სამშაბათი, მარტი 17, 2026

ირაკლი კობახიძე: აშშ-ის, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს ვთავაზობ, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე

ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის შესახებ, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

როგორც კობახიძე აცხადებს, დარწმუნებულია, რომ „ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“.

„საქართველო აფასებს და უფრთხილდება ურთიერთობებს პარტნიორ ქვეყნებთან. ჩვენი საგარეო პოლიტიკის უმთავრესი პრიორიტეტის – ევროკავშირში ინტეგრაციის გათვალისწინებით, ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, მათ შორის ელჩებთან თანამშრომლობა და მათი მოსაზრებების მოსმენა ჩვენთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია. ჩვენ ვაფასებთ მოქმედი ელჩების ყველა მხარდამჭერ ნაბიჯსა და განცხადებას, რომელიც საქართველოს საერთაშორისო პოზიციების გამყარებისკენ არის მიმართული. შესაბამისად, მათ ყველა საფუძვლიან რჩევასა და რეკომენდაციას მომავალშიც განსაკუთრებული გულისხმიერებით მოვეკიდებით.

საქართველოში უკანასკნელ წლებში დანერგილი პრაქტიკის შესაბამისად, უცხოელი დიპლომატები კვლავაც აქტიურად მონაწილეობენ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ დებატებში.

ისინი განსაკუთრებით ინტენსიურად ცდილობენ, შეითავსონ კანონმდებლის ფუნქცია, აქტიური მონაწილეობა მიიღონ კანონშემოქმედებით პროცესში და წარმომადგენლობითი დემოკრატიის უმთავრეს ორგანოს – ქართველი ხალხის მიერ არჩეულ პარლამენტს უკარნახონ, რომელი კანონი მიიღოს და რომელი არა.

მიუხედავად იმისა, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ჩანაცვლების ეს პრაქტიკა დიპლომატიის სტანდარტებს არ შეესაბამება, ოპოზიციის პოლიტიკური და ინტელექტუალური რესურსების სიმწირის გათვალისწინებით, ჩვენ მას გარკვეულწილად გაგებით შეგვიძლია მოვეკიდოთ.

თუმცა, გაგებით ვერ მოვეკიდებით ასევე ფართოდ გავრცელებულ პრაქტიკას, როდესაც უცხოელი დიპლომატები დახურულ კარს მიღმა ჩვენს არგუმენტებს არგუმენტებით ვერ პასუხობენ და საჯარო სივრცეში საფუძველს მოკლებულ პოლიტიკურ განცხადებებს მაინც აკეთებენ.

გასული დღეების განმავლობაში, მოვისმინეთ რამდენიმე უცხოელი დიპლომატის კრიტიკული განცხადებები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით. ისევე, როგორც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტების გზავნილები, ეს განცხადებებიც მოკლებული იყო ყოველგვარ არგუმენტებს და დასაბუთებას.

მიმაჩნია, რომ გამჭვირვალობა და საჯაროობა მანკიერების თავიდან აცილების საუკეთესო საშუალებაა. უსაფუძვლო კრიტიკას, რომელსაც უცხოელი დიპლომატებისგან ხშირად ვისმენთ ხოლმე, საზოგადოება შესაბამის ქვეყნებზე განაზოგადებს, რაც სერიოზულ რისკებს შეიცავს. ქართულ საზოგადოებას უნდა შევუნარჩუნოთ ნდობა პარტნიორი ქვეყნების მიმართ, რაზე ზრუნვაც ჩვენი ვალი და პასუხისმგებლობაა.

ელჩები პერიოდულად ითხოვენ შეხვედრებს დახურულ რეჟიმში. შეხვედრებზე არასდროს გვითქვამს უარი და დახურული შეხვედრებისთვის სამომავლოდაც მზად ვართ. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გაუმჭვირვალე პოლიტიკური დისკუსია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გარშემო აზიანებს ქართული საზოგადოების ნდობას ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, ვთავაზობ ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს, გავმართოთ საჯარო დისკუსია ამ კანონპროექტის შესახებ.

