სამშაბათი, ივლისი 15, 2025

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციის გათვლა იყო უმარტივესი – არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუციის მოწყობა

ყველა ჯერზე, როდესაც ოპოზიციის წარმომადგენლები, მათ შორის სალომე ზურაბიშვილი, ჩადიოდნენ ევროპის დედაქალაქებში, უფრო მეტად რთულდებოდა ის პროცესი, რაც დაკავშირებული იყო კანდიდატის სტატუსის მიღებასთან. ამას ჰქონდა ძალიან მარტივი ახსნა – ისინი იქაც იგივეს ლაპარაკობდნენ, რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „იმედი LIVE” -ში განაცხადა.

„გარეთ ხომ ვერ წახვალ და სხვა რამეს ხომ ვერ ილაპარაკებ? ჯერ მარტო ის ადამიანები იმასაც უსმენენ, რასაც ოპოზიცია საუბრობს ქვეყნის შიგნით. რასაც ლაპარაკობდნენ ქვეყნის შიგნით, იგივეს ლაპარაკობდნენ ქვეყნის გარეთ. ამბობდნენ, რომ ქვეყანა არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ყველა მიმართულებით აკრიტიკებდნენ ქვეყანას, ხელისუფლებას და ა.შ. ასეთ პირობებში მათი მთელი საქმიანობა მიმართული იყო იქითკენ, რომ ქვეყანას არ მიეღო კანდიდატის სტატუსი.

გათვლა იყო უმარტივესი – არ იღებ სტატუსს, ამან უნდა გამოიწვიოს ხალხის მღელვარება და მღელვარების ფონზე კიდევ ერთხელ უნდა სცადო რევოლუციის მოწყობა. თუმცა, ამის პერსპექტივა არც იყო. თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ არ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი, მაინც არ ჰქონდათ რევოლუციის მოწყობის არავითარი შანსი.

საბოლოო ჯამში ყველაფერი დაგვირგვინდა ძალიან კარგად ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის და ყველა მიმართულებით გვქონდა წარმატება და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღება იყო ამ პროცესების ძალიან დადებითი კულმინაცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

დღეს ვლაქერნობაა – ლოცვა, რომელიც უნდა წაიკითხოთ

15 ივლისს ვლაქერნობაა.წელიწადში მხოლოდ ერთხელ, მორწმუნეები ქრისტიანობის ერთ-ერთი მთავარი საგანძურის, ღმრთისმშობლის სამოსლის სანახავად, მთელი საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან ზუგდიდში ჩადიან.უდიდესი სიწმინდე, ღვთისმშობლის კვართი, ზუგდიდშია დაბრძანებული. ყოველ წელიწადს, 15 ივლის აღინიშნება ვლაქერნობა. ამ დღეს ღვთისმშობლის კვართს მუზეუმიდან ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის ტაძარში გადააბრძანებენ ხოლმე.ტროპარიღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა სენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

დონალდ ტრამპი – აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას

აშშ დაუყოვნებლივ მიაწოდებს იარაღს უკრაინას, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან საუბრის შემდეგ განაცხადა.„ჩვენ ვაპირებთ, ნატო-ს დიდი რაოდენობით მივაწოდოთ იარაღი. ისინი მიაწოდებენ იარაღს და გადაიხდიან იარაღის 100 პროცენტს. ეს სრულად არის დამტკიცებული. ეს გაკეთდა. ჩვენ გავუგზავნით მათ ბევრ, ყველა სახის იარაღს და ისინი ამ იარაღს უკრაინას დაუყოვნებლივ მიაწოდებენ. ისინი გადაიხდიან 100 პროცენტს“, – განაცხადა ტრამპმა.ამასთან, ტრამპმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ 50 დღეში შეთანხმება არ მიიღწევა, რუსეთს ძალიან მკაცრ სანქციებს დაუწესებს.„50-დღიანი ვადის ბოლოს თუ ჩვენ არ გვექნება შეთანხმება, მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ არ გვექნება არჩევანი. ეს საკმაოდ მკაცრი სანქციებია, ამის გაკეთება არ გვინდა, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. ჩვენ ვფიქრობდით, რომ შეთანხმება გვქონდა“, – განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპი – არაერთხელ ვფიქრობდი, რომ პუტინთან შეთანხმებას მივაღწიე

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის თქმით, ის არაერთხელ ფიქრობდა, რომ პუტინთან შეთანხმებას მიაღწია. აღნიშნულია შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა თეთრ სახლში, ბიზნესლიდერებთან სამიტის დროს განაცხადა.„სახლში რომ დავბრუნდებოდი, პირველ ლედის ვეუბნებოდი, ვლადიმერთან ძალიან მშვენიერი საუბარი მქონდა, მგონი დავასრულეთ. შემდეგ ვრთავდი ტელევიზორს, ან მელანია მეტყოდა: „ეს უცნაურია, რადგან ახლახანს მოხუცებულთა თავშესაფარი დაბომბეს““,- განაცხადა ტრამპმა.ამასთან აშშ-ის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა.

რუსეთში, 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

რუსეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ბიძგების სიმძლავრემ 5.0 მაგნიტუდა შეადგინა.ეპიცენტრი ბერინგის ზღვა, რუსეთის სანაპიროსთანაა.როგორც საინფორმაციო პორტალი წერს, მიწისძვრის სიღრმის დადგენა ვერ მოხერხდა, მაგრამ ვარაუდობენ, რომ ღრმა არ არის. ეპიცენტრთან ახლოს რყევები იგრძნობოდა.

სადგურის მოედანზე ნანგრევებში კიდევ ერთი გარდაცვლილი იპოვეს-უახლესი ინფორმაცია ტრაგედიის ადგილიდან

სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისი პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვაჟა სირაძემ განუცხადა.ამ დროის მონაცემებით, ნგრევის შედეგად, ორი ადამიანია დაღუპული.„ინტენსიურად გრძელდება სამუშაოები. ახლა დამატებით უკვე ნაპოვნი იქნა ერთი გარდაცვლილი. როგორც თავიდან მოგახსენეთ, ერთი გადაცვლილი იყო, ახლა დაემატა კიდევ ერთი გარდაცვლილი. ვაგრძელებთ სამუშაოებს და შესაბამისად, დამატებით მოგახსენებთ სხვა დეტალებს. ამ ეტაპისთვის, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, არის ორი ადამიანი გარდაცვლილი, ერთი მამაკაცი, ერთი ქალბატონი. ერთი ქალბატონი არის სამედიცინო დაწესებულებაში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.მისი თქმით, ადგილზე სამუშაოები გრძელდება. რაც შეეხება კლინიკაში მოთავსებული დაშავებულის მდგომარეობას, ვაჟა სირაძის ინფორმაციით, მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელ კორპუსის ნაწილი რამდენიმე საათის წინ ჩამოინგრა.

ბოლო სიახლეები