კვირა, ნოემბერი 9, 2025

იენს სტოლტენბერგი – უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ალიანსი განაგრძობს მის გვერდით დგომას

კიდევ უფრო მეტი მხარდაჭერა გზაშია, უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი, ვიდრე ეს მოხდება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი განაგრძობს უკრაინის გვერდით დგომას, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი უკრაინაში ომის დაწყებიდან ორი წლისთავთან დაკავშირებით, ვიდეომიმართვაში აცხადებს.

სტოლტენბერგის თქმით, ბრძოლის ველზე ვითარება მძიმეა, თუმცა ნატო-ს მოკავშირეების მიერ გაწეული სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერით, უკრაინამ შეძლო, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიები ნახევარი დაებრუნებინა.

ნატო-ს გენერალური მდივნის თქმით, ბოლო პერიოდში გამოცხადებული მილიარდობით დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტები მოიცავს როგორც საბრძოლო მასალებით უზრუნველყოფას, ასევე საჰაერო თავდაცვასა და საბრძოლო კატარღებს. ასევე, აღჭურვილობასა და სათადარიგო ნაწილებს, დრონებს „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლებისთვის.

„ბრძოლის ველზე ვითარება უკიდურესად მძიმეა. პრეზიდენტ პუტინის მიზანი უკრაინაზე დომინირება არ შეცვლილა და არ არსებობს მინიშნებები, რომ ის ემზადება მშვიდობისთვის. უკრაინამ გამოავლინა შესანიშნავი უნარები და ძლიერი სიმტკიცე. ის არ ჩამოინგრა რამდენიმე კვირაში, როგორც ამას მრავალი შიშობდა. თქვენ დაიბრუნეთ რუსეთის მიერ მიტაცებული ტერიტორიების ნახევარი. უკან დაახევინეთ რუსეთს შავი ზღვის მნიშვნელოვანი ნაწილებიდან და მიაყენეთ მძიმე დანაკარგები რუსულ ძალებს. უპირველეს ყოფილსა კი, უკრაინა ინარჩუნებს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას“, – აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი და მომღერალი ანანო სამხარაძე დაქორწინდნენ

ძიუდოისტი გიორგი სარდალაშვილი და მომღერალი ანანო სამხარაძე დაქორწინდნენ.წყვილი სოციალურ ქსელში კადრებს გვიზიარებს.გიორგიმ თეთრი ჩოხა, მარიამმა კი ულამაზესი საქორწინო კაბა მოირგო და შეუდარებლად გამოიყურებიან.

ალექსანდრე რაქვიაშვილი – „ქართული ოცნების“ პოზიცია, რომ ევროკავშირმა გაწევრიანების პროცესი ივნისში შეაჩერა, გათვლილია იმ ხალხზე, ვინც წერილს არ წაიკითხავს ან ინგლისური არ იცის

ევროკავშირის ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოსწორებულიყო, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერება „ქართული ოცნების“ პოლიტიკის შედეგია.„„ქართული ოცნების“ ეს პოზიცია გათვლილია იმ ხალხზე, ვინც ან ინგლისური არ იცის, ან არც წაუკითხავს წერილი. წერილში წერია, რომ ივნისში გაკეთებული განცხადება იყო მოწოდება, „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯები გადაედგა, რათა მდგომარეობა გამოესწორებინა. შედეგი იმისა, რომ ეს ნაბიჯები არ გადაიდგა, სიტუაცია არ გაუმჯობესდა, არის დე ფაქტო შეჩერება, დღევანდელი მდგომარეობა, როცა ყველანაირი ურთიერთობა შეჩერებულია, მათ შორის, ევროკავშირის მხრიდან, რადგან წერილში საუბარი იყო კონკრეტული პროგრამების შეჩერებაზე. ეს არის შედეგი იმისა, რომ ივნისში გაკეთებულ მოწოდებას „ქართულმა ოცნებამ“ არ დაუჯერა და მის საწინააღმდეგოდ მოიქცა. ახლა „ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირმა ჩვენი გაწევრიანების პროცესი ივნისში თვითონ შეაჩერაო. ეს მხოლოდ იმ ხალხზეა გათვლილი, ვინც ამ წერილს არ წაიკითხავს ან ინგლისური არ იცის, რომ ამბავი გაიგოს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

ირაკლი კობახიძე – კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად

ჩვენ არ შეგვიძლია, დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ CCTV-სთან, გადაცემა Leaders Talk-ში განაცხადა.მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ 2022 წელს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი შეიტანა, რომელიც   უარყოფილ იქნა.„კანდიდატის სტატუსის საბოლოოდ მიღებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა. ჩვენ ამისთვის ბრძოლამ მოგვიწია. ასევე, ეს კანდიდატის სტატუსი შანტაჟისთვის გამოიყენეს. მოგვიანებით მათ ჩვენი შანტაჟი ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის საკითხით დაიწყეს, რაც არ არის კარგი, რადგან საბოლოოდ ამან არეულობები შექმნა საქართველოშიც. რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ ჩვენ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესებისა და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად. ეს არის ჩვენი ზოგადი მიდგომა“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

