ორშაბათი, დეკემბერი 22, 2025

ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერობიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელის პრეზიდენტს და პარლამენტის სპიკერს ეროვნული უსაფრთხოების 40-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი, მეცნიერი და ბიზნესმენი მიმართავს

ბენიამინ ნეთანიაჰუს პრემიერ-მინისტრის პოსტიდან გათავისუფლების მოთხოვნით, ისრაელის პრეზიდენტს, იცხაკ ჰერცოგსა და პარლამენტის სპიკერს, ამირ ოჰანას, ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების 40-ზე მეტი ყოფილი მაღალჩინოსანი, მეცნიერი და ბიზნესმენი მიმართავს.

ნეთანიაჰუს გათავისუფლების მოთხოვნაზე ხელმომწერთა შორის ისრაელის საგარეო და შიდა უსაფრთხოების სამსახურის ოთხი ყოფილი დირექტორი, ისრაელის თავდაცვის ძალების ორი ყოფილი მეთაური და სამი ნობელიანტია.

მოთხოვნის მიზეზად დასახელებულია, რომ ნეთანიაჰუ არის „ეგზისტენციალური“ საფრთხე ქვეყნისთვის.

„მიგვაჩნია, რომ ნეთანიაჰუს ეკისრება უმთავრესი პასუხისმგებლობა იმ გარემოებების შექმნისთვის, რამაც მიგვიყვანა 1 200-ზე მეტი ისრაელელისა და სხვების სასტიკ მკვლელობასთან, 4 500-ზე მეტის დაშავებასა და 230 პირის გატაცებასთან, რომლებიც ჯერ კიდევ „ჰამასის“ ტყვეობაში არიან“, – ნათქვამია წერილში.

წერილში ასევე წერია, რომ „მსხვერპლის სისხლი ნეთანიაჰუს ხელებზეა“.

„ირანის, „ჰეზბოლასა“ და „ჰამასის“ ლიდერებმა, სწორად აღიქვეს ისრაელის სტაბილურობისთვის დესტაბილიზაციური და დამანგრეველი პროცესი, რომელსაც ნეთანიაჰუ ხელმძღვანელობდა და ისარგებლეს შესაძლებლობით, ზიანი მიეყენებინათ ისრაელის უსაფრთხოებისთვის“, – ვკითხულობთ წერილში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ზაქარია წიკლაური: დედაქალაქის ბიუჯეტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, გაცდა 2 მილიარდ ლარს. ეს იძლევა შესაძლებლობას, განვახორციელოთ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი პროექტი

