პარასკევი, მარტი 14, 2025

14 წლის გოგო, რომელმაც 112-ში დარეკვით დედა მოძალადე ქმრისგან იხსნა – მამაკაცი ცოლს არასრულწლოვნების თანდასწრებით სცემდა

როგორ იქცევიან ადამიანები, რომლებიც ამჩნევენ ოჯახში ძალადობას, ხშირად ესმით ჩხუბის და ყვირილის ხმა მეზობელი ბინიდან – სამწუხაროდ უმეტესობა ჩუმდება, ფიქრობენ, რომ ძალადობა ორ ადამიანს შორის პირადი საქმეა და რაც სხვის ოჯახში ხდება მათ არ ეხებათ, მაგრამ ეს ასე ნამდვილად არაა. ერთი უბრალო ზარით თქვენ შეგიძლიათ გადაარჩინოთ სხვისი სიცოცხლე.

ასე მოიქცა 14 წლის გოგოც, რომელმაც 112-ში დარეკვით, დედა მოძალადე მამინაცვალისგან იხსნა. კაცი, რომელიც ცოლს გერის და ორი შვილის თანდასწრებით, სამი წლის განმავლობაში სასტიკად სცემდა, პოლიციამ დააკავა. მამაკაცის ოჯახმა კი შური იძია და ქალი სამი შვილით სახლიდან გამოაგდო თანაც ისე, რომ მსხვერპლს პირადი ნივთების აღების შესაძლებლობაც არ მისცეს.

40 წლამდე მამაკაცმა მეუღლე ჯერ სახლში ჩაკეტა და მასზე მცირეწლოვანი შვილების თვალწინ, რამდენიმე საათი ძალადობდა. უფროსმა შვილმა, რომელიც მოძალადე კაცის გერია, სახლიდან გაპარვა და 112-ში დარეკვა შეძლო. ეს ამ ოჯახში ძალადობის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მსხვერპლი ქალი “კურიერი პიესს” 3-წლიან მძიმე ისტორიას უყვება. “მუშტებით ცემა და მკვლელობით მუქარა” – ქალს მოძალადე ქმარი არაფხიზელ მდგომარეობაში ხშირად უსწორდებოდა.

იმის გამო, რომ ძალადობის ფაქტი სამართალდამცველებს შეატყობინა, მსხვერპლი ქალი მოძალადის ოჯახმა დასაჯა და სახლის კარზე საკეტი შეცვალა. სამი შვილით, ღია ცის ქვეშ დარჩენილი დედა ჰყვება, რომ ბავშვების პირადი ნივთების ასაღებად დიდი ხანი იბრძოლა.

მოძალადე მამაკაცი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ციხეში გაუშვა. დაზარალებულად მისი ყოფილი მეუღლე და გერი ცნეს. ქალმა ამის შემდეგ, სამოქალაქო დავა დაიწყო, მოსამართლემ მოძალადეს მსხვერპლი დედა-შვილის ფულადი კომპენსაცია დააკისრა.

მთავრობის დადგენილებით, 2022 წლის ბოლოდან ამოქმედდა ცვლილება, რომლითაც ძალადობის მსხვერპლ ქალებს და არასრულწლოვნებს კომპენსაციის მოთხოვნა შეუძლიათ. ამ უფლებით, საქართველოში უკვე რამდენიმე ქალმა ისარგებლა.

სტატისტიკა მძიმეა – მხოლოდ 2023 წელს ოჯახში ძალადობის ფაქტზე, შემაკავებელი ორდერი 6270 მოძალადე მამაკაცზე გაიცა. მსხვერპლად აღიარეს 6534 ქალი. მძიმე შედეგებით დაიწყო 2024 წელიც.

