შაბათი, სექტემბერი 20, 2025

“5 დეკემბრიდან იწყება! ორი მნიშვნელოვანი მოვლენა გვაქვს” – მიხეილ ცაგარელი

დედამიწა 5 რიცხვიდან გადადის პოზიტიურ ენერგოველში, რაც გაზრდის ურთიერთგაგებას ადამიანებს შორის, გააუმჯობესებს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სასიკეთო ცვლილებების მომტანი იქნება იგი.

ორი მნიშვნელოვანი მოვლენა ითხოვს ყურადღებას, ორშაბათს, 4 დეკემბერს, სიყვარულის მმართველი პლანეტა გადადის მორიელის ნიშანში, რაც გააძლიერებს ურთიერთობებში ვნებას. ასევე გააძლიერებს ისეთ თვისებებს, როგორიცაა ინტუიცია. ასევე გაღვივდება სარკასტული დამოკიდებულებები და პირდაპირობა, ასევე ეჭვიანობა.

6 რიცხვი – პლანეტა ნეპტუნი ასწორებს თავის მოძრაობას, რაც ძალიან კარგია. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ სწორი არჩევანი გავაკეთოთ. ჩვენი სურვილები განვახორციელოთ და შესაძლებელი იქნება ახალი სულიერი მოძღვრების პოვნა. გაძლევთ საშუალებას, რომ შემოქმედებითად წარმოაჩინოთ თავი.

კვირის პროგნოზი თითოეული ზოდიაქოს ნიშნისთვის:

ვერძი – ეს კვირა კარგია ვერძებისთვის. ჯანმრთელობის მხრივ და ასევე ფსიქოლოგიურად სტაბილურდება ეს ნიშანი, ამიტომ განწყობა და ოპტიმიზმი უმჯობესდება. საქმიანი საშუალებები კარგად შეუძლია წარმოადგინოს. ახალი იდეების, ახალი გეგმების დასახვისთვის კარგი პერიოდია. შეგიძლიათ განიხილოთ თქვენი იდეები პარტნიორებთან, კოლეგებთან.კარგი პერიოდია მოგზაურობისთვის, იქნება ეს სტაჟირება უცხოეთში ან რაიმე სხვა საქმიანობა. ყველაზე კარგი თქვენთვის იქნება 7 დეკემბერი, არ ვარგა 4 და 9 დეკემბერი.

კურო – ეს ნიშანი ცოტა მოდუნებულია. პერიოდი არ არის ცუდი, გარკვეული პოზიტიური შესაძლებლობები მაინც არის, კვირის მეორე ნახევრიდან უკეთესია. მეტი შანსებია, უფრო მშვიდად იგრძნობს ეს ნიშანი თავს. ცოტა ცდუნებები მოიმატებს. ზოგჯერ კარგად მოუფიქრებელი მოქმედებებიც შეიძლება წამოიწიოს წინა პლანზე, რაც შეიძლება გახდეს შეცდომების საწინდარი. კურომ შეიძლება არამიზნობრივად დახარჯოს ფული, ამიტომ მოუსმინეთ გამოცდილ ადამიანებს. კარგი იქნება, თუ ენას კბილს დააჭერთ თქვენი გეგმების შესახებ. ყველაზე კარგი იქნება თქვენთვის 5 და 10 დეკემბერი. არ ვარგა 7 დეკემბერი.

ტყუპები – თქვენ შეგიძლიათ ამ კვირაში კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები. კომუნიკაბელური ხართ. ინიციატივის გამოვლენის უნარი, საქმიანობა – ეს ყველაფერი თვალშისაცემი გახდება, ამიტომ თქვენ შეგიძლიათ აქტიური თანამშრომლობა თქვენს პარტნიორებთან. მართალია ზოგჯერ შეიძლება პარტნიორთან მოქმედება არ მოგეწონოთ, მაგრამ შეიძლება საერთო ენაც ვიპოვოთ. საუკეთესო დროა შემოქმედებითი ნიჭის გამოსავლენად. ყველაზე კარგია თქვენთვის 8 დეკემბერი, არ ვარგა 5 და 10 დეკემბერი.

კირჩხიბი – ჯანმრთელობის და საქმიანობის კუთხით არ არის ეს პერიოდი სტაბილური. ზოგიერთი გეგმა შეიძლება ისე არ განხორციელდეს, როგორც გსურდათ. შეიძლება იმედგაცრუებაც გამოიწვიოს ამან თქვენში. მოიმატებს ფინანსური ხარჯები. მეტი ყურადღება დაუთმეთ ჯანმრთელობას და დელიკატური იყავით მეტად კოლეგებთან. ყველაზე კარგია თქვენთვის 4 და 9 დეკემბერი, არ ვარგა 7 დეკემბერი

ლომი – ლომისთვის ეს პერიოდი მთლიანობაში კარგია. ეს ის პერიოდია, როცა ურთიერთობებს დაალაგებთ. აღსავსეა ლომი ინიციატივით. გეძლევათ საშუალება ზოგიერთი პრობლემა გადაწყვიტოთ. თუმცა ისიც გაითვალისწინეთ, რომ ყველა თქვენი სურვილი არ იქნება გათვალისწინებული. შეიძლება ჩაერთოთ ახალ რომანტიულ თავგადასავლებში. კარგია თქვენთვის 8 დეკემბერი და არ ვარგა 6 და 10 დეკემბერი.

