ხუთშაბათი, დეკემბერი 25, 2025

პარიზში ახალი საიმიგრაციო კანონი გააპროტესტეს

პარიზის ქუჩებში ათასობით ადამიანი ახალი საიმიგრაციო კანონის გასაპროტესტებლად გამოვიდა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, საფრანგეთში იმ მიგრანტების ცხოვრება, რომლებსაც არ აქვთ შესაბამისი დოკმუმენტები, არ არის მარტივი. აქციაზე აცხადებენ, რომ სურთ ისეთი კანონი, რომელიც სათანადო მუშაობისა და დამსაქმებლებისგან სათანადო მოპყრობის საშუალებას მისცემთ.

მომიტინგეები ასევევ ამბობენ, რომ ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საფრანგეთში მიგრანტად ჩასვლის უფლება და ეს არ უნდა იყოს შეუძლებელი.

შეგახსენებთ, საფრანგეთის პარლამენტმა დეკემბრის თვეში ახალი საიმიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების კანონი დაამტკიცა. საკანონმდებლო ცვლილებები საფრანგეთში არალეგალურად ჩასული მიგრანტების დეპორტაციის გამარტივებას და სოციალური დახმარების მიღების გართულებას ითვალისწინებს. ასევე, ახალი წესებით, რთულდება მიგრანტების მიერ მათი ოჯახის წევრების საფრანგეთში ჩაყვანა. კანონპროექტი ასევე ითვალისწინებს საფრანგეთის მოქალაქეობის ჩამორთმევას ორმაგი მოქალაქეობის მქონე იმ პირებისთვის, რომლებმაც სამართალდამცავი ორგანოების წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

გია ვოლსკი: ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად, არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ფასების თემა პრიორიტეტულია და ფაქტია, რომ სწრაფად არის მისაღები შესაბამისი გადაწყვეტილებები.ვოლსკის თქმით, ბიზნესის კუთხით არავითარ რეპრესიებზე არ შეიძლება იყოს საუბარი და გადაწყვეტილებები მხოლოდ საზოგადოების ინტერესებიდან გამომდინარე იქნება მიღებული.„ბოლო პერიოდის კვლევები ყველა მიმართულებით აჩვენებს, რომ ფასების თემამ პირველ ხაზში გადმოიწია. რასაკვირველია, ამ საკითხს სიღრმისეული კვლევა სჭირდება, მაგრამ ფაქტია, გარკვეული გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული და რაც შეიძლება სწრაფად. არ შეიძლება, ქვეყანაში ბოგინობდეს ისეთი ბიზნესი, რომელიც საზოგადოების ისედაც შეჭირვებული ჯიბით სარგებლობს და ამით მდიდრდებოდეს. რასაკვირველია, არსებობს ევროპული და ამერიკული გამოცდილება და ამ თემას, ამ კვლევას მეცნიერული კვლევა დავარქვათ.ბიზნესის მისამართით რეპრესიებზე თუ არის ლაპარაკი, ჩვენ ვიცით, რას ჰქვია რეპრესია, 2012 წლამდე სწორედ რეპრესიები იყო. არავითარ რეპრესიაზე ლაპარაკი არ არის. მკაცრი ზომები თუ გახდა მისაღები, რასაკვირველია, ესეც საზოგადოების ინტერესებიდან იქნება გაკეთებული, თუმცა მე ვფიქრობ, ამ თემასთან დაკავშირებით მაინც მოლაპარაკება არის პრიორიტეტი, უპირველესი ამოცანა. რატომ გახდა ისტერიკის მიზეზი, ეს უნდა ვკითხოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გაერთიანდნენ „რევოლუციურ კომიტეტში“. რასაკვირველია, არანაირი პოზიტივი – ევროპული კვლევები, მსოფლიო ბანკის კვლევები – მათთვის არ არის მისაღები, არც გასათვალისწინებელი და პირიქით, გაღიზიანების იმ ხარისხს იწვევს, რომელიც მეტყველებს ერთ რამეზე – ჩვენ საქმე გვაქვს არა ოპონენტებთან, არა ოპოზიციურ პოლიტიკურ ჯგუფებთან, არამედ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა ჯგუფთან. ეს ძალიან სამწუხაროა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ სამომხმარებლო ფასებთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურად იმუშავებს სადისტრიბუციო და მარკეტების ქსელებთან ფასების შემცირების მიზნით. კობახიძის თქმით, პარლამენტს სთხოვს, საკითხის შესაფასებლად საპარლამენტო კომისია შექმნას.

