სამშაბათი, ნოემბერი 4, 2025

ნათია მეზვრიშვილი: ოცნებას და ყველა მის დამხმარეს გვინდა ვუთხრათ: გაჩერებას არ ვაპირებთ! ცილისწამების და დისკრედიტაციის კამპანია, რაც ხელისუფლებამ დაიწყო და ტვ პირველმა გააგრძელა

გუშინ მთავრობის სხდომიდან ხელისუფლებამ და მისმა კონტროლირებადმა მედიასაშუალებებმა დაიწყო ტყუილების და სიყალბის მიზანმიმართული კამპანია, რომლის მიზანი ირაკლი კობახიძის კორუფციული ტვირთისგან გათავისუფლება და კორუფციის წინააღმდეგ თითქოსდა ოცნების ბრძოლის ყალბი დღის წესრიგის შექმნაა. – ამის შესახებ პარტია “საქართველოს” პოლიტსაბჭოს წევრმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.

“სამწუხაროდ, სახელისუფლებო პროპაგანდა, ნებით თუ უნებლიედ, აქტიურად გააგრძელა ტვ პირველმა, რომლის მფლობელები, როგორც ჩანს, იმდენად არიან პოლიტიკურად ანგაჟირებულნი, რომ მზად არიან ტყუილები გაავრცელონ და ამით ოცნებას კორუმპირებული მოქმედი პრემიერის პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაში მიეხმარონ.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ხელისუფლების ტყუილების სამიზნე ელიტური, პოლიტიკური კორუფციის წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლის გამო გავხდით, თუმცა, ოცნებას და ყველა მის დამხმარეს გვინდა ვუთხრათ: გაჩერებას არ ვაპირებთ!

გაასაჯაროვეთ მთავრობის ყველა განკარგულება 2019 წლის სექტემბრიდან დღემდე!

შეწყვიტეთ საზოგადოების მოტყუება! მივმართავთ პრემიერ-მინისტრს: კორუფციას ებრძვით? – დაიწეთ გამოძიება, შექმენით საგამოძიებო კომისია და გაუშვით სახლში კორუფციისთვის სანქცირებული ჩინჩალაძე და მურუსიძე;

– დაიბარეთ გენერალური პროკურორი პარლამენტში და მოისმინეთ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი საგამოძიებო უწყების – პროკურატურის ხედვა;

– შეწყვიტეთ ე.წ. გასაუბრებების უკანონო პროცესები და დაიწყეთ გამოძიებები დანაშაულის არაერთ ფაქტზე, რომელიც წარმოგიდგინეთ;

– დაუბრუნდით ანტი-კორუფციულ საერთაშორისო ქსელს, რომელიც ერთი წლის წინ დატოვეთ იმიტომ, რომ ელიტურ კორუფციაზე ავტორიტეტული ორგანიზაციის შეფასების შეგეშინდათ;

– შექმენით საგამოძიებო კომისია ქოლ-ცენტრებზე, რითაც ნაცმოძრაობასთან ერთად ფულს აკეთებთ;

– განიხილეთ ჩვენი ინიციატივა ოჯახის წევრების წრის გაფართოებაზე, რომ კორუმპირებულ მოხელეებს უკანონო ქონების გადამალვის ბერკეტები წაერთვათ;

– შექმენით რეალურად დამოუკიდებელი ანტი-კორუფციული საგამოძიებო ბიურო და აირჩიეთ მისი ხელმძღვანელი პოლიტიკური კონსენსუსით.

გამოაქვეყნეთ განკარგულებები და საზოგადოებას ყველამ ერთად აუხსენით – კორუფციის სიმბოლო ღარიბაშვილისგან განსხვავებით, რომელსაც 0 განკარგულება აქვს გამოქვეყნებული, რატომ დახუჭეთ თვალი მთავრობის იმ 750 განკარგულებაზე, რაც ჩვენი მმართველობის დროს, მათ შორის კოვიდის მართვის უმძიმეს პერიოდში, ქვეყნდებოდა.

ფაქტია, ეს იყო სიცრუის, ცილისწამების და დისკრედიტაციის კამპნია, რაც ხელისუფლებამ დაიწყო და ტვ პირველმა გააგრძელა.” – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

„გრიპის ვირუსს ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები“ – ივანე ჩხაიძე მოსახლეობას მიმართავს

ექიმი, ივანე ჩხაიძე საზოგადოებას მიმართავს:მისი თქმით, გრიპის ვირუსი  პიკი დეკემბერ-იანვარშია მოსალოდნელი.„გრიპის ვირუსი წარმოადგენს იმ ვირუსს, რომელსაც ყველაზე მეტად ახასიათებს გართულებები, დაავადების მძიმე მიმდინარეობა, საავადმყოფოში მოხვედრის მაღალი ალბათობა, განსაკუთრებით რისკ ჯგუფებისთვის. ნოემბერში, ალბათ უკვე გამოჩნდება საქართველოში გრიპის ვირუსის პირველი შემთხვევები“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.მისი განმარტებით, მოსალოდნელია, რომ შემთხვევები თავის პიკს მიაღწევს სავარაუდოდ დეკემბერ-იანვარ, თებერვალში.„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“ – საპატრიარქო მიტროპოლიტ სერაფიმეზე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებით, მიტროპოლიტ სერაფიმესთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.„საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია მიტროპოლიტ სერაფიმეს (ჯოჯუა) გარდაცვალების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, მაგრამ იმედს ვიტოვებთ, რომ უფლის შეწევნით მალე გამოჯანმრთელდება“, - აცხადებენ საპატრიარქოში.

ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს გააკეთებს, რათა ევროკავშირმა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების საკითხზე კომპრომისი 2025 წლის ბოლომდე იპოვოს.„თუ ომი 2025 წელს არ დასრულდება, უკრაინა უნდა იყოს დარწმუნებული, რომ ის მარტო არ გადის ასეთ რთულ პერიოდს და რომ ჩვენ გვაქვს უპირველეს ყოვლისა ფინანსები, და არა მხოლოდ მეგობრული სიტყვები“,- განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ ევროპა უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს.ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინასა და მის პარტნიორებს შორის შეთანხმებული სამშვიდობო გეგმა არ არსებობს. ​ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ქვეყნის პრეზიდენტის რანგში მას მსგავსი დოკუმენტი არ უნახავს და სამშვიდობო შეთანხმებაზე შემდგომი ნებისმიერი სამუშაო შეერთებული შტატების მონაწილეობით უნდა წარიმართოს.„უცნაურია, როცა საუბარია რუსეთის შესახებ მოლაპარაკებების მაგიდასთან, რადგან ჯერ ვერც ერთმა ევროპელმა ლიდერმა და ვერც აშშ-ის პრეზიდენტმა ვერ შეძლო, რომ აიძულოს რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდეს“,- აღნიშნა ზელენსკიმ.

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა…“ – გოგა ხაინდრავა

„გედევან ფოფხაძემ, რაც შიმშილობა დაიწყო 3 კილო მოიმატა...“ - ამის შესახებ რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ გადაცემა „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალ სივრცეში“ განაცხადა. 

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს

არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დღეს მიმდინარე აქციაზე რამდენიმე ადამიანი დააკავეს.სხვდასხვა წყაროს მიერ გავრცელებული მონაცემებით, დაკავებულებს შორის არიან ლეილა ცომაია, ნინია კაკაბაძე, ირაკლი კალანდაძე, გურამ ქუხილავა, ნანა ჯაფარიძე და ანუკა გამსახურდია.ისინი სავარაუდოდ, ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ბოლო სიახლეები