უკრაინის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, ამინდის მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ უკრაინელი სამხედროების პოზიციებზე შტურმის მიტანას. როგორც გენშტაბის ანგარიშშია აღნიშნული, გასული დღე-ღამის განმავლობაში ფრონტის ხაზზე 105 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
როგორც უკრაინული მხარე აცხადებს, ყველაზე მეტი შეტევა ავდეევკას და მარინკას მიმართულებით დაფიქსირდა.
„ავდეევკას მიმართულებით ჩვენმა დამცველებმა 24 შეტევა მოიგერიეს ნოვობახმუტოვკას და ავდეევკას მიდამოებში, ხოლო კიდევ 14 შეტევა დონეცკის ოლქის პერვომაისკოეს და ნეველსკოეს მახლობლად მოხდა, სადაც მტერი ავიაციის დახმარებით ცდილობდა ჩვენი ჯარების თავდაცვის ზღუდეს გარღვევას“, – ნათქვამია ანგარიშში.