ოთხშაბათი, ნოემბერი 5, 2025

ორი ირაკლი ერთმანეთში მუდმივ კონტაქტში იყვნენ ყოველთვის, ასეც გაგრძელდება-გიორგი ვოლსკი

ღარიბაშვილიც და კობახიძეც – ორი ირაკლი ერთმანეთში მუდმივ კონტაქტში იყვნენ ყოველთვის, ასეც გაგრძელდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ვფიქრობ, პოზიტიური ცვლილებაა და მთავრობისა და პარლამენტის ურთიერთობა უფრო დინამიკური გახდება. ღარიბაშვილიც და კობახიძეც – ორი ირაკლი ერთმანეთში მუდმივ კონტაქტში იყვნენ ყოველთვის, ასეც გაგრძელდება“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

დეპუტატი დარწმუნებულია, რომ ქართველი ხალხი საპარლამენტო არჩევნებზე ქვეყნის სტაბილურობის სასარგებლოდ გააკეთებს არჩევანს.

„სტაბილურობა უნდა ხალხს. ჩვენ არა მარტო სიტყვიერად, არამედ საქმით ვაჩვენეთ, რომ სტაბილურობა არის ჩვენი მართვისთვის მახასიათებელი. გამორიცხულია, რომ საზოგადოების დიდმა ნაწილმა აირჩიოს გაცხადებულად დესტაბილიზაციის, ქვეყნის რყევის გეგმა მუდმივად“, – აღნიშნა ვოლსკიმ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, ასევე, საქართველო მიესალმება მნიშვნელოვნად გაზრდილი ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას

ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია, 2025 წლის პირველ სამ კვარტალში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ასევე მიესალმება ჩინური ინვესტიციების დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა.„საქართველო კვლავ ერთგული რჩება ჩინეთის ბაზარზე თავისი ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისა და მიმზიდველი ტურისტული დანიშნულების ადგილის პოზიციის განმტკიცების მიმართ. ბოლო წლებში შეიმჩნევა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების დადებითი ტენდენცია. 2025 წლის პირველ სამ კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ვიზიტები 45 %-ით გაიზარდა. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველო მიზნად ისახავს, კიდევ უფრო გაზარდოს ცნობადობა მრავალფეროვანი ტურისტული შეთავაზებების შესახებ და მომდევნო წლებში კიდევ უფრო მეტი ჩინელი მოგზაური მოიზიდოს.გარდა ამისა, საქართველო მიესალმება ჩინური ინვესტიციების ბოლოდროინდელ დადებით ტენდენციას, რომელმაც 2025 წელს მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა. თუმცა, კვლავ არსებობს მნიშვნელოვანი პოტენციალი უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის, განსაკუთრებით ისეთ ძირითად სექტორებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი და ლოგისტიკა, სტუმარმასპინძლობა, სადაც ჩინური საწარმოების მონაწილეობა წახალისებულია,“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა.„ჩინეთ-საქართველოს ურთიერთობების სხვადასხვა სექტორში მიღწეული წინსვლა სრულად შეესაბამება საქართველოს ფართო ეკონომიკურ მუხტს, რაც აძლიერებს ქვეყნის მიერ ბოლო წლებში შენარჩუნებულ დადებით ტრაექტორიას. გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, საქართველო კვლავაც სტაბილური და საიმედო საყრდენის როლს ასრულებს რეგიონში. მდგრადი პროგრესის მკაფიო ხედვით ხელმძღვანელობის პირობებში, ქვეყანამ შეინარჩუნა მაკროეკონომიკური სტაბილურობა, მიაღწია შთამბეჭდავ ზრდას და აჩვენა მდგრადობა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2021-დან 2024 წლამდე საქართველომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ზრდის ტემპი დააფიქსირა, საშუალო წლიური 9.7 პროცენტით და 2025 წლისთვის 7.2-პროცენტიანი პროგნოზით; საშუალოვადიანი ზრდა მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საშუალოდ 5.1 პროცენტს შეადგენს,“- აღნიშნა პრემიერმა.

