ინდოეთში, 38 წლის კაცი ლომის ვოლიერშუ სელფის გადასაღებად შევიდა. ეს სურვილი მას სიცოცხლის ფასად დაუჯდა. ამის შესახებ India Today იუწყება.
38 წლის პრაჰლად გუჯარმა გადაწყვიტა გადაეღო ფოტო ლომთან, სახელად დონგალპურთან. მასთან შესასვლელად კაცი შვიდმეტრიან ღობეზე გადაძვრა. როგორც კი ვოლიერში მოხვდა, ის მალევე ლომის მსხვერპლი გახდა.
ინციდენტის შემდეგ თანამშრომლებმა ზოოპარკიდან ყველა სტუმარი გაიყვანეს და პოლიცია გამოიძახეს. გამომძიებლები ამჟამად იძიებენ, იყო თუ არა გუჯარი ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, როდესაც ის ღობეზე ავიდა.