დარწმუნებული ვარ, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ“,- აღნიშნულია ირაკლი კობახიძის განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე ბერდია სიჭინავას – არსებობს გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ? თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, როდესაც არ გინდა, რაღაც იყოს გამჭვირვალე,...

თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი. რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი, – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის დებატებში პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრ ბერდია სიჭინავას.როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, სწორედ მისი პრემიერ-მინისტრად დანიშვნის დღიდან გახდა სამთავრობო აქტები გამჭვირვალე.„რაც შეეხება ბატონ ბერდია სიჭინავას მიერ დასმულ საკითხებს, არსებობს ხატოვანი გამონათქვამი, იყავით და გაგეკეთებინათ, ვინ გიშლიდათ. თქვენ იყავით მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, ერთი პერიოდი ხელმძღვანელის მოვალეობასაც ასრულებდით, თქვენს დროს ჩაიკეტა სამთავრობო აქტების საჯაროობა, თქვენ ჩაკეტეთ ეს ყველაფერი, რატომ? როდესაც არ გინდა, რომ რაღაც იყოს გამჭვირვალე, ე.ი. რაღაც გაქვს დასამალი. ჩვენ გავხსენით სწორედ იმ დროს ჩაკეტილი სამართლებრივი აქტები. თქვენმა პარტიის თავმჯდომარემ და თქვენც იყავით ამის თანამონაწილე, ჩაკეტეთ სამთავრობო აქტების გამჭვირვალობა, რომელიც 2024 წლის 8 თებერვლიდან, ჩემი პრემიერ-მინისტრად საქმიანობის პირველივე დღეს მე გავხსენი. იყავით და გაგეკეთებინათ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

„ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები შედის

თბილისის გარდა, სხვა მუნიციპალიტეტებშიც წესდება სანქციები – მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსებისა და რეალიზაციის წესის დარღვევაზე. შესაბამისი ცვლილებები  “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” შედის, რომელიც ბიუროს დღევანდელ სხდომას წარედგინა. კანონპროექტის მიხედვით, ჯარიმა 1000-დან 30 000 ლარამდე იქნება განსაზღვრული. კერძოდ, პროექტში აღნიშნულია, რომ მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდ არ არის განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებით, გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500ლარით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 10000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 10000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 30000 ლარით. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საკრებულოს მიერ დადგენილი წესის დარღვევით მეორადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონის ჯართის, ექსპლუატაციიდან გასული სატრანსპორტო საშუალებების და მათი ნაწილების, მარტივად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი ნივთის/ნივთიერების განთავსება ან რეალიზაცია იმ ადგილებში, რომლებიც საამისოდაა განსაზღვრული მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ გამოიწვევს სამართალდამრღვევი პირის დაჯარიმებას ფიზიკური პირის შემთხვევაში – 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 2500 ლარით. დარღვევის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 2 500 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 5000 ლარით. თუ აღნიშნული დარღვევა ჩადენილი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ კანონით დადგენილი კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში, ეს გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას – 2500 ლარით, ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში – 5000 ლარით. განმეორების შემთხვევაში კი, ფიზიკური პირი დაჯარიმდება – 5000 ლარით, ხოლო იურიდიული პირი – 15000 ლარით.

ფრიდრიხ მერცი – ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას

ჩვენ არ მივიღებთ ირანთან ომში მონაწილეობას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა.პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებთან საუბრისას მერცმა აღნიშნა, რომ პირველ რიგში არ უნდა დაუშვან, რომ რეგიონი უსასრულო ომში ჩაითრიონ, რომელსაც გაურკვეველი მიზნები აქვს.„სამხედრო მოქმედებების ნებისმიერი შემდგომი ესკალაცია სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს პარტნიორებს ახლო აღმოსავლეთში. იგივე მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ირანში ჩამოიშლება სახელმწიფო წესრიგი, ტერიტორიული მთლიანობა, სახელმწიფოებრიობა და ეკონომიკა. ამიტომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს, მკაფიო გეგმითა და სტრატეგიით“, – აღნიშნა მერცმა.გერმანიის ლიდერმა ასევე განაცხადა, რომ ვიდრე ომი გაგრძელდება, გერმანია არ მიიღებს სამხედრო გზით მონაწილეობას, მათ შორის არც ჰორმუზის სრუტეში.„ამ დრომდე არც ის ვიცით, საერთოდ როგორ შეიძლება, წარმატებით განხორციელდეს მსგავსი ოპერაცია“, – განაცხადა კანცლერმა.

