სამშაბათი, მარტი 24, 2026

„ბოლოს რომ გნახე ხელს მიმალავდი… იმ ნატანჯ ხელს, რომელიც დასერილი და დალურჯებული გქონდა“ – ლუკა კურტანიძე

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, სოსო ჯაჭვლიანი თურქეთის კლინიკაში გარდაიცვალა.  65 წლის მსახიობი, სპორტსმენი, რეჟისორი და ყოფილი დეპუტატი, სამშობლოს, უკანასკნელად ახალი წლის დღეებში სტუმრობდა.

მეგობართან ბოლო შეხვედრას ჭიდაობის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი და ექსპარლამენტარი იხსენებს:

„8 თებერვალი ეს ის თარიღია რომელმაც მითხრა სოსო უფალთან წავიდა… იცი სოსო მთელი ეს წლები რაც ერთად ვიარეთ მიუხედავად ყველა სირთულის, სადაც სიკვდილი ძალიან ახლოს იყო. მე სულ შენი იმედი მქონდა და იცი რატომ?! იმიტომ რომ მჯეროდა შენი უღალატობის! ქრისტეს შობამდე მომწერე როცა ჩამოხვალ ბორჯომის ხეობიდან მოდი მნახეო…

6 იანვარს შეგხვდი და იქაც იმ მდგომარეობაში მყოფი მომავალზე მესაუბრე. ის სიტყვა რაც დავით აღმაშენებლის საფლავზე ვთქვით 2011 წლის 25 დეკემბერს, ის ბოლომდე გაგვეტანა ჩვენი ერთგულებით! იცი სოსო მე შენი იმედი მაქვს, რომ არ დამტოვებ სადაც არ უნდა იყო, ჩემთან იქნები იმ უტეხი სულით, რომელსაც მე ასე ვაფასებდი და მჯეროდა ყოველთვის! …

6 იანვარს, ბოლოს როცა გემშვიდობებოდი გახსოვს ხელს რომ მიმალავდი?! იმ ნატანჯ ხელს რომელიც დასერილი დალურჯებული ჰქონდა?! მიმალავდი რადგან არ გინდოდა ეგ ნატანჯი ხელი მენახა იმიტომ რომ არ მტკენოდა, კიდევ გინდოდა შენგან იმედით სავსე წამოვსულიყავი და ხელს პლედი გადაფარე…

ამ პროცესში მივხვდი რომ უძლიერესი ადამიანი სოსო ჯაჭვლიანი უტეხი გმირი იყო ჩემს თვალწინ, რომელიც სიკვდილს უტეხად ებრძოდა. ამასთანავე ერთგულებაზე მომავალ ბრძოლაზე ძალას და იმედს მატანდი… მოგკიდე ხელი დაგიკოცნე ეგ ერთგულებით სავსე ხელი და შუბლზე მივიდე და გითხარი, მეიმედები… იცით?! ასე რომ მოვეფერე არ ელოდა და მითხრა… შენ შემოგევლე! შენ!…“,-წერს ლუკა კურტანიძე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

კიმ ჩენ ინი – ჩრდილოეთ კორეა მუდმივად გააძლიერებს თავის ბირთვულ ძალებს, ამჟამინდელი მსოფლიო რეალობა ნათლად გვასწავლის, რა არის სახელმწიფოს არსებობის და მშვიდობის ნამდვილი გარანტია