ვინც ჯერ კიდევ ითმენს და ჯერ კიდევ დუმს, ძალადობისგან თავის დაღწევა ერთი ზარით შეუძლია.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

მარკ რუტე ადასტურებს, რომ დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს

ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ დაადასტურა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს არ განიხილავს. ამის შესახებ რუტემ „ბლუმბერგისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.ჟურნალისტის კითხვაზე, მართლა მოხსნის თუ არა ტრამპი მოლაპარაკებების მაგიდიდან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხს, რუტემ დადებითად უპასუხა.ასევე, კითხვაზე, ომის დასრულების შემთხვევაში ექნებათ თუ არა ქვეყნებს რუსეთთან ურთიერთობის სურვილი, რუტემ უპასუხა:„ჯერ უნდა გაიზარდოს რუსეთზე ზეწოლა ომის დასასრულებლად, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთი იქ არის, ანუ რუსეთი არ გაქრება. მე 2014 წლამდე ბევრი მოლაპარაკება მქონდა მათთან, ჩემი პრემიერ-მინისტრობის დროს ბევრი მოლაპარაკება მქონდა პუტინთან. ვფიქრობ, ნორმალური იქნებოდა, თუ ომი შეწყდებოდა და ევროპა როგორღაც ნაბიჯ-ნაბიჯ და ამერიკა ნაბიჯ-ნაბიჯ აღადგენდა ნორმალურ ურთიერთობებს რუსეთთან, მაგრამ ჩვენ ჯერ აბსოლუტურად არ ვართ იქ. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ზეწოლა მათზე იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი მზად იყვნენ, სერიოზულად ჩაერთონ მოლაპარაკებებში ამერიკის, და, რა თქმა უნდა, უკრაინის ადმინისტრაციასთან“, – განაცხადა რუტემ.

„როიტერი“ – „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსკოვს ახალი სანქციებით ემუქრებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთს მოუწოდებენ, მიჰყვეს უკრაინის მაგალითს და დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას, წინააღმდეგ შემთხვევაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები, მოსკოვს ახალი სანქციების დაწესებით ემუქრებიან.ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა მოუწოდეს რუსეთს, ნაცვალგების საფუძველზე იმოქმედოს ცეცხლის შეწყვეტაზე თანაბარი პირობებით დათანხმებითა და მისი სრული განხორციელებით“, – აღნიშნულია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.განცხადებაში ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერი შეთანხმება დაცული უნდა იყოს.„საჭიროა უსაფრთხოების ძლიერი და სანდო მექანიზმები, რათა უკრაინამ აგრესიის ნებისმიერი განახლებული აქტის შეკავება და მისგან თავის დაცვა შეძლოს“, – ნათქვამია განცხადებაში.

„ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და, სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს“ – ვიქტორ ორბანი

ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და, სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა.მისი მტკიცებით, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოახდენს.ევროკავშირის მოახლოებულ სამიტზე საუბრისას, ორბანმა განაცხადა, რომ უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად."ევროპელმა ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა იბრძოლოს და, სანაცვლოდ, ის ევროკავშირში სწრაფ გაწევრიანებას მიიღებს. ეს უნგრეთს გაანადგურებს.უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის ეკონომიკასა და სამუშაო ძალაზე მძიმე შედეგებს მოახდენს. უნგრეთი ევროკავშირის გაფართოებისთვის ღიაა, თუმცა პრიორიტეტი სერბეთი, ჩრდილოეთ მაკედონია და მონტენეგრო უნდა იყოს. ჩვენ ასევე მხარს არ დავუჭერთ ევროკავშირის ერთობლივ სესხს თავდაცვის ხარჯების დასაფინანსებლად.არსებობენ ისინი, ვისაც მეტი ვალის აღება სურთ და ისინი, ვინც საკუთარ თავდაცვას საკუთარი რესურსებით აფინანსებს. უნგრეთის ფუნდამენტური კანონი ერთობლივ სესხებს მხარს არ უჭერს და პარლამენტმა ეს ხუთშაბათამდე უნდა განიხილოს", - აცხადებს ორბანი.