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, ზაქარია წიკლაურმა მედიასთან ისაუბრა იმ მასშტაბურ პროექტებზე, რომელთა წამოწყებაც იგეგმება დედაქალაქში 2026 წელს. მან განაცხადა, რომ თბილისში დაბრუნდება ტრამვაი და დაიწყება საბაგიროების მოწყობაც.„ტრამვაი დაბრუნდება თბილისში და ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განტვირთოს მძიმე საცობები ქალაქში. უნდა ვახსენოთ, რომ დედაქალაქში არსებობდა ტრამვაი და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოექცა მას წინა ხელისუფლება - ეს პროექტი საერთოდ გააუქმეს, აყარეს ლიანდაგები, ჯართში ჩააბარეს და ამით პირადი სარგებელი ნახეს. კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას უწევს, რომ მათ მიერ გაფუჭებული საქმე გამოასწორონ და დააბრუნონ ეს პროექტი“ - აღნიშნა ზაქარია წიკლაურმა.მან ხაზი გაუსვა იმასაც, რომ რუსთაველის გამზირზე რევოლუციის არაერთი მცდელობის შემდეგ, საჭირო გახდა გამზირის რეაბილიტაცია, რაც ასევე შედის 2026 წლის გეგმებში. დეპუტატის თქმით, პროექტები დაიწყება დაუყოვნებლივ - იანვრიდან.„ხაზგასმით აღვნიშნოთ, რეალურად რა მოაქვს მშვიდობას ქვეყნისთვის: მშვიდობას მოაქვს ის, რომ იზრდება ქვეყნის ეკონომიკა და მეტი შესაძლებლობა ჩნდება იმისთვის, რომ საკუთარი ქვეყნის ინტერესები დააკმაყოფილო. ამის ნათელი მაგალითია თბილისის ბიუჯეტიც, რომელიც პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გაცდა 2 მილიარდ ლარს. შესაბამისად, ეს შესაძლებლობას იძლევა, რომ რაც შეიძლება მეტი მნიშვნელოვანი, ქალაქისთვის საჭირო, საინტერესო ინფრასტრუქტურული პროექტი განვახორციელოთ, რაც აწუხებს ქვეყანაში მოსახლეობას. ჩვენი მთავარი მიზანი ზუსტად ეს არის: ყველა ის ინტერესი, რომელიც აქვს მოსახლეობას, თბილისის ყველა ის გამოწვევა, რომელიც დგას დღის წესრიგში - გადავჭრათ, დავაკმაყოფილოთ და შევქმნათ უფრო მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი. როდესაც ვსაუბრობთ მსხვილ, მასშტაბურ პროექტებზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ტრამვაის ხაზი, რომელიც კოლოსალური თანხა ჯდება. ტრამვაი დაბრუნდება თბილისში და ეს იქნება ერთ-ერთი შესაძლებლობა იმისთვის, რომ განტვირთოს მძიმე საცობები ქალაქში. აქვე უნდა ვახსენოთ, რომ დედაქალაქში არსებობდა ტრამვაი და ჩვენ კარგად ვიცით, როგორ მოექცა მას წინა ხელისუფლება. ეს პროექტი საერთოდ გააუქმეს, აყარეს ლიანდაგები, ჯართში ჩააბარეს და ამით პირადი სარგებელი ნახეს. კახი კალაძეს და ქართულ ოცნებას უწევს, რომ მათ მიერ გაფუჭებული საქმე გამოასწორონ და დააბრუნონ ეს პროექტი. ასევე, საბაგიროებზე არის გადაწყვეტილება მიღებული და დაიწყება მათი მოწყობა. პირველი მოეწყობა ზედა სამგორში. მნიშვნელოვანია, ჯანდაცვის სფეროში განვითარებული სხვადასხვა პროგრამა, რომელიც ადამიანებს გაუმარტივებს ცხოვრებას, სიცოცხლეს გაუხანგრძლივებს და ეს დაფინანსებები კიდევ გაიზრდება. თბილისელებს ექნებათ შესაძლებლობა, რომ ისარგებლონ ამ პროგრამებით. სხვა ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი იწყება: რუსთაველის მთავარი გამზირის სრული რეაბილიტაცია, რაც საჭიროა რევოლუციის არაერთი მცდელობის შემდეგ, რასაც აქ ჰქონდა ადგილი. რაღაცები შეიძლება არ მოსწონთ ადამიანებს, მაგრამ, როცა თბილისის მერია მუშაობს და მერე, ღამე მავნებელი ამას აფუჭებს, მათ შორის რევოლუციის არაერთი მცდელობის პროცესში, რუსთაველის გამზირი ყველაზე დატვირთული ქუჩა გახდა. თბილისის მერს ხვდა წილად პასუხისმგებლობა , რომ კვლავ განავითაროს ქალაქი და კახი კალაძეს ეს რეალური შესაძლებლობა ნამდვილად აქვს, რადგან გააჩნია გამოცდილება, უნარი, და სიყვარული თავისი ქვეყნისა და დედაქალაქის მიმართ, სწორედ იმისთვის, რომ ბიუჯეტი მოახმაროს ქვეყნის ინტერესებს. ამაში საკრებულოც ბოლომდე, მაქსიმალურად ვართ ჩართულები და ვთვლით, რომ საინტერესო პროექტები განხორციელდება 2026 წელს. ეს პროცესი იანვარშივე დაიწყება” - განაცხადა ზაქარია წიკლაურმა.

