პარასკევი, ოქტომბერი 18, 2024

ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით, ომის აქსელერატორი – ვატო შაქარიშვილი

NATO – უსაფრთხოების გარანტია თუ ომის აქსელერატორი? მართალია, ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტაბუები წარსულს ბარდება მთელ მსოფლიოში, მის სამშობლოში ამერიკაშიც კი, შესაბამისად ისე როგორც არასდროს აქტუალური და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დისკუსიის გახსნა! უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით – ომის აქსელერატორი?, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შაქარიშვილი აღნიშნავს, რომ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა, საწყისი კი, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი იყო, რაც კონფლიქტის ორივე მხარის მიერ არის აღიარებული და უკრაინა ღია კართან დგომაში დაღუპვის პირასაა მისული. „NATO – უსაფრთხოების გარანტია თუ ომის აქსელერატორი? რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან ორი წელი გავიდა. უკრაინის ტერიტორიების 20%-ზე მეტი რუსეთის კონტროლქვეშაა. დანგრეული და განადგურებულია ასობით ქალაქი და ათასობით დასახლებული პუნქტი. დაღუპულების და დაჭრილების რაოდენობა მილიონს აჭარბებს. 10 მილიონზე მეტი უკრაინელი ქვეყნიდან გავიდა. დაახლოებით ამდენივე ქვეყნის შიგნით არის გადაადგილებული, ანუ ისინი მოწყდნენ საკუთარ სახლებს და გადავიდნენ იქ, სადაც შედარებით უსაფრთხო ვითარებაა (დასავლეთ უკრაინაში). ოფიციალური მონაცემებით დღეს, უკრაინის არმიაში ფრონტზე მყოფ ჯარისკაცთა საშუალო ასაკი 45 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ 20, 25, 30 წლის ცოცხალი ძალა უკრაინას ფაქტობრივად აღარ ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ ზელენსკის ხელისუფლება არ ერიდება მობილიზაციისთვის ძალის გამოყენებას, ფაქტობრივად შეუძლებელია ცოცხალი ძალის დეფიციტის შევსება. უკრაინის უმძიმეს მდგომარეობაზე ალაპარაკდა დასავლური მეინსტრიმ მედიაც, რომელიც თითქმის ორი წლის განმავლობაში სიცრუით კვებავდა მთელ მსოფლიოს. ქმნიდა ფსევდო რეალობას, რომელშიც უკრაინა იმარჯვებდა, ხოლო რუსეთის დაშლა/განადგურებამდე წუთებიღა რჩებოდა. თითქმის 6 თვეა დიდი ბზარი გაჩნდა უკრაინის დახმარების ჯგუფში, რომელიც NATO-ს წევრი სახელმწიფოებისგან შედგება და აშშ-ის ერთპიროვნული მმართველობის ქვეშაა. ოქტომბრის შემდეგ, უკრაინის დახმარების საკითხი გაჭედილია თავად აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს პალატებს შორის. საპრეზიდენტო არჩევნების მოახლოებას და ქვეყნის შიგნით არსებულ სხვა მძიმე პრობლემებს თუ გავითვალისწინებთ, არ ჩანს პერსპექტივა, რომ უკრაინის დახმარების საკითხი დადებითად გადაწყდეს.

თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ აშშ-ის მიერ ამ დრომდე გამოყოფილ 170 მილიარდ დოლარს უკრაინისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია, გადაცემული იარაღი და ფული მხოლოდ ომის გახანგრძლივებას ემსახურებოდა. ევროპაში განწყობების ცვლა, იმ მძიმე რეალობას ეფუძნება, რაც კონტინენტის ქვეყნებს დაუდგათ რუსეთ-უკრაინის ომის შემდეგ, როდესაც მათ მიერ რუსეთის დასასუსტებლად დაწესებულმა სანქციებმა თავად ისინი დააზიანა. 2023 წელს, რუსეთის ეკონომიკა 3.6%-ით გაიზარდა, ხოლო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ეკონომიკის მქონე გერმანიის, მხოლოდ 0.3%-ით, მიმდინარე წელს კი, გერმანია რეცესიაში შევიდა.