გარდაიცვალა მიტროპოლიტი სერაფიმე ჯოჯუა

გარდაიცვალა საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრი, მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი სერაფიმე (ჯოჯუა). ინფორმაციას საპატრიარქოში ადასტურებენ.„სანატრელსა შინა დაძინებასა, საუკუნო განსვენება მიმადლე, უფალო, სულსა მიცვალებულისა, მონისა შენისა, მიტროპოლიტისა სერაფიმესი და მიეც მას საუკუნო ხსენება. ამინ.გთხოვთ, თქვენს წმიდა ლოცვებში მოიხსენეთ ახალშესვენებული მიტროპოლიტი სერაფიმე“,- წერს „მრწამსი მართლმადიდებლური გვერდი“.

გადაარჩინეს ბავშვი, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა

გერმანიაში გადაარჩინეს დღენაკლული გოგო, რომელიც დაბადებისას 300 გრამს იწონიდა.ეს მაგდებურგის საუნივერსიტეტო კლინიკაში მოხდა. ბავშვი ვადაზე 16 კვირით ადრე დაიბადა. თანამედროვე აპარატურისა და სამედიცინო პერსონალის 24-საათიანი მუშაობის შედეგად, ბავშვი გადარჩა. კლინიკის ცნობით, გოგონა ახლა დაახლოებით 2 წლისაა, სრულიად ჯანმრთელი და აქტიურია.ახალშობილმა 7 კვირა ფილტვების ხელოვნურ ვენტილაციაზე გაატარა. ის კვებას ინფუზიების მეშვეობით იღებდა და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდა, რომელსაც ნეონატოლოგების, თერაპევტებისა და ექთნების გუნდი უზრუნველყოფდა.ოჯახმა სახლში დაბრუნება მშობიარობის სავარაუდო თარიღიდან მხოლოდ 9 კვირის შემდეგ შეძლო. სერიოზული გართულებები არ ყოფილა - ბავშვს მხედველობაც კი შეუნარჩუნდა და სათვალის ტარებაც არ დასჭირდება.გერმანულ კლინიკაში აღნიშნეს, რომ ზოგადად მსოფლიო პრაქტიკაში, 300 გრამი წონით დაბადებული ბავშვების გადარჩენის შანსი დაახლოებით 25%-ს შეადგენს.

ევროკომისიის ანგარიში: ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, FARA და „ოჯახური ღირებულებების შესახებ“ კანონი, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე

საქართველო ჩამოქვეითდა გამოხატვის თავისუფლების სფეროში, ადრეული მომზადების ეტაპიდან ადრეული მომზადების ეტაპსა და მომზადების გარკვეულ დონეს შორის პოზიციამდე, - ნათქვამია საქართველოს შესახებ ევროკომისიის ანგარიშში.„საანგარიშო პერიოდში მეორე წელია, რაც უკუსვლა დაფიქსირდა. ახალი კანონმდებლობა, მათ შორის „მაუწყებლობის შესახებ კანონში“ შეტანილი ცვლილებები, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი“ (Foreign Agents Registration Act) და საკანონმდებლო პაკეტი „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, ნეგატიურად აისახება გამოხატვის თავისუფლების უფლებაზე და მედიის თავისუფლად მუშაობის შესაძლებლობაზე“, - აღნიშნულია ანგარიშში.

„პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია“ – ივანე ჩხაიძე განმარტავს, რა ვირუსები ცირკულირებს ქვეყანაში

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, მოლოდინია, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური.„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსის შემთხვევა დადასტურებული არ არის. გრიპი ჯერ საქართველოში არ არის, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, რომ ნოემბრიდან აპრილის პერიოდში იქნება ქვეყანაში გრიპი. მოლოდინია, რომ გრიპის გავრცელების პიკი დეკემბერ-თებერვლის თვეზე მოვა. პიკური მაჩვენებელი ყოველ წელს განსხვავებულია, გასულ წელს თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“.მისივე თქმით, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი მეტად მსუბუქად მიმდინარე დაავადებების ჯგუფშია და პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმართება.

ბოლო სიახლეები