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები ექვსი თვით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების ვადა ექვსი თვით გაახანგრძლივა. საუბარია იმ სანქციებზე, რომლებიც ევროკავშირმა პირველად შემოიღო 2014 წელს და გააფართოვა 2022 წელს, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების საპასუხოდ.დღეს მიღებული გადაწყვეტილებით სანქციები ძალაში დარჩება 2026 წლის 31 ივლისამდე.ეს სანქციები მოიცავს ფართო სპექტრის სექტორალურ სანქციებს, კერძოდ ვაჭრობის, ფინანსების, ენერგეტიკის, ტექნოლოგიების სფეროებში და ორმაგი დანიშნულების პროდუქტების, მრეწველობის, ტრანსპორტის და ფუფუნების საგნების მიმართ.სანქციები ასევე მოიცავს საზღვაო გზით რუსეთში ნავთობისა და გარკვეული ნავთობპროდუქტების რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტის აკრძალვას, რამდენიმე რუსული ბანკის საგადასახადო სისტემა სვიფტიდან გათიშავს და კრემლის მხარდამჭერი რამდენიმე დეზინფორმაციული მედიასაშუალების ევროკავშირში ფუნქციონირების შეზღუდვას.ევროკავშირში აცხადებენ, რომ მზად არიან რუსეთზე ზეწოლა დამატებითი სანქციების დაწესების გზით გააგრძელონ.

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი ვორქშოფით აღინიშნა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობისგარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტის დაარსების 45-ე წლისთავი ვორქშოფითაღინიშნა. ღონისძიება აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტზე გაიმართადა სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკებს დაეთმო.ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.სტუ-ის ცნობით, ვორქშოფში სტუდენტები, უნივერსიტეტის მკვლევრები და პროფესორ-მასწავლებლები, სფეროს ექსპერტები, ინდუსტრიების წარმომადგენლები და სპეციალისტებიმონაწილეობდნენ. ღონისძიების მხარდამჭერები კომპანიები - RMG-ი და WasteLess-ი იყვნენ.ვორქშოპი აგრარული მეცნიერებისა და ქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანმა გახსნა. მანსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს დავით გურგენიძის სახელითმადლობა გადაუხადა პროფესორ ვიქტორ ერისთავის სახელობის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა დაეკოლოგიის დეპარტამენტის აკადემიურ პერსონალსა და მეცნიერებს იმ დიდი ღვაწლისათვის, რაცათწლეულების მანძილზე გარემოსდამცველთა აღზრდას და გარემოს დაცვის მიმართულებითკვლევების განხორციელებას უკავშირდება.პროფესორმა ლიანა თარგამაძემ თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა იმ გლობალურ დარეგიონულ გარემოსდაცვით გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც თანამედროვე მსოფლიო დგას, მათშორის - სამრეწველო ნარჩენების მართვის, ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენებისა დაეკოსისტემების დაცვის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, კლიმატის ცვლილებისა და ინდუსტრიულიგანვითარების პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება თანამედროვე მოთხოვნებისშესაბამისი, მაღალკვალიფიციური გარემოსდაცვითი ინჟინრების მომზადებას. როგორც ლიანათარგამაძემ აღნიშნა, გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის დეპარტამენტი უკვე 45 წელიამნიშვნელოვან როლს ასრულებს სწორედ ამ მიმართულებით: აერთიანებს განათლებას, კვლევასა დაპრაქტიკას, ამზადებს პროფესიონალებს, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ გარემოს დაცვისა დამდგრადი განვითარების პროცესებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ.ვორქშოფის ფარგლებში, სტუდენტებისთვის თანამედროვე ვეისტ მენეჯმენტის შესახებ საჯაროლექციები ჩაატარეს სფეროს პროფესიონალებმა. კომპანია RMG-ის გარემოსდაცვითმა მმართველმაკონსტანტინე ხაჭაპურიძემ ნარჩენების მართვის თანამედროვე მიდგომების შესახებ ისაუბრა, ხოლოკომპანია WasteLess-ის დამფუძნებელმა და ხელმძღვანელმა გიორგი გულიაშვილმა სპეციფიურინარჩენების მართვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილა.ვორქშოფის მონაწილეთა წინაშე შემაჯამებელი სიტყვით წარსდგა აგრარული მეცნიერებისა დაქიმიური ტექნოლოგიების ფაკულტეტის გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიისდეპარტამენტის ხელმძღვანელი. პროფესორმა დიმიტრი ერისთავმა მადლობა გადაუხადასაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორსა და ადმინისტრაციას დეპარტამენტის დაარსების45-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ მსგავსიინიციატივები ხელს უწყობს აკადემიურ და პროფესიულ სივრცეებს შორის კავშირის გაღრმავებას.პროფესორმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა პარტნიორ ორგანიზაციებთან მჭიდროთანამშრომლობის მნიშვნელობაზე როგორც განათლების ხარისხის ამაღლების, ისე გამოყენებითიკვლევების განვითარების კუთხით, ასევე ისაუბრა სამომავლო ერთობლივი პროექტების, ინოვაციურიკვლევებისა და სტუდენტებისთვის პრაქტიკული გამოცდილების გაფართოების ძირითადმიმართულებებზე. სტუ-ის ინფორმაციით, ვორქშოფის - „სამრეწველო ნარჩენების მართვის თანამედროვე პრაქტიკაშიგამოყენება“ - ფარგლებში, ღონისძიების მონაწილე სტუდენტებისთვის RMG-ის ტერიტორიაზემოეწყო სპეციალური ტური, რომელზეც კომპანიის სპეციალისტებმა ახალგაზრდებს საწარმოოპროცესების შედეგად წარმოქმნილი სამრეწველო და სახიფათო ნარჩენის მართვის მეთოდები გააცნეს.