მარია ზახაროვა – დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი, არა

აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მართლაც ცდილობს ქვეყნის გადარჩენას ისე, როგორც საჭიროდ მიაჩნია, თუმცა მისი ზოგიერთი მეთოდი მისაღებია, ზოგი კი – არა, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ განაცხადა.ზახაროვას თქმით, აშშ-ის პრეზიდენტი ქვეყნის გადარჩენის დღის წესრიგით მოვიდა ხელისუფლებაში და აშშ-ის ეკონომიკური მაჩვენებლები მიუთითებს, რომ ქვეყანას ნამდვილად სჭირდებოდა გადარჩენა.„მის მიერ გამოყენებული მეთოდები განსხვავებულია. ზოგი ჩვენთვის გასაგებია, მისაღებიც კი. ზოგი არა და ეს ფაქტია, მაგრამ ის თავისი ქვეყნის გადასარჩენად მუშაობს – ამას აცხადებს. გადაარჩენს ისე, როგორც ესმის და იცის, მათ შორის ისე, როგორც მისი ამომრჩევლები აძლევენ მას უფლებამოსილებას. ეს ნამდვილად ასეა, ეს სიმართლეა“, – განაცხადა ზახაროვამ.

ირაკლი ფავლენიშვილი – დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად თუ განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, უნდა დაექვემდებარო მის წესებს

საქართველო ჯერ არ არის ევროკავშირის წევრი, მაგრამ ჩვენ გვქონდა კანდიდატის სტატუსი და გაფართოების პროცესში ვიყავით აღქმული პოტენციურ წევრად. ამიტომ, მოთხოვნები, კრიტერიუმები, მათგან მომდინარე განცხადებები და მიღებული გადაწყვეტილებები ამ კონტექსტში არის აღქმული, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.მისი თქმით, არსებობს ვალდებულებები, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, თუ უნდა ამა თუ იმ გაერთიანების წევრი გახდეს.„აშშ-ს არანაირი პირდაპირი ბმა ევროკავშირთან არ აქვს, გარდა იმისა, რომ პარტნიორობს და ამ შემთხვევაში ალბათ სხვა საქმეა. საქართველოსთან მიმდინარე პროცესი სხვა საქმეა, მით უმეტეს, დარწმუნებული ვარ, კალასი მიიჩნევს, რომ ეს ხალხი არ იყო დასასანქცირებელი. არ ჩაუდენიათ ისეთი რამ, რაც სანქცირების მიზეზი შეიძლება, გამხდარიყო. საქართველოსთან მიმართებაში ისიც ხედავს, რომ დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრა მიმდინარეობს. ევროკავშირის წევრობა როცა გინდა, რაღაც წესებს ხომ ექვემდებარები. კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანა იმას ხომ არ ნიშნავს, რომ საერთოდ არანაირი ინსტიტუციური ბმა ევროკავშირთან არ გაქვს. თუ შენ ამ დიდი გაერთიანების პოტენციურ წევრად განიხილავ თავს და გაქვს გარკვეული ინსტიტუციური ბმები, ამ შემთხვევაში, უნდა დაექვემდებარო მის წესებს. არის გარკვეული კრიტერიუმები, ვალდებულებები. თუ არ გინდა წევრობა, შეიძლება ნებისმიერი კავშირი გაწყვეტილი გქონდეს, არც უვიზო მიმოსვლა გქონდეს, არც თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ეს უნდა ივანიშვილს და არ უნდა ქართველ ხალხს“, – განაცხადა ფავლენიშვილმა.ცნობისთვის, სახელმწიფო დეპარტამენტმა აშშ-ში შესვლა აუკრძალა ხუთ პირს, რომლებიც ამერიკულ ონლაინ პლატფორმებზე მასალების ცენზურას ახდენდნენ, ერთ-ერთი მათგანია ყოფილი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი.აშშ-ის მიერ სავიზო შეზღუდვის დაწესებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა ევროკომისიამ, რომელშიც ნათქვამია: „აშშ-ის ხელისუფლებისგან განმარტებები მოვითხოვეთ. საჭიროების შემთხვევაში, მზად ვართ გადამწყვეტი პასუხისთვის, რათა ჩვენი მარეგულირებელი ავტონომია გაუმართლებელი ზომებისგან დავიცვათ“.მოგვიანებით, აშშ-ის აღნიშნული ქმედება დაგმეს ევროკავშირის ლიდერებმა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა განაცხადა, რომ „აშშ-ის გადაწყვეტილება, დააწესოს ევროპის მოქალაქეებისა და თანამდებობის პირებისთვის მოგზაურობის შეზღუდვები, მიუღებელია და ჩვენი სუვერენიტეტის გამოწვევის მცდელობაა“.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და იუსტიციის სახლს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ირაკლი (დაჩი) ბერაიამ და სსიპ „იუსტიციის სახლის“ თავმჯდომარემ, ვახტანგ ჟვანიამ თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, იუსტიციის სახლში შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების დანერგვა ეტაპობრივად განხორციელდება და საბოლოო ჯამში, იუსტიციის სახლის ფილიალებში შემოსვლების სამსახურის 500-მდე სერვისი გახდება ხელმისაწვდომი, რაც კიდევ უფრო გაუმარტივეს გადასახადის გადამხდელებს საგადასახადო ვალდებულებების შესრულებას და  „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს მოქალაქეებისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. შეხვედრას ესწრებოდნენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე პაატა კილაძე და უწყების სხვადასხვა დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები. მემორანდუმი ძალაში შედის მხარეების მიერ, მისი ხელმოწერის თარიღიდან.

ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ

მართლმადიდებელი ეკლესია 25 დეკემბერს წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა ჩატარდება.წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელი მე-4 საუკუნეში მოღვაწეობდა. იგი ერეტიკოსებისგან ყოვლადწმინდა სამების ერთარსობის დოგმატს იცავდა. მან სიცოცხლეშივე მრავალი სასწაული აღასრულა და დღესაც აღესრულება მისი წმინდა ნაწილებიდან კუნძულ კორფუსზე, მისივე სახელობის ტაძარში. იგი საბერძნეთის მფარველად ითვლება.ლოცვა, რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ„ჰოჲ, ყოვლად-ნეტარო წმიდაო მღუდელ-მთავარო სპირიდონ, ევედრე კეთილ-სახიერებასა კაცთმოყუარისა ღმრთისა, რათა არა დაგუსაჯოს ჩუენ უსჯულოებათა ჩუენთა, არამედ ჰყოს ჩუენ ზედა წყალობისაებრ მისისა. ევედრე ქრისტესა და ღმერთსა ჩუენსა, ჩუენ ღმრთისა მონათა გამო (სახელები), რათა მოგუცეს ჩუენ მშვიდობითი და უშფოთუელი ცხოვრებაჲ, სულისა და ხორცის სიმრთელეჲ. გვიხსენ ჩუენ ყოვლისაგან ჭირისა სულიერისა და ხორციელისა, ყოვლისაგან ქენჯნისა და სატანებრივისა ცილისწამებისა. მომიხსენე ჩუენ წინაშე საყდრისა ყოვლისმპყრობელისა და ჰვედრე უფალსა, რათა მოგუცეს ჩუენ მრავალთა შეცოდებათა ჩუენთა შენდობაჲ, უჭირველი და უშფოთველი ცხოვრებაჲ, მოგუმადლოს ჩუენ ურცხუენელი და მშვიდობითი აღსასრული ცხოვრებისა ჩუენისაჲ და მომავალსა საუკუნესა შინა მარადიულსა ნეტარებასა ღირს გვყოს, რათა დაუსრულებელად დიდებასა და მადლობასა აღვავლენდეთ მამისა და ძისა და წმიდისა სულისა მიმართ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ.“

ბოლო სიახლეები