დონალდ ტრამპი – რუსეთთან მთავარი უთანხმოება არის ის, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება

რუსეთთან მთავარი უთანხმოებაა, რომ მათ არ სურთ ომის შეჩერება, – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან შეხვედრის დროს უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრისას განაცხადა.„მათ, ორივეს ეს ომი ძვირი უჯდებათ. ისინი ერთ კვირაში შვიდი ათას ჯარისკაცს კარგავენ. რუსები უფრო მეტ ჯარისკაცს კარგავენ. მე რომ პრეზიდენტი ვყოფილიყავი, ეს ომი არ მოხდებოდა“, – აღნიშნა ტრამპმა.თავს მხრივ, ორბანმა აღნიშნა, რომ სურს, დაეხმაროს ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას.„2022 წელს აშშ-ის მთავრობის ზეწოლის გარეშე ევროპელები ხისტ პოზიციას არ დაიკავებდნენ, რაც მათ გააკეთეს. ევროპის დიდმა ქვეყნებმა უარი თქვეს მეტად ჩართული ყოფილიყვნენ, ისინი გზავნიდნენ ჰუმანიტარულ საკითხებს. ზეწოლა მოდიოდა აშშ-სგან, რომ ევროპაში ომის მომხრე პოზიცია მეტად ყოფილიყო. ეს ამ ისტორიის ფაქტია. ჩვენ უნდა აღვადგინოთ, რაც დაინგრა. აქ ვარ, იმიტომ, რომ მაქსიმალურად დავეხმარო პრეზიდენტ ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევას. უდიდესი შეცდომა იქნა დაშვებული რამდენიმე წლის წინ“, – განაცხადა ორბანმა.

სალომე ზურაბიშვილი- ბევრი მინისტრი იძულებულია გაჩუმდეს. ვხედავთ რამდენი მათგანია კორუფციის მხილების ქვეშ. თვით ღარიბაშვილი, როცა მას ჰქონდა მოლაპარაკებები ევროკავშირთან ცდილობდა დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ...

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დიანა ტრაპაიძესთან და ვახო სანაიასთან ერთობლივი ინტერვიუს დროს ევროინტეგრაციაზე საუბრისას კორუფციის თემებიც ახსენა და აღნიშნა, რომ ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მაგალითად, მინისტრები იძულებული არიან გაჩუმდნენ, რადგან ისინი „კორუფციის მხილების ქვეშ არიან და ელოდებიან ხვალ რა და როგორ მოხდება“.როგორც ზურაბიშვილმა განაცხადა, ირაკლი ღარიბაშვილიც კი ცდილობდა დაერწმუნებინა ევროპელი პარტნიორები, რომ საქართველო არ სცილდებოდა ევროპულ გზას.„ის 80 პროცენტი, რომელიც მუდმივად ევროკავშირის მომხრედ აისახებოდა სხვადასხვა კვლევებში, არსად წასულა. როგორც პროტესტი არსად წასულა, ეს ხალხიც არსად წასულა. თუნდაც, ის ადამიანები, რომლებსაც პირველ პლანზე ვხედავთ, მინისტრებიც და სხვებიც, შიგნით რამდენს უნდა რუსეთი? რამდენი არის ვალდებული, რომ გაჩუმდეს, რაღაცები მიიღოს და რამდენს უნდა საქართველოს ორიენტაციის ეს ცვლილება და რამდენს არ უნდა, რომ საქართველო იყოს ცივილიზებული, ნორმალური, დემოკრატიული ევროპული ქვეყანა, მე ვიტყოდი, რომ ასეთი ძალიან ცოტაა, რომელიც თავისი ნებით ამ გზას აირჩევდა, მაგრამ სხვადასხვა მოცემულობა არის ისეთი, რომ არიან ძალიან დიდი პრესის ქვეშ და ვხედავთ რამდენი მინისტრი არის დღეს კორუფციის მხილებების ქვეშ და ელოდება ხვალ რა და როგორ მოხდება. თვით ღარიბაშვილი, როცა ჰქონდა მას მოლაპარაკებები ევროკავშირთან, სანამ თვითონ დადიოდა, ძალიანაც ცდილობდა, რომ დაერწმუნებინა ისინი, რომ ჩვენ არ ვცილდებოდით იმ გზას, თუნდაც ამ რეფორმებს არ ვასრულებდით, რაც დაკისრებული გვქონდა“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ბოლო სიახლეები