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი აცხადებს, რომ მისი ქვეყანა მუდმივად გააძლიერებს თავის ბირთვულ ძალებს. მისი თქმით, სამხრეთ კორეას „ყველაზე მტრულად განწყობილ სახელმწიფოდ“ მიიჩნევს. ინფორმაციას ჩრდილოეთ კორეის სახელმწიფო მედია KCNA ავრცელებს.გამოცემის ინფორმაციით, კიმმა განაცხადა, რომ ფხენიანის, როგორც ბირთვული შეიარაღების მქონე სახელმწიფოს სტატუსი შეუქცევადია და „თავდაცვითი ბირთვული შემაკავებელი ძალის“ გაფართოება აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების, რეგიონული სტაბილურობისა და ეკონომიკური განვითარებისთვის.ამასთან, კიმ ჩენ ინმა უარყო იდეა, რომ ქვეყნის ბირთვული განიარაღება შეიძლება, „გაცვალონ“ ეკონომიკურ სარგებელზე ან უსაფრთხოების გარანტიებზე.„ამჟამინდელი მსოფლიო რეალობა, სადაც სუვერენული სახელმწიფოების ღირსება და უფლებები დაუნდობლად ირღვევა ცალმხრივი ძალითა და ძალადობით, ნათლად გვასწავლის, თუ რა არის სახელმწიფოს არსებობისა და მშვიდობის ნამდვილი გარანტია“, – განაცხადა კიმმა.კიმმა ასევე დაადანაშაულა შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები რეგიონის დესტაბილიზაციაში კორეის ნახევარკუნძულის მახლობლად სტრატეგიული ბირთვული აქტივების განლაგებით, მაგრამ თქვა, რომ ჩრდილოეთ კორეა აღარ მიიჩნევს საკუთარ თავს საფრთხის ქვეშ მყოფ ქვეყნად და გააჩნია ძალა, საჭიროების შემთხვევაში სხვებს დაემუქროს.

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა

აშშ-ის სენატმა შიდა უსაფრთხოების ახალ მდივნად მარკვეინ მალინი დაამტკიცა.კენჭისყრაზე მის კანდიდატურას 54-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, 45 კი წინააღმდეგი იყო.​​​​​​​​​​​​​​​​აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მალინი კანდიდატად  მიმდინარე თვეს დაასახელა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მდივანი კრისტი ნოემი თანამდებობიდან გაათავისუფლა.მალინი შერეული საბრძოლო ხელოვნების ყოფილი მოჭიდავეა. იგი გააკონტროლებს ქვეყნის საიმიგრაციო სამსახურს, სასაზღვრო დაცვასა და აეროპორტების უსაფრთხოებას.მარკვეინ მალენი სენატორი გახდა სპეციალური არჩევნების გზით, თუმცა მანამდე კონგრესის ქვედა პალატაში ათი წელი მსახურობდა.შეგახსენებთ, მარკვეინ მალინი ერთ-ერთია, ვინც ჯო უილსონის მიერ ინიცირებული „მეგობარი აქტი“ და მისი თავდაცვის ავტორიზაციის აქტში შეტანა დაბლოკა.

კოლუმბიაში სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა, 66 ადამიანი დაიღუპა, ოთხი დაკარგულად ითვლება

კოლუმბიის სამხედრო თვითმფრინავი აფრენისას ჩამოვარდა. როგორც „როიტერი“ წერს, შემთხვევას 66 ადამიანი ემსხვერპლა, ოთხი კი დაკარგულად ითვლება.ბორტზე 128 ადამიანი იმყოფებოდა, მათ შორის საჰაერო ძალების 11 წევრი, 115 სამხედრო და ორი პოლიციელი. ამის შესახებ შეიარაღებული ძალების წარმომადგენელმა განაცხადა.კოლუმბიის თავდაცვის მინისტრის, პედრო სანჩესის ცნობით, კატასტროფა პუერტო-ლეგისამოში მოხდა — პერუს საზღვართან ახლოს.კატასტროფის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა სანჩესმა განაცხადა, რომ თვითმფრინავზე არსებული საბრძოლო მასალა ხანძრის შედეგად აფეთქდა.როგორც „როიტერი“ წერს, გადარჩენილების გამოყვანა ჯერ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო. მოგვიანებით ადგილზე სამხედრო ტექნიკა ჩავიდა, თუმცა ხელისუფლებამ აღნიშნა, რომ კატასტროფის ადგილამდე მისასვლელი გზა რთულად გასავლელია, რაც სამაშველო სამუშაოებს ართულებს.

