ჩვენ გავითვალისწინებთ სამი წლის განმავლობაში დაგროვილ ჩვენს გამოცილებას, – „აწარმოე საქართველოს“ მომავალ გეგმებსა და სტრატეგიებზე ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა „ქრონიკასთან“ ინტერვიუში ისაუბრა.
„აწარმოე საქართველოს“ ორი მიმართულება აქვს, ერთი არის ბიზნესის ხელშეწყობა და თანადაფინანსების პროგრამები და პროექტები, კომპეტენციების ზრდა და მეორე, ეს არის საინვესტიციო საქმიანობა. „Invest in Georgia“ პროგრამა, რომელსაც ამ სტრატეგიის მიხედვით ვახორციელებდით. ამ სტრატეგიის კარგი გამოცდილება გათვალისწინებულია ახალ სტრატეგიაშიც. ასევე, თუ რამე გვაკლდა მაგალითად კომპეტენციების ზრდის კუთხით, ან ინვესტიციების მოზიდვაში ეფექტიანობის გაზრდის კუთხით, მათ შორის მედია დაფარვის კუთხით ყველაფერი გათვალისწინებული იქნება ახალ გეგმაში“, – აღნიშნა დავითაშვილმა.