0 0
Read Time:31 Second

აისბერგის „საწოლზე“ ჩაძინებული პოლარული დათვის ფოტო 2023 წლის People’s Choice Award-ის კონკურსზე “ველური ბუნების ფოტოგრაფიის” კატეგორიის გამარჯვებულია.

ბრიტანელმა მოყვარულმა ფოტოგრაფმა ნიმა სარიხანიმ განსაცვიფრებელი მომენტი ნორვეგიაში, სვალბარდის არქიპელაგის მახლობლად, საექსპედიციო გემიდან აღბეჭდა.

„ამ ფოტომ ძლიერი ემოციები გამოიწვია ბევრ ადამიანში, ვინც ის ნახა. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატის ცვლილება ყველაზე დიდი გამოწვევაა, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ, იმედი მაქვს, ეს ფოტო ასევე იმედსაც გაგვიჩენს – ჯერ კიდევ არის დრო, რომ დავალაგოთ ის უწესრიგობა, რაც ჩვენვე გამოვიწვიეთ,” – თქვა სარიხანიმ.

„ნიმას მიერ გადაღებული თვალწარმტაცი და ამაღელვებელი კადრი საშუალებას გვაძლევს, რომ ჩვენი პლანეტის სილამაზე და სისუსტე ერთდროულად დავინახოთ“, – თქვა კონკურსის მასპინძელი ლონდონის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორმა, დუგლას გურმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები