პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

საქართველოს უნივერსიტეტების რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე COARA-ს კოალიციის დამფუძნებელი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით წარსდგა

საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის რიგგარეშე შეკრება COARA-ს კოალიციის დამფუძნებლის, პროფესორ შტეფან ბერგმანსის ვიზიტს უკავშირდება. დღეს ჩვენ საშუალება გვექნება მივიღოთ დეტალური ინფორმაცია მნიშვნელოვანი კვლევების დაგეგმვის, შეფასებისა და განვითარებისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე“, – ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარემ, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ განაცხადა.

ინფორმაციას საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის სამდივნო ავრცელებს.

მისივე ცნობით, საქართველოს რექტორთა მუდმივმოქმედ კონფერენციაზე საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე წულაძისა და საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანამათლებლო დაწესებულების რექტორებისა და ვიცე-რექტორების წინაშე COARA-ს კოალიციის დამფუძნებლი, პროფესორი შტეფან ბერგმანსი მოხსენებით – “EUA Research & Innovation Agenda 2027, seizing the moment, driving the change” (ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაციის კვლევებისა და ინოვაციების 2027 წლის დღის წესრიგი, მომნტის გაცნობიერება, ცვლილებათა სტიმულირება), წარსდგა.

COARA-ს კოალიციის დამფუძნებლმა, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა მადლობა გადაუხადა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედ კონფერენციას და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საკითხით დაინტერესებისა და მასპინძლობისთვის. როგორც მან თავის მოხსენებაში აღნიშნა, ევროპის უნივერსიტეტთა ასოციაცია (EUA) წევრ ორგანიზაციებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ერთიან ევროპულ პროექტებში და დაინტერესებულ მხარეებს საუკეთესო პრაქტიკის შესახებ გაუზიარონ გამოცდილება.

პროფესორ შტეფან ბერგმანსის თქმით, საქართველოში აკრედიტირებულ უნივერსიტეტებს საშუალება მიეცემათ საინტერესო, საჭირო და მაღალკვალიფიციური კვლევები წარადგინონ და მიიღონ შესაბამისი მხარდაჭერა. მითუმეტეს, რომ ასოციაცია თანამშრომლობს ევროკომისიასა და ევროპარლამენტთან და წევრ ორგანიზაციებს შესაძლებელობას აძლევს მონაწილეობა მიიღონ ევროკავშირის უმაღლესი განათლების სამომავლო პოლიტიკისა და ინიციატივების ფორმირებაში. მოხსენების დასასრულს, პროფესორმა შტეფან ბერგმანსმა დასმულ კითხვებს გასცა პასუხი.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის და საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის თავმჯდომარის, აკადემიკოს დავით გურგენიძის განცხადებით, COARA, რომლის დამფუძნებელი პროფესორი შტეფან ბერგმანსია, კვლევების დამფინანსებელი ორგანიზაციებისა და შეფასების ეროვნული ორგანიზაციების სააგენტოების გლობალური კოალიციაა.

“საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის მუშაობაში პროფესორ შტეფან ბერგმანსის მონაწილეობა არა მხოლოდ დიდი პატივია, არამედ საჭირო და დროულიც, რამეთუ ჩვენი ქვეყნის სამეცნიერო-აკადემიურ წრეებს მიეცემათ შესაძლებლობა კვლევები და ინოვაციები კოალიცია COARA-ში წარადგინონ და ქმედითი მხარდაჭერა დამსახურებულად მოიპოვონ. ქართული მეცნიერების განვითარებისთვის ეს ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. თავის მხრივ, საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო სკოლების მეცნიერ-მკვლევრებისა და აკადემიური კორპუსისთვის უცხოელ კოლეგებთან კოლაბორაცია სულ უფრო მეტად აქტუალური ხდება იმდენად, რამდენადაც ქართველი მეცნიერებისგან, რომლებსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ მსოფლიო დონის მკვლევრები, უცხოელი მეცნიერები ნაშრომებისა და უახლესი კვლევების, ასევე, ინოვაციური იდეების შესახებ იღებენ ინფორმაციას. წარმატებები მინდა ვუსურვო კოლეგებს და მადლობა გადავუხადო კონფერენციის მონაწილეებს, ასევე, მადლობას ვუხდი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, პირადად გიორგი ამილახვარს ურთიერთთანამშრომლობისა და უნივერსიტეტებისთვის მხარდაჭერისთვის”, – განაცხადა დავით გურგენიძემ.

ინფორმაციისთვის, ევროპის უნივერსიტეტების ასოციაცია ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ორგანიზაციაა, რომელიც ევროპის უნივერსიტეტებსა და განათლების სფეროში არსებულ ორგანიზაციებს აერთიანებს. ევროპის უნივერსიტეტების ასოციაციას 47 ქვეყანაში 850-მდე წევრი ჰყავს. ორგანიზაცია ბრიუსელშია დაფუძნებული და უზრუნველყოფს ევროპის უმაღლესი განათლების პოლიტიკისა და პრაქტიკის შესწავლას ხარისხის უზრუნველყოფის, ინტერნაციონალიზაციის, მმართველობისა და დაფინანსების კუთხით, ასევე ახორციელებს ტრანსნაციონალური და ინსტიტუციური განვითარების პროექტებს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ხდება ხვალ სამების საკათედრო ტაძარში?!

დღეს, 18 ოქტომბერს დღის 3 საათზე დიდ სამებაში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი" - ინფორმაციას რელიგიური ტიპის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას გვიდასტურებს სამების მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მჭედლიშვილი, პარაკლისს მამა ილია ატარებსო. "მისულ მრევლს საჩუქრად დაურიგდებათ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატები. გააგებინეთ ყველას," - წერს გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო".

„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბოლო სიახლეები