ეს მხოლოდ მცირე მიმოხილვაა იმ რეალობისა, რომელიც 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე ჩამოყალიბდა. საწყისი კი, NATO-ში უკრაინის გაწევრიანების საკითხი იყო, რაც კონფლიქტის ორივე მხარის მიერ არის აღიარებული. ეს ის იშვიათი შემთხვევაა, როდესაც სტოლტენბერგიც და პუტინიც იდენტურ განცხადებებს აკეთებენ. ეს კასრი დიდი ხნის განმავლობაში ივსებოდა დენთით, რაც გულისხმობდა ხმაურიან დაპირებებს უკრაინის ალიანსში გაწევრიანების შესახებ. “უკრაინის კრიზისზე პასუხისმგებლობის ძირითადი წილი აშშ-სა და მის ევროპელ მოკავშირეებზე მოდის, რადგან პრობლემის სათავე NATO-ს გაფართოებაა” – წერს ამერიკელი პოლიტოლოგი, ჩიკაგოს უნივერსიტეტის პროფესორი, საერთაშორისო ურთიერთობების მკვლევარი, ჯონ მერშეიმერი 2014 წლის ნაშრომში სახელად, “რატომ არის უკრაინის კრიზისი დასავლეთის ბრალი?” დიახ, დაპირებები ნამდვილად იყო ხმაურიანი, მაგრამ უკრაინა ღია კართან დგომაში დაღუპვის პირასაა მისული და დღეს ეუბნებიან, რომ ვერც ვერასოდეს შევა ამ ღია კარში თუ რუსეთს არ დაამარცხებს. ცინიზმი – სხვა რა შეიძლება ვუწოდოთ ამ პასუხს?! გაურკვეველია, ჰიპოთეტურად რუსეთის დამარცხების ანუ უკრაინის მთავარი და ერთადერთი საფრთხის განეიტრალების შემდეგ, რაში დაჭირდება ამ ქვეყანას რომელიმე სამხედრო ბლოკში გაწევრიანება, ცხადია ეს უდიდესი აბსურდია. სამწუხაროდ, ჩვენ, არამარტო უკრაინის მაგალითი გვაქვს წინ, არამედ თავად გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება 2008 წლის ომის სახით. ჩვენთვისაც ხომ არ იშურებდნენ ცინიკურ პასუხებს, ყველას გვახსოვს – “მაპზე უკეთესი…” მართალია, ლიბერალურ დღის წესრიგში მსჯელობა და კითხვის დასმაც ანტიდასავლურ პროპაგანდას და პრორუსულობას უდრის, მაგრამ საბედნიეროდ ეს ტაბუები წარსულს ბარდება მთელ მსოფლიოში, მის სამშობლოში ამერიკაშიც კი, შესაბამისად ისე როგორც არასდროს აქტუალური და აუცილებელია ჩვენს ქვეყანაში დისკუსიის გახსნა! უნდა დაისვას კითხვა არის NATO უსაფრთხოების გარანტორი თუ პირიქით – ომის აქსელერატორი? კითხვაზე პასუხის გაცემისას მხოლოდ ფაქტებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ლიბერალური ცენზურის გარეშე გავაანალიზოთ უკრაინის მოვლენებიც და ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიაც.“ – წერს ვატო შაქარიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რა ხდება ხვალ სამების საკათედრო ტაძარში?!

დღეს, 18 ოქტომბერს დღის 3 საათზე დიდ სამებაში გადაიხდება საჯანმრთელო პარაკლისი" - ინფორმაციას რელიგიური ტიპის ფეისბუქგვერდი ავრცელებს. ინფორმაციას გვიდასტურებს სამების მღვდელმსახური, დეკანოზი იოანე მჭედლიშვილი, პარაკლისს მამა ილია ატარებსო. "მისულ მრევლს საჩუქრად დაურიგდებათ ათონის მთიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატები. გააგებინეთ ყველას," - წერს გვერდი "ტკბილ ხარ შენ უფალო".

„წყალმოვარდნები, მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება“ – გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება!

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მომდევნო დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ აფრთხილებს. „18 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს. (საფრთხის დონე საშუალო)", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თბილისის მერია – სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენელთა ბულინგს, პარკის გახსნა შედგება და თბილისელები ამ მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ

ზღვისუბნის პარკში 20 ოქტომბერს, 20:00 საათზე კონცერტი გაიმართება. ამის შესახებ განცხადებას თბილისის მერია ავრცელებს. „მსგავსი მასშტაბის პარკი, რომელიც 25 ჰექტარს მოიცავს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად გაშენდა და იგი სულ მალე ჩვენი ქალაქის ერთ-ერთ მთავარ ღირსშესანიშნაობად იქცევა. როგორც საზოგადოებისთვის უკვე ცნობილია, 20 ოქტომბერს ზღვისუბნის პარკის გახსნის ღონისძიებაზე ჯგუფ „მგზავრების“ კონცერტი არ შედგება. სამწუხაროა, რომ „მგზავრებმა“ ვერ გაუძლო იმ ბულინგს, რაც ლიბერალური ფაშიზმის წარმომადგენლებმა მათ წინააღმდეგ მოაწყვეს. ამ ფაქტით კიდევ ერთხელ დასტურდება, რამდენად მზად არიან ე.წ. რადიკალები, ყველაფერი გააკეთონ საკუთარი ქალაქის და ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ. რაც შეეხება პარკის გახსნას, რასაკვირველია, ღონისძიება შედგება და თბილისელები თავიანთი ქალაქისთვის მნიშვნელოვან მოვლენას სათანადოდ აღნიშნავენ“, – ნათქვამია თბილისის მერიის განცხადებაში.

