კვირა, მარტი 29, 2026

დაჩი ცაგურია ოპოზიციაზე- რა დავაშავეთ უფალო, რომ ესინი ჩვენთან ერთად გააჩინე ამ ქვეყანაში, ეს უტიფრები, ეს უჯიშოები ესინი… სიკვდილზე დაგეშილბი!

სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ? გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი, – ამის შესახებ აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დაჩი ცაგურიამ რესპუბლიკის მოედანზე მიმდინარე აქციაზე განაცხადა.

მისი თქმით, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა და გიული ალასანიამ საქართველო გაძარცვეს 2008 წლის ომის დროს.

„ტიპობა გახდა ახლა სისულელეების ბოდიალი და ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლა. მაშინ, როცა ხმის ამოღება იყო საშიში, სახიფათო, ადამიანებს სცემდნენ, იჭერდნენ, კლავდნენ, სახურავებზე აწყობდნენ და გვეუბნებოდნენ დენმა დაარტყაო. ნიკა კვინტრაძე რომ მოგვიკლეს აქ, დადეს მისი ცხედარი და გვეუბნებოდნენ დენმა დაარტყაო, ეს არ დაგვვიწყებია. ეს ადამიანები დღეს გამოხატვის უფლებებზე და წყლის ჭავლებზე გველაპარაკებიან. ხმას როგორ იღებთ, ნაძირლებო. ნამუსი აღარ არის, შეიძლება ყველაფერზე ისეთი ადამიანები ლაპარაკობდნენ, ვინც არ უნდა ილაპარაკოს? რომელ სამართალზე მელაპარაკებით, სად იყო სამართალი, სასამართლო თქვენს დროს. რომელი სასამართლო არ მოგწონთ. დღეს ხომ არიან ჩემი მოსამართლეები, მე ვინც გამასამართლა, მე ხომ ამით ძალიან გაბრაზებული ვარ, მაგრამ დღევანდელი სასამართლო ათასჯერ უკეთესია იმაზე, რაც თქვენს დროს იყო. თქვენ როგორ ლაპარაკობთ მაგაზე, ჩვენ ვილაპარაკებთ. არ გვჭირდება სხვა ქვეყნების დარიგება. ია მეტრეველი იყო აქ გამოსული, ირინა ენუქიძე მახსოვს, შვილმკვდარი მშობლები არიან აქ. ერთს არ მოსვლია თავში აზრად მიშას დროს შვილები რომ დაუხოცეს, ჩვენს ქვეყანას სანქციები დაადეთო. ესენი ვინ არიან, რატომ გძულთ ეს ქვეყანა. ია მეტრეველს ერთადერთი შვილი მოუკალით, თავში აზრად არ მოსვლიათ, სანქციები დაადეთო. მაწამებდით ციხეში, არ მითქვამს არასდროს, სანქციები დაადეთო. რა გინდათ, რატომ გძულთ ეს ქვეყანა, საიდან მოეთრიეთ, კი არ მიკვირს ამათგან. გამიკვირდებოდა ღირსეული საქციელი. 2008 წლის ომის დროს მთელი მაშინდელი ოპოზიცია, ნაცემი, ნაწამები, შეურაცხყოფილი, გადავლილი გამოვედით და ვთქვით, რომ ყველა ერთად უნდა დავდგეთ. ომში წავედი. მეტი რა უნდა გამეკეთებინა, ნაძირლებო. ახლა ერთად არ უნდა ვიდგეთ? სად დაიბადეთ, რომელმა დედამ გაგზარდათ?

