ხუთშაბათი, აპრილი 2, 2026

მამუკა მდინარაძე: ონკოპაციენტებისთვის, საბაზისო 25 000 ლარიანი ცალკე პაკეტი გამოიყო, ვიღაცები ცდილობენ, ეს კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ – ძალიან ვთხოვ ყველას, გაანებონ ამ ხალხს თავი , ნუ მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას

როგორც აქამდე არ ტოვებდა სახელმწიფო ონკოპაციენტს ყურადღების მიღმა, ისევე გაგრძელდება, უბრალოდ ამ ყურადღებას კიდევ ერთი ძალიან კარგი ამბავი, პოზიტიური ამბავი, ახალი 25000 ლარიანი პაკეტი დაემატა, იმისათვის, რომ თავიდან ვისაც რა დასჭირდება ამ ფარგლებში იმკურნალონ, ხოლო შემდეგ, როგორც აქამდე იყო ისე გაგრძელდება მათი მკურნალობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობა სენსიტიური თემაა და 25 000 ლარიანი პაკეტი მათი დახმარების დამატებით რესურსს წარმოადგენს.

„მას შემდეგ რაც დამატებითი რესურსის სახით ონკოპაციენტებისთვის საბაზისო 25 000 ლარიანი, ცალკე პაკეტი გამოიყო, ვიღაცები ცდილობენ, რომ ეს პოზიტიური და ძალიან კარგი ამბავი პირიქით შეატრიალონ, იქიდან გამომდინარე, რომ ონკოპაციენტებს სახელმწიფო აქამდეც ეხმარებოდა ამ 25000 ლარიანი საბაზისო დამატებითი პაკეტის გარეშე. ანუ ახლა გვაქვს ასეთი მოცემულობა, მე რაც ვიცი და რა ინფორმაციაც მაქვს, რომ 25000 ლარიანი დახმარება არის ცალკე პაკეტად, რომლის ამოწურვის შემთხვევაში სახელმწიფო ისედაც, სულ რომ არ იყოს პაკეტი, ისედაც ეხმარებოდა ონკოპაციენტებს და არცერთ მათგანს არ ტოვებდა ყურადღების გარეშე. გაგრძელდება, იქ არის რეფერალური ფონდები და ა.შ., დეტალურად რა თქმა უნდა ამის ჩამოთვლას მე ვერ დავიწყებ.

როგორც ვიცი ინდივიდუალურ განხილვას საჭიროებს შემდეგ და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იწერებოდა განცხადება, შეისწავლებოდა თემა და ეხმარებოდნენ ხოლმე პაციენტებს. შესაბამისად, ვიღაცების მცდელობა ასეთ სენსიტიურ თემაზე, ამ ადამიანებს თავისი პრობლემები აქვთ და თანამედროვე სამყაროში მე მგონი განუკურნებელი სენი არ არსებობს, მთავარია დროული პროფილაქტიკური სამედიცინო ღონისძიებები და ა.შ. და ამ ადამიანებს ნაცვლად იმისა, რომ იმედი მივცეთ, შემოვუძახოთ, გვერდზე ისედაც ვუდგავართ, როგორც ფინანსურად, მორალურად, ყველანაირად, ამის ნაცვლად ვიღაცები ამაზე პიარის აგორებას აპირებენ და ძალიან ვთხოვ ყველას რომ დაანებონ ამ ხალხს თავი, ნუ მიაწვდიან არასწორ ინფორმაციას, მიაწოდონ სწორი ინფორმაცია, ჯანდაცვის სამინისტრო კომუნიკაციაში იქნება დარწმუნებული ვარ, აუხსნიან დეტალურად და ბუნებრივია დახმარება როგორც აქამდე იქნება ისე გაგრძელდება.“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არჩილ ტატუნაშვილს დღეს 43 წელი შეუსრულდებოდა

არჩილ ტატუნაშვილს 43 წელი შეუსრულდებოდა. მის დაბადების დღესთან დაკავშირებით, თავდაცვის ძალების მთავარი სერჟანტი, მთავარი სერჟანტი გიორგი გოგოჭური და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.უწყების ცნობით, მუხათგვერდიდან სამხედროებმა წილკნის დევნილთა დასახლებაში გადაინაცვლეს და არჩილ ტატუნაშვილის სახელობის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.არჩილ ტატუნაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა ახალგორში, 2018 წლის 22 თებერვალს უკანონოდ დააკავა. 23 თებერვალს კი, ცნობილი გახდა, რომ არჩილ ტატუნაშვილი მოკლეს. მისი ცხედარი ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მოგვიანებით გადმოასვენეს და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს.

საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს საქართველოსა და სლოვაკეთის პრეზიდენტებმა „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა და სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პეტერ პელეგრინიმ 1945-1989 წლებში კომუნისტური ჩეხოსლოვაკიიდან გაქცევის მცდელობისას დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს და „თავისუფლების კარიბჭის“ მემორიალი გვირგვინით შეამკეს.მემორიალი 2005 წელს დევინში გაიხსნა. ის თავისუფლებისა და გამარჯვების სიმბოლოა.მიხეილ ყაველაშვილი დევინში საქართველოს დელეგაციასთან ერთად იმყოფებოდა, რომლის შემადგენლობაშიც არიან: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმიისტრაციის წარმომადგენლები.

მარნეულში მკვლელობა მოხდა

მკვლელობა მოხდა მარნეულში. ახალგაზრდა მამაკაცს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელის არეში ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენა. მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.შსს-მ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ჯერჯერობით მკვლელობის მოტივი უცნობია.გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს 26 მარტს ქორწილი ჰქონდა. ქორწილში ურთიერთშელაპარაკების შედეგად ერთი პირი დაიჭრა.ამ წუთებში კლინიკასთან, სადაც მამაკაცი გადაიყვანეს, მისი ახლობლები არიან შეკრებილი.

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა

არგენტინამ ქვეყნიდან ირანის საქმეთა დროებითი რწმუნებული გააძევა. ამის შესახებ არგენტინის საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.არგენტინამ საქმეთა დროებითი რწმუნებული მოჰსენ თეირანი პერსონა ნონ გრანტად გამოაცხადა და მას ქვეყნის დასატოვებლად 48 საათი მისცა.არგენტინის მხრიდან ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადება, რომელმაც არგენტინის პრეზიდენტი ხავიერ მილეი აშშ-ს პრეზიდენტის მოკავშირედ გამოაცხადა, ხოლო არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრი სამხედრო თავდასხმებში თანამონაწილეობაში დაადანაშაულა.„ირანის განცხადებები „შეიცავს ცრუ, შეურაცხმყოფელ და უსაფუძვლო ბრალდებებს არგენტინის რესპუბლიკისა და მისი უმაღლესი ხელისუფლების წინააღმდეგ“, – განაცხადა არგენტინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ირანის ელჩი – დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე – შედგა კონსტრუქციული საუბარი

საქართველოში ირანის ელჩი, სეიედ ალი მოჯანი აცხადებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შეხვედრა გამართა.ალი მოჯანი აღნიშნავს, რომ შედგა კონსტრუქციული საუბარი.ირანის ელჩის განცხადება სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ პირველი აპრილის თარიღით არის გამოქვეყნებული.ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:„დღეს, ბოლო მოვლენების ანალიზისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებული თავდასხმების შედეგების განხილვის მიზნით, ჯერ დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე.შედგა კონსტრუქციული საუბარი სპარსეთის ყურის ვითარების, ენერგეტიკის მომავლის, ორი ერისა და ორი ქვეყნის მრავალათასწლოვანი მეგობრული ურთიერთობების შესახებ, რომელიც მოიცავდა მნიშვნელოვან საკითხებს.ირანი ზეწოლის პირისპირ არ მოქმედებს ნაჩქარევად, არამედ ეყრდნობა შიდა სტაბილურობასა და საკუთარ სტრატეგიულ შესაძლებლობებს.ზედაპირული და მედიასაშუალებების ინტერპრეტაციებისგან განსხვავებით, დღეს ნათლად ჩანს, რომ ირანის ყოვლისმომცველი თავდაცვა ერთთვიანი პერიოდის შემდეგ ეფექტურია. მრავალი ქვეყანა, რომლის ბაზებსაც აშშ იყენებდა, უკვე იწყებს საკუთარი გათვლებისა და მიდგომების გადახედვას.ბოლო წლების გამოცდილებამ აჩვენა, რომ დიდი ძალების ინტერვენციული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს მდგრად უსაფრთხოებას და ვერ იძლევა ეკონომიკური სტაბილურობის გარანტიას.რეალობა მარტივია:რეგიონული უსაფრთხოება თანამშრომლობისა და ურთიერთგაგების შედეგია და არა ძვირადღირებული საგარეო კონკურენციის გაფართოებისა”, - წერს ირანის ელჩი.

ბოლო სიახლეები