ბესო ხარძიანი: ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ...

ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა, დასჯა კარგად გამოსდიოდათ, - განაცხადა ბესო ხარძიანმა „იმედი LIVE“-ში. ბესო ხარძიანმა მამის, ბიზნესმენ ბესო ხარძიანის შესახებ ისაუბრა. „ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ომამდე, 2007 წელს ადეიშვილმა დაიბარა საკუთარ კაბინეტში მამაჩემი. როგორც კრიმინალი, ისე დაიბარეს. მამაჩემი არ იყო პოლიტიკური ფიგურა, ამ ქვეყნის ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე იყო. მოსთხოვეს 5 მილიონი დოლარი, რითაც მიხვდა, ვისთან ჰქონდა საქმე - ერთი ხელით ბიზნესი უნდა გადაერჩინა, მეორე ხელით - ოჯახი და მოუწია კუს ტბის ჩადება. ასე დაიწყო ეს ისტორია. 5 მილიონი დოლარი გადაახდევინეს. აქედან 3 მილიონ 500 ათასი დოლარი ბიუჯეტში გადაარიცხვინეს, მილიონ ხუთასი ათას დოლარად აუქციონზე, სადაც მხოლოდ ის იყო, აყიდვინეს რაღაც გაურკვეველი ავტოფარეხი წნორში. ერთი წელი უსმენდნენ მამაჩემს საკუთარ კაბინეტში და იმ ჩანაწერებში არც თუ ისე კარგად მოიხსენიებდა მაშინ ბესო ხარძიანი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს და ამიტომ დაისაჯა. მათი მიდგომა ხომ ის იყო, რომ თუ ჩვენიანი არ ხარ, მაშინ უნდა დაისაჯო. დასაჯეს კიდეც. დასჯა კარგად გამოსდიოდათ. არ მახსენდება ვინმე, იმედია არავის ეწყინება, რომელსაც ასეთი მძიმე გზა გაევლოს, როგორც მამაჩემს - ციხეშიც მოხვდა, ნარკოტიკებიც ჩაუყარეს, ციხეში აწამეს. 2 წლის შემდეგ დატოვა ციხე, როდესაც პოლიტიკური ცვლილებები მოხდა, დაიწყო სამართლებრივი ბრძოლა და ბოლოს მოკლეს. თუ რაიმე შეიძლებოდა, „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ბოროტი რეჟიმის ყველა საფეხური გაიარა“, - აღნიშნა ხარძიანმა.

სოზარ სუბარი: გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა როდესაც ამბობს, რომ ზელენსკი კორუფციაშია...

გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს , ის სიმართლეა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ ლიდერმა, სოზარ სუბარმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში. „როდესაც ხდება კორუფცია და ჯარისკაცებს ჰპარავენ იარაღს და ჰყიდიან უცხოეთში, ჰპარავენ საჭმელს, ამაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. ეს არის დანაშაული საკუთარი ხალხის წინაშე. თავის დროზე, ქართული ოპოზიციის და ქართველი „ენჯეოების“ მიერ გაღმერთებული უკრაინელი პოლიტიკოსები და ექსპერტები ამხელენ სწორედ ზელენსკის ამაში. მაგალითად გონჩარენკო, რომელიც ყველაზე მეტი ანტიქართული განცხადებით გამოირჩევა, გამოვიდა ამას წინათ და თქვა, რომ მთელი ამ კორუფციის სათავეში დგას ვლადიმერ ზელენსკი. ეს არის კორუფციის და ჭაობის სათავე. გამოვიდნენ ჩვენი „ენჯეოები“ ახლა და ჩვენი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც თავის დროზე აღმერთებდნენ გონჩარენკოს და თქვან, რომ მატყუარაა გონჩარენკო და რუსეთის აგენტია, ან დაადასტურონ, რომ რასაც ამბობს, ის სიმართლეა“, - აღნიშნა სუბარმა.

ბოლო სიახლეები