![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/03/vertmfreni-h-145_w_h.jpeg)
შსს-ს ევროპული ტიპის “H 145” ვერტმფრენი გადაეცა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი შეემატა.
ვერტმფრენის გადმოცემა, გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის საწარმოში განხორციელდა, რომელსაც სასაზღვრო პოლიციის უფროსის მოადგილე გიორგი მალანია და სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის დირექტორი, იოსებ არჯევანიშვილი დაესწრნენ.თანამედროვე ევროპული ტიპის „H 145“, ვერტმფრენი, ფრანგული კომპანია „Airbus Helicopters” ერთ-ერთი უახლესი მოდელია.
ახალი ბორტები სრულად დაკომპლექტებულია ხანძართან ბრძოლისა და სამთო-სამაშველო აღჭურვილობით. მათ გააჩნიათ 2 ძრავა, რაც ზრდის ფრენის უსაფრთხოებას. ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება. მსგავს ვერტმფრენებს წარმატებით იყენებენ გერმანიის, შვეიცარიის, საფრანგეთის, კანადისა და სხვა ქვეყნების პოლიციისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურები.სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის დეპარტამენტის მფრინავები და ბორტ-ტექნიკოსები თეორიულ და პრაქტიკულ მომზადებას გერმანიაში, „Airbus Helicopters“-ის სასწავლო აკადემიაში გადიან.
მომზადების კურსი 15 მარტს დასრულდება, რომლის შემდგომაც ქართული ეკიპაჟის მიერ ვერტმფრენის საქართველოში ტრანსპორტირება განხორციელდება.2022 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროში ხელშეკრულება გაფორმდა ფრანგულ კომპანია „Airbus Helicopters“-თან სამი „H145“ ვერტმფრენის შეძენასთან დაკავშირებით. შემდეგი ორი ბორტის გადმოცემა ქართული მხარისთვის 2024 წლის ივნისამდე იგეგმება.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
დღეს ლომისობაა
ლომისობის დღესასწაული დუშეთის რაიონში, ყოველ წელს, აღდგომიდან მე-7 კვირას აღინიშნება. მლოცველებს სწამთ, რომ ლომისის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია გამორჩეული ძალის...
წინასაქორწილო წვეულება – რა ფოტოებს აქვეყნებს გიორგი მამარდაშვილის ულამაზესი საცოლე
გიორგი მამარდაშვილის და მისი რჩეული ელენე ეტიპაშვილი ქორწილისთვის ემზადებიან. ელენე „ინსტაგრამზე“ წინასაქორწილო წვეულების ფოტოებს ავრცელებს.
თბილისში წყალი შეწყდება – ნახეთ, ქუჩების ჩამონათვალი
თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალმომარაგება შეეზღუდება. კრწანისი, ვახტანგ გორგასლის ქუჩის N7 თან წყალმომარაგების ქსელზე დაზიანების გამო 6/25/2024 23:00 დან 6/26/2024 11:00...
რა მდგომარეობაა ალავერდის მონასტერში, რომელსაც ქარიშხალმა გადაუარა – სააგენტოს განცხადება
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ალავერდის სამონასტრო კომპლექსში განვითარებულ სტიქიურ მოვლენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. „ალავერდის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე იმყოფებიან სსიპ საქართველოს...
შალვა ნათელაშვილი: ხვიჩას მოვუწოდებ, პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს, ტრავმის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის
ხვიჩას მოვუწოდებ, პორტუგალიასთან იმ დატვირთვით ითამაშოს, რაც ნამდვილად შეუძლია და ნაკლებად იფიქროს, ტრავმის შემთხვევაში ვინ რამდენ დაზღვევას გადაუხდის, - ამის...
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს: „თსსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, მოჰამედ რაფათ აჰმედ სალლამის უბედური შემთხვევის...