ირაკლი კობახიძე – მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით გილოცავთ რამადან ბაირამს და ნოვრუზ ბაირამს, მადლიერებას გამოვხატავ საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით ულოცავს რამადან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს.როგორც კობახიძე აღნიშნავს, წელს ეს დღესასწაულები საქართველოსთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.„ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს მოგვიანებით, თუმცა გულითადად გილოცავთ რამადან ბაირამს და გაზაფხულის შემოსვლის დღესასწაულს – ნოვრუზ ბაირამს.წელს ეს დღესასწაულები ჩვენი ქვეყნისთვის უმძიმეს პერიოდს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალებასა და ეროვნული გლოვის დღეებს დაემთხვა.განსაკუთრებულ მადლიერებას გამოვხატავ მუსლიმი თემის მიმართ გულწრფელი თანაგრძნობის, ჩვენი საერთო მწუხარების გაზიარებისა და ამ დღეებში საზეიმო ღონისძიებების გაუქმებისთვის. ჩვენ არასდროს დავივიწყებთ ამ ძმურ თანადგომას.სწორედ ჭირსა თუ ლხინში ერთად დგომაა ის მყარი საფუძველი, რომელსაც ჩვენი ერთობა ეყრდნობა. საუკუნეების განმავლობაში ჩვენი წინაპრები მხარდამხარ ქმნიდნენ საქართველოს ისტორიას და ჩვენც, დღევანდელი თაობები, ერთად ვაშენებთ მის უკეთეს მომავალს.უწმინდესი ყოველთვის განსაკუთრებული პატივისცემითა და ძმური სიყვარულით ეპყრობოდა მუსლიმ თემს. იგი თავად იყო ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაცხოვრებისა და ტოლერანტობის ცოცხალი მაგალითი. ჩვენს უმთავრეს მოვალეობად სწორედ ამ უდიდესი მემკვიდრეობის გაგრძელებას მივიჩნევთ.კიდევ ერთხელ გილოცავთ ამ დიდ დღესასწაულებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და ბარაქას ვუსურვებ თქვენს ოჯახებს“, – აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე.

მიხეილ ყაველაშვილი – მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს მუსლიმ თანამოქალაქეებს, მადლობას გიხდით თანადგომისათვის, რომელიც მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებლების მიმართ გამოავლინეთ

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ულოცავს.ყაველაშვილი მუსლიმ თანამოქალაქეებს მადლობას უხდის იმ თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეს.„მოგვიანებით ვულოცავ რამაზან ბაირამსა და ნოვრუზ ბაირამს ჩვენს მუსლიმ თანამოქალაქეებს.გულწრფელ მადლობას გიხდით იმ უდიდესი თანადგომისათვის, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ქართველი მართლმადიდებელი ქრისტიანების მიმართ გამოავლინეთ.თქვენი გადაწყვეტილება, რომ ამ უმძიმეს წუთებში გაგეზიარებინათ ჩვენი ტკივილი და უარი გეთქვათ ნოვრუზ ბაირამისა და რამაზან ბაირამის დღესასწაულების აღსანიშნავი ღონისძიებების გამართვაზე, იმ ძმობის, მეგობრობისა და ურთიერთპატივისცემის ნათელი დადასტურებაა, რომელსაც ჩვენი თანამოქალაქეების – ქრისტიანებისა და მუსლიმების ურთიერთობა ეფუძნება.კიდევ ერთხელ გილოცავთ და გისურვებთ მშვიდობას, ბედნიერებასა და კეთილდღეობას. მადლობა სოლიდარობის იმ ღირსეული მაგალითისათვის, რომელიც ბოლო დღეებში გვიჩვენეთ“, – აცხადებს მიხეილ ყაველაშვილი.

ბოლო სიახლეები