გიულის გაზრდილი უკეთესი რა იქნება, ქალმა ომში გაგვძარცვა, ეგ მაროდიორი. გიული, შენ ხარ მაროდიორი. ომის დროს საქართველოში ერთი ნივთი არავის მოუპარავს, ერთი ბოთლი წყალი არავის მოუპარავს, მთელი ქვეყანა ფეხზე იდგა. იმ ხალხს, რომელიც თქვენ ფეხებზე გეკიდათ და შეაკალით რუსებს, აქ რომ იყვნენ მიყრილები ქუჩაში, საკვებს უყოფდა მთელი საქართველო. ამ დროს თავდაცვის მინისტრმა, დავით კეზერაშვილმა გაგვძარცვა, რუსეთთან ომში გახდა მილიარდერი. ორი მაროდიორი გვყავდა დეკლარირებული. ეს არის მაგარი ქვეყანა, აქ ცხოვრობს მაგარი ხალხი. მაროდიორები გყავდათ ხელისუფლებაში. დგანან ახლა და პრორუსები არიან ეგენიო, ამბობენ ჩვენზე, რომ მცემდნენ, კრემლის აგენტოო მეძახდნენ, დღემდე ეგრეა. რომელ რუსეთზე გველაპარაკებით, ყველაფერი მიეცით რუსეთს, თუ რამე შეიძლებოდა. მთელი ეკონომიკა, ენერგეტიკა ჩააბარეთ, ესეც არ იკმარეთ და ჩახდილი უკანალები მიუშვირეთ. ღირსება გინდოდათ აგეყარათ ქვეყნისთვის, ვერ აყრით, ეს ხალხია ამ ქვეყნის ღირსება. ჩვენ ქვეყანას დავიცავთ ღირსეულად რუსების და ყველას წინააღმდეგ.

უკრაინაში გაქანებული ომია, მთავრობის არცერთ წარმომადგენელს ერთი ნაკაწრი არ აქვს. მეტიც, წავლენ ლონდონში, აბა, თქვენი ჭირიმე, მიდის ტაშის კვრა. ჩაიყვანენ ვაშინგტონში და ესენიც გახარებულები ხრიან თავს. ასე იყვნენ ესენიც, რატომ ეძახდნენ დემოკრატიის შუქურას, ამ ადამიანების სიცოცხლის ხარჯზე, მიშა, შენ რომ შეახოცე, მაგაში მიიღე დემოკრატიის შუქურის სახელი. აბა, რომელი დემოკრატი ეგ იყო. ჩრდილოეთ კორეასავით გვაცხოვრებდა. არანაირი სასამართლო, სამართალი, ტელეფონებს ვშლიდით, ცოლი ქმარს ვერ ელაპარაკებოდა შიშით. რომელი მედიის დემოკრატია არ მოსწონთ, პირდაპირ ეთერში იგინებიან, ან რა ზრდილობაა ეგ? მეტი რაღა გავაკეთოთ, რა არ მოგწონთ, თქვით.რა დავაშავეთ უფალო, რომ ესინი ჩვენთან ერთად გააჩინე ამ ქვეყანაში, ეს უტიფრები, ეს უჯიშოები ესინი!  მახსოვს, რაზეც ესენი ვენებს იჭერდნენ, იყო „რუსთავი 2“-ის საქმე, რომელიც თავზე დაახია ევროპულმა სასამართლომ. იმ მოსამართლეს ვინმემ ბოდიში მოუხადა? იასთვის არ მოუხდიათ ბოდიში, ენუქიძეებისთვის, შალვას ქვრივისთვის“, – განაცხადა ცაგურიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ვოლოდიმირ ზელენსკი – ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, მითხარით, უსაფრთხოების რა გარანტიები გვჭირდება ბირთვული ძალის დასაბალანსებლად?

ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.ზელენსკის თქმით, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროებების საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია.„ყველა იმეორებს, რომ უკრაინა ამ ომს ვერ მოიგებს, რადგან რუსეთი ბირთვული ძალაა. მაშინ მითხარით, რა უსაფრთხოების გარანტიები სჭირდება უკრაინას ბირთვული ძალის დასაბალანსებლად? რომელი? არის ეს ნატო? არის ეს ბირთვული არმია? თუ ასეა, მაშინ ამაზე ასე უნდა ვისაუბროთ – ჩვენ გაძლევთ ნატო-ს და ბირთვულ იარაღს, მაგრამ ეს საკითხი ჯერჯერობით არავის დაუყენებია“, – განაცხადა ზელენსკიმ Le Monde-სთან ინტერვიუში.მისივე თქმით, ყველაზე შეურაცხმყოფელი არის ის, რომ რუსეთს ზეწოლით არავინ ესაუბრება.„იცით, რა არის შეურაცხმყოფელი ამ ყველაფერში? არავინ ესაუბრება რუსეთს ასე: „ცოტა უკან უნდა დაიხიო, კომპრომისზე წახვიდე, დანებდე. დაასრულე ეს ომი, რადგან ეს სიცოცხლეებს წირავს“. ასე არავინ საუბრობს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, თუ აშშ-ს ომის სწრაფი დასრულება ნამდვილად სურს, ეს არა უკრაინაზე ზეწოლით, არამედ რუსეთზე ზეწოლით მიიღწევა.

