ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

“მე ტყუილად ამგვარ სიზმრებს არ ვნახულობ. დავურეკე მაიას და ვუამბე; გაგიჟდა! ტირილი აუვარდა. მათი ქორწინების დღე ყოფილა…” – როგორ ნახა ნატო გელაშვილმა გიო სიზმრად

გიო ხუციშვილი 62 წლის გახდებოდა. აჭრელდა სოციალური ქსელი მასთან ერთად გადაღებული ფოტოებით. განსაკუთრებული ენერგეტიკის გიოს დავიწყება შეუძლებელია. ყველას თავისი გიო ჰყავს, თავისი უყვარს და ულოცავს იმიერში…

“როგორ მიყვარხარ, როგორ მენატრები, როგორ მჭირდები, გიო” – წერს მაია ჯორჯაძე ფეისბუქზე.

“გიოს დაბადების დღეს გაუმარჯოს” – წერს ზუკა.

მამის ხასიათის შტრიხები, მანერები, ნაკვთები სამივე შვილშია გაბნეული.

ნოდარიკო ხუციშვილი: ვინც დედას იცნობს, ამბობს, რომ მას ვგავარ. ხალხმა გიო იცის და მას მამსგავსებენ. ხასიათით, ჟესტებით, ქმედებით ვგავარ. ყველაზე მეტად მაინც – აქტიურობით. არც მე შემიძლია ერთ ადგილას გაჩერება. ემოციურობით ვგავარ. ბავშვივით უხაროდა რაღაცები. მეც როცა იმას ვაკეთებ, რაც მიყვარს, ემოციურ ტალღაზე ვდგები…

ელენე ხუციშვილი: – მე და გიოს დიდი მეგობრობა გვქონდა. ეს იყო ჯადოსნური ურთიერთობა.

მითხრა, დაიმახსოვრე, რომ ჩემი ყველაზე დიდი ბედნიერება შენ ხარ და მეც ბედნიერი ვარ, რომ ჩემი შვილი ხარო. მხოლოდ ეს მითხრა და ლაპარაკი ვეღარ შეძლო. ეს იყო მისი ბოლო სიტყვები, რაც მე მითხრა.

ნატო გელაშვილი: – გიოსთან ერთად სიმღერა და ღადაობა მენატრება, სულ ვმაიმუნობდით. დამირეკავდა და ვმაიმუნობდით.

მისი სიმღერების გაცოცხლებით, გიო სულ ცოცხალია. ამიტომ ბოლომდე ვერ ვგრძნობთ, რომ გარდაცვლილია.

ერთხელ დამესიზმრა, თავის სტილში, ავანგარდულ მდგომარეობაში. სადღაც მიდიოდა. თვალში მომხვდა თითზე ბეჭედი. გიო, რა ბეჭედი გიკეთია-მეთქი, ვკითხე. ეს ჩვეულებრივი ბეჭედი არ გეგონოს, ამის მოხსნა არ შეიძლებაო. გავიღვიძე, ვიფიქრე, რამე ისეთი დღე ხომ არ მოდის-მეთქი. მე ტყუილად ამგვარ სიზმრებს არ ვნახულობ. და დავურეკე მაიას, რა ბეჭედი ჰქონდა გიოს, ისე მითხრა-მეთქი. მაია გაგიჟდა! ტირილი აუვარდა. ეს იყო მათი ქორწინების დღე…

როდესაც გიო ავად იყო და გახდა, თითიდან მოძვრომია ქორწინების ბეჭედი და დაუკარგავს. მაიკო მომიყვა, წავიდა და ორი ბეჭედი შეუკვეთა, მეც მომიტანა და არასდროს მოიხსნაო, დამიბარაო…

დაბადების დღეს გილოცავ, ხუცო, იქ, ცათა სასუფეველში… ისევ ძალიან ახლოს ხარ აქ ჩემს გულში.

ბევრი ულამაზესი მოგონება დამიტოვე, მეგობარო. მადლობა, რომ იყავი, ხარ, და იქნები.

გიო სიზმრად მიდის მის მაიკოსთანაც…

მაია ჯორჯაძე: გიოს გარდაცვალებიდან რამდენიმე თვეში, მე და გიოს დას, ერთ ღამეს დაგვესიზმრა – აქ ვარ, თქვენთან და რა ამბავი ატეხეთო. უცხოები მწერენ, მეუბნებიან, რომ ესიზმრებათ. ყველა ნაბიჯზე ვგრძნობ, რომ აქ არის. იცით, კიდევ როგორი დამთხვევებია – ვიღაც დამირეკავს და მეტყვის, დამესიზმრა და მაგალითად, ქათამი და ბაჟე ითხოვაო ან ნამცხვარი ითხოვაო და მართლაც იმ დღეს, ის საჭმელი მაქვს სახლში. ვხვდები, რომ მართლა ჩვენთან ერთადაა.

ზუკა: ვცდილობთ, 23 თებერვალი იყოს ძველებურად პოზიტიური და აქტიური, როგორიც მისი აქ ყოფნის დროს იყო.

