ოთხშაბათი, მარტი 12, 2025

ლევან დავითაშვილი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტზე: გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სხვებისთვის კი არ არსებობდეს

 „ცალსახად მინდა გითხრათ, რომ ორმაგ სტანდარტს ვერ ვხედავთ. პირიქით, ცალსახააა ქართული ოცნების პოზიცია და ვფიქრობ, საზოგადოების დიდი ნაწილიც ამ პოზიციას გაიზიარებს, რომ გამჭვირვალობა გვინდა ყველგან და არ შეიძლება ეს პასუხისმგებლობა იყოს რომელიმე კონკრეტული ორგანიზაციისთვის, სხვებისთვის კი არ არსებობდეს,“ – ასე უპასუხა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე შეკითხვას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შესახებ.

პირველმა ვიცე-პრემიერმა ასევე განმარტა საქართველოში თანამდებობის პირების მხრიდან საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გამჭვირვალობის ვალდებულების საკითხი. მან აღნიშნა, რომ ამ მხრივ, ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი სტანდარტია. მისი თქმით, საქართველოში თანამდებობის პირის დეკლარაცია ძალიან დეტალურია და საჯაროდ ხელმისაწვდომია ისეთი პერსონალური ინფორმაციაც, რომელიც ბევრგან არ არის საჯარო.

„იმ შემთხვევაში, თუკი თანამდებობის პირი ამ ვალდებულებას არ ასრულებს, აქაც ძალიან მკაფიოდ არის განსაზღვრული პასუხისმგებლობები და სანქციები – არსებობს ანტიკორუფციული ბიურო, რომელსაც აქვს ვალდებულება, შეისწავლოს და შესაბამისი რეაგირება მოახდინოს. ეს ნიშნავს როგორც დამატებით კვლევებს და პასუხისმგებლობას, ასევე ფინანსურ სანქციებს და სხვ. ასე რომ, კონკრეტული თანამდებობის პირის ვალდებულება მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუმცა არ არის ასე მკაფიო ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციის ფინანსური ვალდებულებები,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

პირველი ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, აშშ – ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) აქვს მაღალი სტანდარტი და თავის კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციებს და პარტნიორებს სთხოვს, რომ დაფინანსების წყაროებზე ინფორმაცია იყოს საჯაროდ ხელმისაწვდომი, მაგრამ, როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, არსებობენ ორგანიზაციები, რომლებიც ფინანსდებიან სხვადასხვა წყაროდან და ამის შესახებ დეტალური ცნობები საქართველოს საზოგადოებას არ აქვს.

„საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ზუსტად იცოდეს ამა თუ იმ ორგანიზაციის მოტივაცია კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ. მაგალითად გეტყვით, რომ ეკონომიკურ სფეროში ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. შეიძლება გარკვეულმა ორგანიზაციებმა ისეთი ამოცანები შეასრულონ, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურ უსაფრთხოებას შეიძლება უქმნიდეს საფრთხეს.   იმ შემთხვევაში, თუ იქნებოდა ვალდებულება ანგარიშგების გამჭვირვალობის შესახებ, საზოგადოებას ეცოდინებოდა თუ რა არის დაფინანსების წყარო და ვფიქრობ, პასუხიც გასაგები გახდებოდა, თუ რა ინტერესი შეიძლება ჰქონდეს ასეთ ორგანიზაციას კონკრეტული საქმიანობის გამო. ასე რომ, აქ არის ცალსახად მარტივი სტანდარტი, რომ ჩვენ უნდა გვქონდეს ინფორმაცია ფინანსების წარმომავლობის შესახებ,“ – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რობერტა მეცოლა – აშშ-სა და უკრაინის შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის...

საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.მისი შეფასებით, ტრამპმა და ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის, ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა.„საუდის არაბეთში შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის მიღწეული შეთანხმება არის მნიშვნელოვანი გარღვევა და ნაბიჯი მდგრადი მშვიდობისკენ, რისთვისაც ჩვენ, ყველანი ვმუშაობდით. პრეზიდენტმა ტრამპმა და პრეზიდენტმა ზელენსკიმ იპოვეს საერთო გზა წინსვლისთვის. ახლა ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროპა გააგრძელებს ყველაფრის გაკეთებას, რაც შეგვიძლია, რათა დასრულდეს ეს ომი ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რეალური, სამართლიანი და მდგრადი მშვიდობა“, – წერს რობერტა მეცოლა.