ვინ არის ქალი, რომელიც პატრიარქს მუხლებზე დაჩოქილი დაემშვიდობა

სოციალურ ქსელში პატრიარქთან გამომშვიდობების ამსახველი ბევრი ემოციური ფოტო გავრცელდა. მათ შორის იყო მოხუცი ქალბატონის ფოტო, რომელიც მუხლებზე დაჩოქილი ემშვიდობება ილია მეორეს.ფოტოზე გამოსახული ქალბატონი სულიკო ღვინჯილია, ის 86 წლისა და როგორც „ამბები გე-ს“ უყვება, პატრიარქ ილია მეორე-ს პირადად იცნობდა და ხშირად ესწრებოდა წირვებს. ქალბატონი ეკლესიის მრევლია ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან და შვილებსაც ამ სარწმუნოებით ზრდიდა.მის ცხოვრებაში დიდი ტრაგედია მოხდა — კოვიდის შედეგად ერთდროულად დაკარგა მეუღლე და 43 წლის ვაჟი.როგორც სულიკო ღვინჯილია ამბობს, ტაძარში შესვლა ვერ შეძლო, ამიტომ გარეთ, სამხედროებთან იდგა და როცა პატრიარქის ცხედარი გამოასვენეს, დაჩოქილი დაემშვიდობა.

პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი – ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავ კიდევ 20 გემს დაუშვებს, ეს მისასალმებელია და დაფასებას იმსახურებს

ირანის მთავრობა ჰორმუზის სრუტეში პაკისტანის დროშის ქვეშ მცურავი კიდევ 20 გემის გავლას დაუშვებს, – ამის შესახებ პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იშაქ დარიმ სოციალურ ქსელში დაწერა.მისი თქმით, შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს ყოველდღიურად ორი გემი გადაკვეთს.„ეს ირანის მხრიდან მისასალმებელი, კონსტრუქციული ჟესტია და დაფასებას იმსახურებს. ეს მშვიდობის მაუწყებელია, რეგიონში სტაბილურობის დამყარებას შეუწყობს ხელს და მშვიდობისკენ გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს წარმოადგენს. ამ მიმართულებით ჩვენ ერთობლივ ძალისხმევას გააძლიერებს. დიალოგი, დიპლომატია და მსგავსი ნდობის გამაძლიერებელი ზომები არის ერთადერთი გზა წინსვლისთვის“, – წერს პაკისტანის საგარეო საქმეთა მინისტრი. 

