კვირა, თებერვალი 8, 2026

ირაკლი ჩიქოვანი – დღეს ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა, ჩვენ დაკავებულები ვართ საქმით, რომელიც წაადგება სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს

მართლაც ცუდია, როდესაც ქვეყანაში არ არსებობს ოპოზიციაში არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია შინაარსობრივი დებატი ხელისუფლებასთან, რომელსაც აქვს ისეთი მაღალი მორალური პოზიციები ან ავტორიტეტი, რომ საზოგადოებასთან შეუძლია, პირნათლად წარდგეს. სამწუხაროდ, ოპოზიციაში ჩვენ პრაქტიკულად ასეთებს ვერ ვხედავთ, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე ყველა დაჩრდილულია „ნაციონალური მოძრაობით“, შესაბამისად, ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, საზოგადოებას ხელისუფლების ალტერნატივა შესთავაზოს.

„ვინც დარჩენილია, მათ ძალა არ ყოფნით და დაჩრდილულები არიან ისეთი პოლიტიკური ძალებით, როგორიცაა „ნაციონალური მოძრაობა“ და ის კრიმინალური ფული, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ უკან დგას, „ნაციონალურ მოძრაობაში“ და მასთან დაკავშირებულ მედიებში ტრიალებს. ფაქტი ფაქტად რჩება, დღეს ოპოზიციას არ აქვს შესაძლებლობა, რომ ჩვენს მოქალაქეებს შესთავაზოს ალტერნატივა“, – აღნიშნა ჩიქოვანმა.

მან ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის და პრემიერ-მინისტრის საქმიანობას და აღნიშნა, რომ მიღწეულ შედეგებზე არა მხოლოდ მმართველი გუნდი, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ.

„ჩვენ ვხედავთ საქართველოს ხელისუფლებას, პრემიერ-მინისტრს, მთავრობას აქვს ძალიან დიდი შედეგები როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერების თვალსაზრისით და ვხედავთ, რომ არის ძალიან დიდი წარმატებები საერთაშორისო ფონზე. ვხედავთ, რა დონის შეხვედრები აქვს საქართველოს პრემიერ-მინისტრს დავოსში, რა საკითხებზე საუბრობდა, უკვე მიღწეულ შედეგებზე, რომლებზეც არა მხოლოდ ჩვენ, არამედ დიდი საერთაშორისო ორგანიზაციები საუბრობენ. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ დაკავებულები ვართ საქმით, რომელიც წაადგება ჩვენს სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

სურსათის ეროვნული სააგენტო – „დანონი ნუტრიციის“ შეტყობინების საფუძველზე ბავშვთა კვების პროდუქტების კონკრეტული პარტიების მოკვლევა მიმდინარეობს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მულტინაციონალური კომპანიიდან, „დანონი ნუტრიციიდან“ მიიღო შეტყობინება „დანონის“ პროდუქციის კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.მათივე ცნობით, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვნა განპირობებულია პრევენციით, კონკრეტულად, ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანოს (EFSA) ახალი სახელმძღვანელო მითითებებით და არ უკავშირდება სურსათის უვნებლობის სტანდარტების დარღვევას.„2026 წლის 2 თებერვალს ევროპის სურსათის უვნებლობის ორგანომ (EFSA) ბავშვთა კვებისთვის  დააწესა ცერეულიდის (cereulide) დაბალი ზღვარი. წარმოების პერიოდში კი „დანონის“ პროდუქცია სრულ შესაბამისობაში იყო ევროკავშირის ყველა მოქმედ რეგულაციასთან, თუმცა, კომპანიის მაღალი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, მიიღეს გადაწყვეტილება, კონკრეტული პარტიების ბაზრიდან გამოთხოვის შესახებაღნიშნული ფაქტის გათვალისწინებით, მულტინაციონალური კომპანიის, „დანონი ნუტრიციის“ ბრენდის პროდუქტების იმპორტიორმა საქართველოში – კომპანია „ჯისი Georgian Info Service“-მა (სკ 211357850) მიიღო მყისიერი გადაწყვეტილება სარეალიზაციო ქსელიდან სურსათის კონკრეტული პარტიების ამოღების შესახებ, დაუკავშირდა დისტრიბუტორს და მიმდინარეობს საწყობის დეტალური ინვენტარიზაცია.პირველადი მონაცემებით, საწყობში აღნიშნული პარტიის პროდუქცია არ იძებნება. აღმოჩენის შემთხვევაში კი შემდგომი რეაგირების მიზნით სურსათი დაილუქება.სურსათის ეროვნული სააგენტო პროცესზე სრულ ზედამხედველობას ახორციელებს და შედეგების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობება საზოგადოებას.ცერეულიდი (cereulide) არის ტოქსინი, რომელიც წარმოიქმნება Bacillus cereus-ის ზოგიერთი შტამის მიერ და იწვევს ღებინებას, დიარეას და სისუსტეს“, – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