ამ დღეს ვშლით გიოსთვის საყვარელ სუფრას და ვმასპინძლობთ მის სამეგობროს.

სურდა, რომ მის გარეშე დაღვრემილი არ ვყოფილიყავით. არ გვაქვს უფლება იმედი გავუცრუოთ. პირიქით, მეტი სიყვარულით ვართ მის მეგობრებთან ერთად. ვცდილობ, ცრემლი და მწუხარება არ დავანახო იქ, საიდანაც გვიყუებს. მას სილაღე და სიმღერა უყვარდა, ცხოვრება და ქვეყანა უყვარდა… სიმღერა რომ არ გინდოდეს, მისი ხსოვნა მაინც აგვამღერებს. მესიზმრება… მიჭირს უმისობა, დიდი სიცარიელე დატოვა. მაგრამ ყოველთვის ვცდილობ გავიხსენო ლაღი და სიცოცხლით სავსე, როგორიც იყო და როგორიც ყველას დაამახსოვრდა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

„შენს ნაჩუქარ ანგელოზებში ჩაგამატე ლაშიკო…“ – სალომე ბაკურაძე ემოციურ პოსტს და ფოტოს აქვეყნებს

ბიზნესმენი და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე დღეს დაკრძალეს. სალომე ბაკურაძე სოციალურ ქსელში მეუღლის ფოტოს აქვეყნებს. პოსტს უამრავი ადამიანი ეხმიანება და არ წყდება სამძიმრის ტექსტები მომღერლისთვის ნაცნობი თუ უცნობი ადამიანებისგან.რესტორან „ქვევ­რის“ მეპატრონე და მუსიკალური პროდიუსერი ლაშა ბასლანძე 27 ოქტომბერს გარდაიცვალა. 

დევიდ ბექჰემი რაინდი გახდა

დიდი ბრიტანეთის მეფემ, ჩარლზ მესამემ ფეხბურთელი დევიდ ბექჰემი რაინდად აკურთხა. საზეიმო ცერემონიაზე ბერკშირში გაიმართა. 50 წლის ყოფილმა სპორტსმენმა განაცხადა, რომ ძალიან ამაყობს ამ მიღწევით.„ხალხმა იცის, რამდენად პატრიოტი ვარ - მიყვარს ჩემი ქვეყანა. ყოველთვის ვამბობდი, რამდენად მნიშვნელოვანია მონარქია ჩემი ოჯახისთვის. ბედნიერი ვარ იმით, რომ მსოფლიოს გარშემო ვმოგზაურობ და ხალხი ჩვენს მონარქიაზე მესაუბრება. ეს სიამაყით მავსებს“, - განაცხადა ბექჰემმა.პირველად ბექჰემი რაინდობაზე 2011 წელს წარადგინეს, როდესაც ის ლონდონს ოლიმპიადის მასპინძლის სტატუსის მოპოვებაში დაეხმარა, თუმცა ტიტული არ მიიღო, რადგან გადასახადების გადახდისგან თავის არიდებაში დასდეს ბრალი. 4 წლის წინ ის გაამართლეს.დევიდ ბექჰემი 6 წლის განმავლობაში იყო ინგლისის ნაკრების კაპიტანი, ეროვნულ ნაკრებში 100-ზე მეტი მატჩი ჩაატარა. ახლა სპორტსმენი სამეფო ფონდის ოფიციალური ელჩია და ქველმოქმედებით საქმიანობას ეწევა.

მარტა კოსი – საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი, ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი

ევრკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა, – ამის შესახებ გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებს გაფართოების პროცესში ჩართული ქვეყნების მიერ მიღწეული პროგრესის შეფასების შესახებ ანგარიშები წარუდგინა.მისი თქმით, საქართველოში სიტუაცია მკვეთრად დამძიმდა.„კანდიდატ ქვეყნებში დემოკრატიის უკუსვლა ამ დონემდე არასდროს მომხდარა. ჩვენ ვიხილეთ კანონის უზენაესობის სწრაფი ეროზია და ფუნდამენტური უფლებების სერიოზული შეზღუდვები. საქართველოს ხელისუფლებამ სასწრაფოდ უნდა შეცვალოს კურსი და უპასუხოს მოქალაქეთა ევროპული მომავლის მოთხოვნას. ევროპული საბჭოს ბოლო წლების დასკვნების თანახმად, საქართველოს მთავრობის ქმედებებმა დე ფაქტო შეაჩერა გაწევრიანების წინმსწრები პროცესი და მას შემდეგ ქვეყნის მიერ დემოკრატიული საფუძვლების დარღვევის ფონზე, კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ამჟამად მხოლოდ სახელით არის კანდიდატი ქვეყანა“, – განაცხადა მარტა კოსმა.ევროკომისიამ ევროკავშირის გაფართოების შესახებ ანგარიში დღეს გამოაქვეყნა, სადაც სხვა კანდიდატ ქვეყნებთან ერთად, საქართველოზეც არის საუბარი.

ბოლო სიახლეები