დონალდ ტრამპი – ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც გვყოფნის

ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება, ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის, ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა. თეთრ სახლში ჟურნალისტებთან საუბრისას მას ჰკითხეს, აპირებს თუ არა ჩინეთი აშშ-სთან ერთად იმუშაოს ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. „ისინი თავიანთი ნავთობის დაახლოებით 91 პროცენტს ჰორმუზის სრუტიდან იღებენ, იმ სრუტიდან, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში ვიცავდით და ყოველთვის მაწუხებდა ერთი რამ, გვყავს ქვეყნები, მაგალითად იაპონია, რომელიც თავისი ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტს სწორედ ამ სრუტიდან იღებს. ყოველთვის მაოცებდა, რომ ჩვენ ვიცავთ მათ, მაშინ როცა ის ჩვენთვის აუცილებლობასაც კი არ წარმოადგენს. ჩვენ ის სრუტე არც იქამდე გვჭირდებოდა. ამ სრუტეს დაახლოებით 10 პროცენტით ვიყენებდით. ახლა კი თითქმის ნულზე ვართ ჩამოსული. ჩვენ ნავთობი არ გვჭირდება. ჩვენ გვაქვს იმდენი ნავთობი, რამდენიც თავად გვყოფნის. ეს ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი რესურსია. ნავთობის წარმოების მხრივ ჩვენ ორჯერ მეტს ვაწარმოებთ, ვიდრე ნებისმიერი სხვა ქვეყანა. ფაქტობრივად, ორჯერ მეტს, ვიდრე ვინმე სხვა მსოფლიოში. ამიტომ, ჩვენ ეს არ გვჭირდებოდა, მაგრამ მაინც ვაკეთებდით“, – თქვა ტრამპმა.

იტალია მილიონობით ადამიანის მოქალაქეობის გაუქმებას გეგმავს

იტალიაში შესაძლოა მნიშვნელოვნად შეიზღუდოს მოქალაქეობის მიღება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც იტალიური ფესვების მქონეები არიან, მაგრამ საზღვარგარეთ დაიბადნენ.  მთავრობამ ეს კანონი 2025 წლის მარტში მიიღო.სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება რამდენიმე კვირაში გამოცხადდება, მაგრამ კანონი სავარაუდოდ ძალაში დარჩება.როგორ მუშაობდა ადრე მოქალაქეობის მიღება იტალიაში:იტალიაში 1861 წლიდან მოქმედებდა პრინციპი სისხლის უფლება. ეს ნიშნავდა, რომ:თუ შენი წინაპარი იტალიის მოქალაქე იყო, მაშინ შენც შეგეძლო იტალიის მოქალაქეობის მიღება, არ ჰქონდა მნიშვნელობა სად დაიბადე.ამ წესით მილიონობით ადამიანი (მაგალითად სამხრეთ ამერიკაში მცხოვრები იტალიელების შთამომავლები) ცდილობდნენ იტალიური პასპორტის მიღებას.რას ცვლის ახალი კანონი:ახალი წესებით მოქალაქეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისი:მშობელი ან ბებია/ბაბუა დაიბადა იტალიაში და ამ წინაპარს მხოლოდ იტალიის მოქალაქეობა ჰქონდა (არ ჰქონდა სხვა ქვეყნის მოქალაქეობა).ანუ: თუ წინაპარი არის დიდი ბაბუა, მაშინ იტალიის მოქალაქეობას ვერ მიიღებთ.ასევე, თუ წინაპარს ორი მოქალაქეობა ჰქონდა, კანონი ამასაც ზღუდავს.

ბოლო სიახლეები