![](https://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/02/kobaxidze_w_h-3.jpeg)
ირაკლი კობახიძე: უკრაინა დღეს მძიმე ვითარებაშია, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას
„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის სახელმწიფოს, რაც არის გამოხატული არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული საქმით, ეს არის 600-ზე მეტი მხარდაჭერილი აქტი, რეზოლუციები და დოკუმენტები, სხვა გადაწყვეტილებები, ეს არის ფართო ჰუმანიტარული დახმარება, როდესაც ასეთ ფონზე კეთდება გაუგებარი განცხადებები, ეს ამყარებს ჩვენს რწმენას, რომ რაღაცები არ ხდება ისე, როგორც უნდა ხდებოდეს.” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
“თუმცა უკრაინა დღეს არის მძიმე ვითარებაში, უკრაინელი ხალხი არის ომის მდგომარეობაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა უკრაინაში, აქედან გამომდინარე, ჩვენ პირველ რიგში, პატივს ვცემთ უკრაინელ ხალხს და შესაბამისად, არ ვაპირებთ არახამიასთან თუ სხვა პოლიტიკოსებთან პოლემიკაში შესვლას. არ მინდა, პოლემიკაში შევიდე, ფაქტია რასთანაც გვქონდა საქმე მთელი ამ ორი წლის განმავლობაში – ჯერ როდესაც ხდებოდა საქართველოდან უკრაინის ელჩის გაწვევა, აბსოლუტურად გაუგებარი იყო ეს გადაწყვეტილება, როდესაც პრაქტიკულად გააძევეს ჩვენი ელჩი უკრაინიდან საბაბი იყო თითქოს მომაკვდავ მდგომარეობაში სააკაშვილის ყოფნა, დღეს ღიმილის მომგვრელიც კი აღარ არის უკვე ეს საბაბი.
შეგახსენებთ, განცხადებებს მეორე ფრონტთან დაკავშირებით პოდოლიაკის, დანილოვის და სხვების განცხადებებს, შეგახსენებთ იმას, რომ ძებნილები, დამნაშავეები, დღეს უკრაინაში კვლავაც იკავებენ მაღალ თანამდებობებს, ეს არ შეესაბამება იმ ისტორიულ მეგობრულ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს უკრაინელ და ქართველ ხალხებს შორის და უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფოებს შორის. ეს არის სრული აცდენა ამ ისტორიულ-მეგობრობის სულისკვეთებიდან, შესაბამისად, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ უკრაინის ხელისუფლებას, მიიღოს ისეთ გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს შეუწყობს ისტორიული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას და ხელს არ შეუწყობს ხალხების, ქვეყნების ხელოვნურად დაშორებას“, – განაცხადა კობახიძემ.
![](http://tiflisnews.ge/wp-content/uploads/2024/04/უუუუ.png)
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა, მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარი ხალხისა და სხვა ხალხების ინტერესებს – ირაკლი კობახიძე
მშვიდობა არის მთავარი, რისთვის უნდა იზრუნოს ყველა სახელმწიფომ, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება საკუთარ ხალხს, საკუთარი ხალხის ინტერესებსა და სხვა ხალხების ინტერესებს,...
მიხეილ ყაველაშვილი: პირადად მე სწორედ ფეხბურთთან დაკავშირებით ჩადენილი დანაშაულის გამო დავიწყე წინა ხელისუფლებასთან ბრძოლა – მივხვდი, რომ იმ ხელისუფლების დროს შეუძლებელი იყო რომელიმე დარგის განვითარება
პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკურმა მდივანმა მიხეილ ყაველაშვილმა პარლამენტში პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენისას ირაკლი კობახიძეს სპორტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა. ყაველაშვილის თქმით, მოქმედი...
მამუკა მდინარაძე – როდესაც მთელი საქართველო ეროვნული ნაკრების უპრეცედენტო წარმატებას ზეიმობდა, „ნაციონალური მოძრაობა“ აინიცირებდა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეიდან საქართველოს ამორიცხვის საკითხს
„2030 წლისთვის საქართველო ევროკავშირის კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო მზად ევროკავშირის წევრობისათვის. თუ ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, ეს თავისთავად,...
სოზარ სუბარი: მშვიდობის შენარჩუნების მთავარი საყრდენია ქვეყნის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის გაძლიერება
„სტრატეგიულ პარტნიორობა კარგია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყველა ქვეყანას თავისი ინტერესი აქვს. ამიტომ, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესი...
პრემიერი: ქართულმა საზოგადოებამ ერთი წამითაც არ უნდა იფიქროს, რომ აშშ-ი და ევროკავშირი მხარს უჭერენ კოლექტიურ “ნაცმოძრაობას”,ადამიანებს, რომლებიც გამოირჩეოდნენ ადამიანების წამებით, ციხეების გადავსებით
სინამდვილეში, განსაკუთრებით ამ 2-3 წლის განმავლობაში ჩვენ ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ დაგვეცვა ამ ქვეყანაში ჩვენი დასავლელი პარტნიორების რეპუტაცია, - ასე...
ირაკლი კობახიძე: კოლექტიური “ნაცმოძრაობა” როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან
კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ როგორც მოქმედებს, არ არის ქართული მოვლენა, არათავსებადია ქართულ კულტურასთან, რაც კიდევ ერთი მტკიცებულებაა, რომ ეს ყველაფერი დაორგანიზებულია გარედან,...