თბილისში, 14 წლის გოგო ოჯახის შექმნის მიზნით 21 წლის ბიჭმა გაიტაცა.
სკოლის წარმომადგენელი ამბობს, რომ თავდაპირველად მოზარდის მამამ არასრულწლოვნის დაქორწინების შესახებ ინფორმაცია დამალა.
„სკოლაში რომ დადიოდა დავურეკეთ მამას, მოვიკითხეთ. პირველ ჯერზე არ გვითხრა სიმართლე, მერე კიდევ მოვიკითხეთ, მოვიდა სკოლაში და დაწერა განცხადება, რომ ჩემი შვილი გათხოვდაო. დავრეკეთ 112-ში. 14 წლის არის ბავშვი“, – აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა სატელევიზიო ეთერში.
ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.