალზე - “სტუდფესტი 2024” - ინტერმედიის, სპორტისა და ქართული ლიგის მიმართულებით გამართულ შეჯიბრებებსა და...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში კონფერენცია – „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე კონფერენცია „ჩვენი შრომითი უფლებები“ ჩატარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს. მისივე ცნობით, კონფერენცია...
ვინ არის ლუკა ლოჩოშვილის უმშვენიერესი მეუღლე
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებზე და მათ ოჯახებზე, საზოგადოების ინტერესი უფრო და უფრო იზრდება. ამჯერად „პრაიმტაიმის“ მკითხველს, ლუკა ლოჩოშვილის ულამაზეს მეუღლეს გავაცნობთ....