ჯეი დი ვენსი – უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა

უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებებში პროგრესი მიღწეულია, თუმცა გაურკვეველია, როდის დადგება მშვიდობა, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა განაცხადა.ვენსის თქმით, მოლაპარაკებების პროცესში სირთულეებია სამივე ჩართულ მხარესთან – უკრაინელებთან, რუსებთან და ევროპელებთან, თუმცა, მისი აზრით, „გარღვევას“ წარმოადგენს ის, რომ „ყველა სადავო საკითხი ღიად განიხილება“, მაშინ როცა „თავიდან იყო გარკვეული არეულობა და გაურკვევლობა“.აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დროს ყველაზე სადავო საკითხი ტერიტორიებია.„რუსებს ნამდვილად სურთ დონეცკის ოლქის ტერიტორიის კონტროლი. უკრაინელები ამას უსაფრთხოების სერიოზულ პრობლემად მიიჩნევენ, მაშინაც კი, თუ ისინი თავადაც აღიარებენ, რომ საბოლოოდ, სავარაუდოდ, დაკარგავენ დონეცკს, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს 12 თვეში, ან შეიძლება, მოგვიანებითაც. ამიტომ, ეს ტერიტორიული დათმობა მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს მოლაპარაკებებში, მე ვიტყოდი, რომ ეს საშინელი ტერიტორიული დათმობაა“, – აღნიშნა ჯეი დი ვენსმა.ამასთან, ვენსის თქმით, არსებობს რამდენიმე ნაკლებად მნიშვნელოვანი საკითხიც.„ვინ აკონტროლებს ბირთვულ ობიექტს ზაპორიჟიეში? შესაძლებელია თუ არა მისი ერთობლივი კონტროლი? ის უნდა აკონტროლოს ერთმა მხარემ თუ რამდენიმემ? რა მოხდება საბოლოოდ ეთნიკურ რუსებთან დაკავშირებით, რომლებიც ჯერ კიდევ უკრაინაში არიან? რა ბედი ელოდებათ ეთნიკურ უკრაინელებს, რომლებიც ჯერ კიდევ რუსეთში არიან? ბევრი რუსი სვამდა მსგავს კითხვებს. და, რა თქმა უნდა, არის უკრაინის რეკონსტრუქციის საკითხიც“, – განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.ვენსის თქმით, არ ეწინააღმდეგება გარკვეული საკითხების მედიაში გავრცელებას და მიიჩნევს, რომ ყველა მხარე მონაწილეობს მოლაპარაკებებში საკუთარი „კეთილი ნებით“. თუმცა, მშვიდობის მიღწევის პერსპექტივების შეფასებისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა არ გამოთქვა რწმენა, რომ ეს აუცილებლად მოხდება.„ჩვენ ვაგრძელებთ მოლაპარაკებებს. ვფიქრობ, რომ მივაღწიეთ პროგრესს, მაგრამ დღეს დარწმუნებით ვერ ვიტყვი, რომ სამშვიდობო გადაწყვეტამდე მივალთ. ვფიქრობ, რომ დიდი ალბათობაა იმისა,რომ ამას მივაღწევთ,თუმცა ასევე დიდი ალბათობაა იმისაც, რომ ამას ვერ გავაკეთებთ“, – განაცხადა ვენსმა.

