შაბათი, ივლისი 5, 2025

ანა ნაცვლიშვილი: რა ბინძური კამპანიაც არ უნდა აწარმოონ „ლელოს“ წინააღმდეგ, ჩვენს გეგმებზე ხელს ვერ აგვაღებინებენ

„ქართული ოცნება“ აშკარად პანიკაშია. მესმის, რომ ძალიან აშინებთ „ლელოს“ გაძლიერება და ის დამოუკიდებელი გზა, რომელიც ჩვენ პარტიას აქვს არჩეული, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც „ქართული ოცნების“ ლიდერების მიერ პარტია „ლელოს“ შესახებ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს გამოეხმაურა.

„რამდენი თავდასხმაც არ უნდა განახორციელონ და არა ბინძური კამპანიაც არ უნდა აწარმოონ „ლელოს“ წინააღმდეგ, ვერ აგვაღებინებენ ხელს ჩვენს გეგმებზე: გავუშვათ რუსული ხელისუფლება, პენსია ქვეყანაში გახდეს 1000 ლარი, თითოეულ სტუდენტს, კურსდამთავრებულს ჰქონდეს გარანტია, რომ სახელმწიფო მას უზრუნველყოფს ანაზღაურებადი სტაჟირებით, რაც გახდება მისი ღირსეული დასაქმების გარანტი. ვერ აგვაღებინებენ ხელს საქართველოს დაცვის აქტის მიღებაზე, რომ შეიზღუდოს საქართველოში მზარდი რუსული ექსპანსია, რუსული მავნე გავლენები და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის და პოლიტიკის ოკუპანტის ინტერესებზე ჩამოკიდება და დამოკიდებულება. ვერ აგვაღებინებენ ხელს იმაზე, რომ ავაშენოთ ანაკლია და სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები. იდგნენ და ილანძღონ, მეტი მათ არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. საქმის კეთება მათ არ შეუძლიათ. ეს ძალიან მძიმეა ამ ქვეყნისთვის იმიტომ, რომ 12 წელი ჰქონდა ამ ძალას იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გაეყვანა განვითარების სულ სხვა ეტაპზე“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები

ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, მოლდოვას გაწევრიანების შემდეგ ევროკავშირში ყველა უფრო უსაფრთხოდ იგრძნობს თავს.ეს განცხადება ევროკომისიის პრეზიდენტმა კიშენაუში გამართულ ევროკავშირი-მოლდოვის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.მისივე თქმით, ევროკავშირი მოლდოვის მხარეს დგას, რათა მხარი დაუჭიროს მის ევროპულ მომავალს და დამოუკიდებლობისკენ მისწრაფებას.„მოლდოვა თუ შეუერთდება ევროკავშირს, ჩვენ ყველა ვიქნებით უფრო უსაფრთხოდ, მტკიცედ და გაერთიანებულები”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

რუბენ ნევეში-დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით

 „ჩვენ არამხოლოდ მეგობრები, არამედ ერთი ოჯახი ვართ. ცხოვრებამ გაგვაერთიანა და ახლა ჩვენს დაშორებას ვერ შეძლებს.ყველაფერს გავაკეთებ, რომ მუდამ ჩვენთან იყო და არაფერი მოაკლდეთ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარხარ.დღეიდან, მოედანზე ჩემთან ერთად იქნები. ამ გზაზე ერთად ვივლით. იმ სცენას გავიყოფთ, სადაც ერთმანეთს შევხვდით“, - რუბენ ნევეში

ვინ იყო ბიჭი ფილმიდან „კუკარაჩა”, რომელიც სამოქალაქო ომში ტრაგიკულად დაიღუპა

რუსთავი 2”-ის დილის გადაცემაში ჟურნალისტმა ზაკ მირიანაშვილმა ქართული კინოს ბავშვი მსახიობების შესახებ ისაუბრა. მათ შორის, ფილმ “კუკარაჩას” ვარსკვლავ ბიჭზე, რომელმაც ყველას დაამახსოვრა თავი.აღმოჩნდა, რომ ეს ბიჭი ლადო ტატიშვილი იყო, ფილმში კოსტიუმების მხატვრის ვაჟი, რომელიც შემთხვევით მოხვდა კინოში – სინჯებზე დაიბარეს და მაშინვე დაამტკიცეს როლზე.  

თბილისში აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში მიმდინარეობს

რესპუბლიკის მოედანზე ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი მარში დაიწყო.მარშის სახელწოდებით - USA, Make Georgia Great Again - მონაწილეების თქმით, ისინი ამ ფორმით ამერიკის მიმართ პატივისცემასა და მეგობრულ დამოკიდებულებას კიდევ ერთხელ გამოხატავენ.როგორც შეკრებაზე აღინიშნა, 30 წელზე მეტია, ამერიკა საქართველოს მხარდამჭერი და მეგობარია და სურთ, რომ მეგობრობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.მარშის მონაწილეები მსვლელობით რუსთაველის გამზირისკენ მიემართებიან, სადაც საპროტესტო აქციას შეუერთდებიან, რომელიც უკვე 219-ე დღეა, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

კლინიკაში გადაიყვანეს კიდევ ერთი მაღაროელი, რომელიც 16 დღეა შიმშილობს

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც 16 დღეა შიმშილობს, კლინიკაში გადაიყვანეს.ის შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახეს.მიქაცაძე მეორე დღეა მშრალ შიმშილობაზე იყო, მისი მდგომარეობა დამძიმდა, არსებული ინფორმაციით, ის უგონო მდგომარეობაში გადაიყვანეს.ჭიათურაში მაღაროელთა პროტესტი გრძელდება. 16 დღეა 7 მაღაროელი შიმშილობს, სამს პირი აქვს ამოკერილი. ისინი დაკავებული მაღაროელების გათავისუფლებას მოითხოვენ.

ბოლო სიახლეები