შალვა პაპუაშვილი – ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა

ბოლო 22 წელია, ვაკვირდებით ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს ცხადი მიზანი – იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.პაპუაშვილის თქმით, ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია და მიზნად ისახავს საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლებას, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.„გუშინ სოციალურ ქსელში გამოვაქვეყნე პატრიარქის 2004 წლის ინტერვიუ, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ ახალი მოსული იყო ხელისუფლებაში და პატრიარქი უკვე გვაფრთხილებდა, რასთან გვქონდა საქმე. საუბრობს მძიმე წელზე, როდესაც იყო ანტიეკლესიური კამპანია და რომელიც, პატრიარქის აზრით, გარედან იყო ორგანიზებული. ასე რომ, ამას ვაკვირდებით ბოლო 22 წელია – ორგანიზებულ კამპანიას ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ, რომელსაც აქვს თავისი ცხადი მიზანი. მიზანია იმ ორგანიზაციის დისკრედიტაცია, რომელსაც ყველაზე დიდი ავტორიტეტი აქვს საქართველოში; იმ ეკლესიის დისკრედიტაცია, რომელიც წარმოადგენს ქართული საზოგადოებისთვის სულიერ საყრდენს, რათა შემდგომ საკუთარი იდეოლოგიით ჩაანაცვლონ. ეს სინამდვილეში ლამის რელიგიური ომია, რომლის მიზანია საქართველოში იმ სულიერი საყრდენის ჩანაცვლება, რომელმაც საუკუნეები გამოგვატარა.რასაც ვაკვირდებით, არის ის, რომ ბრიუსელის ბიუროკრატია და ზოგიერთი ევროპელი ლიდერი ცდილობენ, ევროკავშირი ერთგვარ ფსევდორელიგიად აქციონ. მათში უკვე ვხედავთ ბევრ ფსევდორელიგიურ ნიშან-თვისებას, როდესაც საუბრობენ ფასეულობებსა და ღირებულებებზე, ოღონდ, როგორც წესი, შინაარსს არ აკონკრეტებენ. ასევე ვხედავთ მათ ადგილობრივ ადეპტებს საქართველოში, რომლებსაც აქვთ ყოველდღიური რიტუალები, ქცევის წესები და შეძახილები. ისინი აბსოლუტურად ფუნდამენტალისტებივით იქცევიან, როდესაც საქმე ეხება ბრიუსელსა და ევროკავშირს, კრიტიკის დაშვებაც არ სურთ. ესენი არიან ჩვეულებრივი ფუნდამენტალისტი ადამიანები, რომლებსაც ევროკავშირი ფსევდორელიგიად აქვთ აყვანილი. შესაბამისად, ჩვენ სწორედ ამას ვხედავთ. ამაზე საუბრობდა პატრიარქი ჯერ კიდევ 2004 წელს, იმ მეთოდებზე, რომლებიც მაშინ დაიწყეს და რასაც ჩვენ იმ პერიოდში ისე ვერ ვამჩნევდით. პატრიარქი საუბრობდა კლიშეების მიკერების მცდელობაზე, ჯერ „ანტიდასავლურის“, შემდეგ „პრორუსულის“. სწორედ ამ კლიშეებით მიმდინარეობდა მუშაობა დისკრედიტაციის მიზნით.ვნახეთ, რომ ეკლესიის დისკრედიტაციაში ჩართული ადამიანები პირდაპირ საზღვარგარეთიდან ფინანსდებოდნენ. შეგახსენებთ, საფრანგეთის დაფინანსება ყველაზე ბოლოს მიიღო „სოვლაბმა“, იმ ხალხმა, რომელიც ეკლესიის დისკრედიტაციით იყო დაკავებული. გახსოვთ გიორგი კანდელაკის საკითხი სამებაში ხატთან დაკავშირებით. ამ ყველაფრის შემდეგ დაფინანსება საფრანგეთიდან მიიღეს. ევროკავშირის და სხვა უცხოური წყაროებიდან დაფინანსება ჰქონდა ე.წ. ტოლერანტობის ცენტრს, რომელსაც სახალხო დამცველთან არსებულს უწოდებდნენ, თუმცა ეს იყო ჩვეულებრივი აფერისტობა. მათ არანაირი კავშირი არ აქვთ სახალხო დამცველთან. ამ ტერმინსაც კონსტიტუციიდან გვართმევდნენ, თითქოს რაღაც კონსტიტუციურ ორგანოსთან არსებული ჯგუფია. ეს ადამიანები პირდაპირ დაკავებული იყვნენ არა მხოლოდ ეკლესიის, არამედ პატრიარქისა და კონკრეტული პირების დისკრედიტაციით. შესაბამისად, ეს ყველაფერი, წლებია, გარე დაფინანსებით მიმდინარეობს“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.ამასთან, მისივე თქმით, „მიუხედავად იმ მილიონებისა, რომლებიც ჩაისხა ქართველი ხალხის წინააღმდეგ, სულიერი საყრდენის დისკრედიტაციის მიზნით, ეს ყველაფერი წყალში გადაიყარა“.„ერთ დღეში ნახეს, რომ ქართულმა საზოგადოებამ თავისი პოზიცია დაანახა ყველაფერთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რამდენიმე ელჩი შოკში იქნებოდა, როდესაც დაინახა, რომ ეკლესიისთვის ძირის გამოთხრის ყველა მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა. მილიონ-ნახევარზე მეტი ადამიანი ვნახეთ სამების ტაძარში და დავინახეთ, სად არის ერი და სად არიან პროტესტანტები, რომლებსაც უნდათ, თავი ქართველ ერად შემოგვასაღონ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს

სამტრედიის ერთ-ერთ სოფელში, მამაკაცი, რომელსაც სამი დღის განმავლობაში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. 28 წლის მამაკაცმა სიცოცხლე, სავარაუდოდ თვითმკვლელობით დაასრულა.გარდაცვლილი ახალგაზრდა 28 წლის ირაკლი მელქაძეა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.„ვუსამძიმრებ ოჯახს ამ დიდ ტკივილს. რა სამწუხაროა ასეთი ახალგაზრდა. უფალმა ნათელი დაუმკვიდროს მის სულს,როგორი ტრაგედია დატრიალდა",- წერს სოციალურ ქსელში გარდაცვლილის ახლობელი.

ბოლო სიახლეები