სახალხო დამცველი „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“ პარლამენტის მიღებულ კანონზე განცხადებას ავრცელებს

სახალხო დამცველი ეხმიანება საქართველოს პარლამენტის მიერ 2025 წლის 17 დეკემბერს მიღებულ კანონს „კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ“.როგორც ომბუდსმენის ინფორმაციაშია აღნიშნული, კანონპროექტის ინიცირების დღიდან საქართველოს სახალხო დამცველი, უფლებამოსილების შესაბამისად, აქტიურად იყო ჩართული განხილვის პროცესში.„სახალხო დამცველმა  სხვადასხვა ეტაპზე, მათ შორის, საკანონმდებლო ინიციატივის საკომიტეტო განხილვისას, დააფიქსირა საკუთარი პოზიცია და რეკომენდაციები. სახალხო დამცველის მიერ კანონპროექტის შეფასების პროცესში შესწავლილ იქნა საერთაშორისო პრაქტიკა, მათ შორის, არაერთი ქვეყნის გამოცდილება, მსგავსი დაწესებულებების მქონე სახელმწიფოების მიმართ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის მიერ შემუშავებული დასკვნითი შენიშვნები და კომიტეტის მიერ გამოკვეთილი რეკომენდაციები.საქართველოს პარლამენტმა, სახალხო დამცველის კომენტარების საფუძველზე, კანონპროექტში ასახა გარკვეული ცვლილებები, თუმცა ბავშვის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით, კანონში კვლავ რჩება პრინციპული გამოწვევები, მათ შორის, დახურული ტიპის დაწესებულების ინსტიტუციური ხასიათი და მისი უწყებრივი დაქვემდებარების საკითხი.სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს ბავშვებთან და ბავშვიან ოჯახებთან პრევენციული მიდგომების დანერგვასა და გაძლიერებას, ადრეული ინტერვენციების ეფექტიანი მექანიზმების განვითარებასა და ოჯახების მხარდამჭერი სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას.საქართველოს სახალხო დამცველი უფლებამოსილების ფარგლებში, ყველა შესაბამის ფორმატში განაგრძობს აღნიშნულ საკითხზე აქტიურ მუშაობას, საერთაშორისო და ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვთა უფლებებისა და თავისუფლებების განუხრელი დაცვისა და მათი ეფექტიანი რეალიზების ხელშეწყობის მიზნით“,- აღნიშნულია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

ბოლო სიახლეები