იაგო ხვიჩია – ნაკლებად მჯერა სალომე ზურაბიშვილის ლიდერობის, ხაზარაძეს ფული აქვს და ის იჩალიჩებს ლიდერობაზე

ოპოზიცია და სალომე ზურაბიშვილი უკვე გაერთიანებული არიან და რამდენად უფრო შეამჭიდროვებენ ერთმანეთთან ჩახუტებას, ვერ გეტყვით, მაგრამ წარმატებას ვუსურვებ, რადგან ჯერ კიდევ „ქარტიამ“ გააერთიანა ეს ხალხი, შემდეგ კი, სალომე ზურაბიშვილის და მისი მეგობრების მეცადინეობით, ერთობლივად უარი თქვეს პარლამენტზე, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.ხვიჩიას თქმით, პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ.„არ ვიცი, მეტი გაერთიანება რა უნდა იყოს, მაგრამ მივესალმები ქართული ოპოზიციის, „ნაცური“ ოპოზიციის გაერთიანებას ერთად, რადგან ნაკლებად დააბნევენ ამით ხალხს. ქალბატონი სალომეც თუ ამაში მიიღებს მონაწილეობას, ძალიან კარგი, კიდევ უკეთესი იქნება, თუ დაარწმუნებს ამ ძვირფას ოპოზიციონერებს იმაში, რომ საერთოდ არცერთ არჩევნებში არ მიიღონ მონაწილეობა. მგონი, მათთვისაც და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი იქნება ასე. პრინციპები არცერთს შეუშლის ხელს, რადგან ასეთი რამ, უბრალოდ, არ აქვთ. რაც შეეხება იმას, ლიდერი ვინ იქნება, ამ შემთხვევაში ხაზარაძე ჯიბეზე ხელს თუ გაიკრავს, ფული მოაგვარებს ამ პრობლემას, ქალბატონი სალომეს ლიდერობის მე ნაკლებად მჯერა. უფრო მგონია, ხაზარაძეს ვინაიდან ფული აქვს, ის იჩალიჩებს ლიდერობაზე. ვნახოთ, რა გამოვა. მე თანახმა ვარ, ვინც გინდა, ის იყოს ლიდერი, ეს ხალხი თუ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას, ერთმანეთს ულიდერონ და თუ უნდათ, გააჭენონ ერთმანეთი. არანაირი პრობლემა არ არის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.

პეტრე ცისკარიშვილი – მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო, თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად...

მიხეილ სააკაშვილს ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი, რატომ ხარ საქართველოშიო. თუ მისი გამოშვება მოუწევთ, არ უნდათ, რომ აქ იყოს, რადგან ყველაზე მეტად მისი ეშინიათ, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე.„ეს არის ერთ-ერთი ყველაზე აბსურდული და სასაცილო სისხლის სამართლის საქმე, რადგან თვითმარქვია რეჟიმმა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე გააქცია ამ ქვეყნიდან სიღარიბის, უიმედობისა და უპერსპექტივობის გამო. უამრავი მათგანი, მათ შორის შეერთებულ შტატებში შეიპარა, ერთ კვირაში კი ყველანი თავისუფლები იყვნენ. იმ ქვეყნებმა მიიღეს, ჩაიბარეს ეს ადამიანები, როგორც დევნილები. ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რა ტიპის დანაშაულიც არის საზღვრის კვეთა, განსაკუთრებით ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, რომლებიც ასე შევიდნენ სხვა ქვეყნებში, რადგან გაექცნენ აქაურ რეჟიმს და საკუთარ სახელმწიფოში უპერსპექტივობას. ახლა კი მიხეილ სააკაშვილს, რომელმაც შექმნა ამ ქვეყნის ყველა ინსტიტუტი, ედავებიან, რატომ გადმოკვეთე საზღვარი და რატომ ხარ საქართველოშიო, ამისთვის აღუძრეს სისხლის სამართლის საქმე. ამ რეჟიმის მთავარი მიზანია, თუ პოლიტიკური იძულების გამო მოუწევთ მისი გამოშვება, არ უნდათ, რომ იყოს საქართველოში, რადგან ამ რეჟიმს ყველაზე მეტად მისი ეშინია“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

ბოლო სიახლეები