ემანუელ მაკრონი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეას, საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი, გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული

მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.მაკრონის თქმით, საფრანგეთი რჩება მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული.„მივესალმები ამერიკის შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის დღეს, ჯედაში გამართულ დისკუსიებში მიღწეულ პროგრესს, განსაკუთრებით, ცეცხლის შესაძლო 30-დღიანი შეწყვეტის იდეასთან დაკავშირებით. ბურთი აშკარად რუსეთის მოედანზეა. საფრანგეთი და მისი პარტნიორები რჩებიან მდგრადი და გრძელვადიანი მშვიდობის ერთგული, რაც ითვალისწინებს უკრაინისთვის უსაფრთხოების საიმედო გარანტიებს“, – წერს ემანუელ მაკრონი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

კაია კალასი – მივესალმები აშშ-სა და უკრაინის მოლაპარაკებებს, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად

მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.„მივესალმები აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს ჯედაში, განსაკუთრებით, ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინისთვის აშშ-ის დაზვერვისა და უსაფრთხოებისთვის, ასევე ჰუმანიტარულ სფეროში საჭირო დახმარების განახლებასთან დაკავშირებით. როგორც ყოველთვის, ბურთი რუსეთის მოედანზეა. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კალასი.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ასტრონავტი, რომელმაც კოსმოსში 178 დღე გაატარა, საუბრობს „დიდ ტყუილზე“, რომელიც მან დედამიწის ნახვის შემდეგ გააცნობიერა

NASA-ს ყოფილმა ასტრონავტმა, რონ გარანმა, 178 დღე კოსმოსში  გაატარა და ეს იყო მომენტი, როდესაც ის დედამიწას უყურებდა საერთაშორისო კოსმოსური სადგურიდან.კოსმოსში გატარებულმა დღეებმა ასტრონავტში გამოიწვია „მიმოხილვის ეფექტი“.„მიმოხილვის ეფექტი" ხშირად ხდება მაშინ, როდესაც ასტრონავტები მიდიან კოსმოსში და ქვემოდან იყურებიან. ამ დროს პირველად ხედავენ დედამიწას ამ პერსპექტივიდან. გამოცდილება „ცვლის ასტრონავტების შეხედულებას და აზროვნებას ჩვენს პლანეტაზე და თავად სიცოცხლეზე“,- განმარტავს NASA .Big Think-თან ინტერვიუში ასტრონავტმა განმარტა: „ჩვენ ვცდილობთ გავუმკლავდეთ ისეთ საკითხებს, როგორიცაა გლობალური დათბობა, ტყეების განადგურება, ბიომრავალფეროვნების დაკარგვა, როგორც ცალკეული საკითხები, როდესაც სინამდვილეში ისინი მხოლოდ ძირითადი პრობლემის სიმპტომებია. პრობლემა ისაა, რომ ჩვენ თავს არ ვთვლით როგორც პლანეტატორებად.როდესაც საერთაშორისო კოსმოსური სადგურის ფანჯრიდან გავიხედე, დავინახე პაპარაცები, როგორც ელვისებური შტორმის ციმციმები, დავინახე ავრორას მოცეკვავე ფარდები, რომლებიც ისე ახლოს ჩანდნენ, თითქოს შეგვეძლო ხელით შევხებოდით. დავინახე დაუჯერებელი რამ - ჩვენი პლანეტის ატმოსფეროს სიმკვრივე“.

კირ სტარმერი – სიხარულით მივესალმები ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად შაბათს ლიდერებს შევხვდები

სიხარულით მივესალმები დღეს ჯიდაში მიღწეულ შეთანხმებას, ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და პრეზიდენტ ზელენსკის ამ შესანიშნავ გარღვევას, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.სტარმერის თქმით, შემდგომი ნაბიჯების განსახილველად მსოფლიო ლიდერებთან შეხვედრას გამართავს.„ეს მნიშვნელოვანი მომენტია უკრაინაში მშვიდობისთვის და ახლა ყველამ უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა, რათა რაც შეიძლება სწრაფად მივაღწიოთ მდგრად და საიმედო მშვიდობას. როგორც ამერიკულმა და უკრაინულმა დელეგაციებმა განაცხადეს, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა. რუსეთიც უნდა დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და საომარი მოქმედებების დასრულებას.შაბათს ლიდერებს შევხვდები შემდგომი ნაბიჯების განსახილველად. მზად ვართ, დავეხმაროთ ამ ომის დასრულებაში სამართლიანი და პერმანენტული გზით, რაც უკრაინას საშუალებას მისცემს, ისიამოვნოს თავისუფლებით“, – ნატქვამია სტარმერის განცხადებაში.საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას.

ბოლო სიახლეები