სასიკვდილო ნიპას ვირუსი ინდოეთის საზღვრებს გასცდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ბანგლადეშში ნიპას ვირუსით ინფიცირების შემდეგ პაციენტის გარდაცვალება დაადასტურა და დასძინა, რომ მათი აზრით, საერთაშორისო გავრცელების რისკი კვლავ დაბალი რჩება. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.პარასკევს, ჯანმომ განაცხადა, რომ პაციენტი 28 იანვარს საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა, სადაც სპეციალისტების ჯგუფმა ყელის ნაცხი და სისხლის ნიმუშები აიღეს. უწყების ცნობით, სპეციალისტებმა ვირუსის ლაბორატორიული დადასტურება მომდევნო დღეს მიიღეს."2026 წლის 3 თებერვალს, ბანგლადეშის ჯანმრთელობის საერთაშორისო რეგულაციების (IHR) ეროვნულმა ორგანიზაციამ, ჯანმო-ს აცნობა ნიპას ვირუსის (NV) ინფექციის ერთი დადასტურებული შემთხვევის შესახებ რაჯშაჰის ოლქში“, - ნათქვამია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციის განცხადებაში.განცხადება გაკეთდა დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ, რაც ინდოეთის აღმოსავლეთ შტატში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის ორი შემთხვევა დადასტურდა. ინდოეთის ხელისუფლება მუშაობს მომაკვდინებელი ვირუსის გავრცელების შესაკავებლად, რომელიც, მათი თქმით, დიდწილად კონტროლის ქვეშაა.ინდდოეთში, დასავლეთ ბენგალში, ნიპას ვირუსის აფეთქებამ შეშფოთება გაზარდა ჩინეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყანაში, რამაც აეროპორტებში ჯანმრთელობის შემოწმების მკაცრი ზომების დაწესება გამოიწვია. ამასთან, ჯანმო-მ განაცხადა, რომ, არსებული ინფორმაციის საფუძველზე, რაიმე სახის მოგზაურობის ან ვაჭრობის შეზღუდვის რეკომენდაციას არ გასცემს."ჯანმო ნიპას ვირუსის მიერ შექმნილ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის საერთო რისკს აფასებს, როგორც დაბალს, ეროვნულ, რეგიონულ და გლობალურ დონეზე", - ნათქვამია შეფასებაში.

„მიყვარხარ უსაზღვროდ“ – ლიზა ჩიჩუას ემოციური მიმართვა დედას

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი 6 თებერვალს იუბილარია. ქეთი დაბადების დღეზე სოციალურ ქსელში უამრავ მილოცვას იღებს, მათ შორის არის ქეთი შვილი ლიზა ჩიჩუა„დე, გილოცავ დაბადების დღეს! მიყვარხარ უსაზღვროდ!“, – წერს ლიზა ჩიჩუა და მისი უფროსი შვილისა და დედის ერთობლივ ფოტოს გვიზიარებს. 

ძლიერი შტორმის გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში ერთი ადამიანი დაიღუპა

შტორმის გაძლიერების გამო ესპანეთში 11 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, პორტუგალიაში კი ერთი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ „სქაი ნიუსი” წერს.ესპანეთის სამხრეთით, ანდალუსიის რეგიონში 11 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა, დაეტოვებინა საკუთარი სახლები, ხოლო ესპანეთის მასშტაბით თითქმის 170 გზატკეცილი დაიკეტა, პორტუგალიაში რკინიგზის მიმოსვლა შეფერხდა.ესპანელი ფერმერების თქმით, კოკისპირულმა წვიმებმა და ძლიერმა ქარმა მინდვრები დატბორა და მათ მოსავალს მილიონობით ევროს ღირებულების ზარალი მიაყენა.პორტუგალიის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ განაცხადა, რომ, წინასწარი შეფასებით, სოფლის მეურნეობისა და სატყეო სექტორებში ზარალი დაახლოებით 750 მილიონ ევროს შეადგენს. მათი თქმით, მოსალოდნელია, რომ შტორმი მომდევნო დღეებში გაძლიერდება.

დღეს დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა

დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში საზეიმო წირვა-ლოცვა ჩატარდებადავით აღმაშენებელი 1089 წელს, 16 წლის ასაკში გამეფდა და 36 წელი მეფობდა, რის შემდეგაც 53 წლის ასაკში აღესრულა. ანდერძის მიხედვით, დავით აღმაშენებელი გელათის მონასტრის შესასვლელშია დაკრძალული. ქვეყნისა და ერის წინაშე უდიდესი დამსახურებისათვის, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ დავით აღმაშენებელი წმინდანად შერაცხა და მისი ხსენების დღედ 8 თებერვალი დააწესა.

ბოლო სიახლეები