ქალწული – ქალწულთან ენერგოტონუსი დაბალია. ამიტომ შრომისუნარიანობაც დაბალია. უმჯობესია ყოველდღიური საქმიანობით შემოიფარგლოთ. ბევრი საქმე გამოიწვევს გადაღლას და თქვენს გაღიზიანებას. უმჯობესია მემკვიდრეობითი საკითხები არ გადაწყვიტოთ. ჯობს გამოავლინოთ დიპლომატიურობა. პოზიტიურია თქვენთვის 4 და 9 დეკემბერი, არ ვარგა 7 დეკემბერი.

სასწორი – არასტაბილურია ეს პერიოდი. ჯანმრთელობა მდგრადია. კვირის პირველ ნახევარში წინა კვირის ნეგატივს ჯერ კიდევ იგრძნობთ, ამიტომ საჭიროა დიპლომატიურობა ურთიერთობებში. უსამართლობის გამოვლენა ან თავისუფლების შეზღუდვა გამოიწვევს თქვენი მხრიდან პროტესტს, რაც შეიძლება გახდეს კონფლიქტის მიზეზი. პოზიტიურია თქვენთვის 8 დეკემბერი, არ ვარგა 6 და 10 დეკემბერი.

მორიელი – ენერგოტონუსი მცირდება, ეს შეამცირებს თქვენს საქმიანობას. ეს პერიოდი საინტერესოა რომანტიკული თავგადასავლებისა და შეხვედრებისათვის. ეს პერიოდი ხელს უწყობს ძველი საქმეებიდან ფინანსების მიღებას. შეიძლება თქვენვე აღმოაჩინოთ ახალი ფინანსური წყარო. კარგია თქვენთვის 5 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბერი

მშვილდოსანი – ახლა თქვენი დროა. ეს ნიშანი ყველაზე აქტიური, იღბლიანია. ეს არის თქვენი სულიერი განვითარების პერიოდი. შეგიძლიათ გრანდიოზული გეგმები დასახოთ და როგორც ლიდერმა, კარგად წარმოაჩინოთ მონაცემები, გაგიუმჯობესდებათ მატერიალური მდგომარეობაც, კარგია თქვენთვის 7 დეკემბერი, არ ვარგა 5 და 9 დეკემბერი.

თხის რქა – იყავით ფრთხილად და ყურადღებით წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე რთული პერიოდი გეწყებათ, არავითარი კონფლიქტები და საქმეების გარჩევა, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით. კარგია თქვენთვის 6 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბერი.

მერწყული – აი, ვინ გაიხარებს, ის რაც ყველაზე მეტად გიყვართ – თავისუფლება, სწორედ ეს პერიოდი იწყება ახლა. თქვენი იდეები იქნება არნახულად საინტერესო. ყველაზე კარგია თქვენთვის 7 დეკემბერი, არ ვარგა 4 და 9 დეკემბერი.

თევზები – ორი ვარიანტი აქვთ – პირველი – ჯანმრთელობა სუსტდება, ზოგიერთი მათგანი შეიძლება მელანქოლიური მდგომარეობაში გადავარდეს, ამიტომ ჯანმრთელობას მიაქციეთ ყურადღება. თუმცა საქმიან სფეროში გაქვთ წარმატების შანსი, შესაძლოა, ახალი სამსახურის პერსპექტივის წინაშე დადგეთ. კარგია თქვენთვის 6 და 10 დეკემბერი, არ ვარგა 8 დეკემბრის დღე.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

იაგო ხვიჩია – სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის ჩემსა და კუპრაძეს შორის, იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს კითხვა,...

მე ზოგადად, სერიოზულად ვერ ვუყურებ ამ პროცესს, – ასე უპასუხა, პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემის „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, რას ნიშნავს მშვიდობიანი დამხობა.„მე სერიოზულად ვერ ვუყურებდი იმას, რომ ხაბე ბიძინას ემუქრებოდა დამხობით, ამას ვერ ვუყურებდი სერიოზულად ისევე, როგორც გასულ წელს ამ დროს, „ლელო“ ემუქრებოდა ბიძინას მოსკოვში გაშვებით 20 დღით, თუ რაღაც დარჩაო, რომ იძახდნენ. მე ვერ ვუყურებდი სერიოზულად და ვერც ვერასოდეს ვერ ვუყურებ იმ კამპანიას, რომ ბიძინას შეეშინდა და ამიტომ, ხაბე დაიჭირა. ზოგადად, მთელი ეს პროცესი რაც არის, ჩემთვის დადგმულ სცენარს ჰგავს, თითქოს ერთი რეჟისორი ჰყავსო, რომელიც სხვადასხვა როლს ანაწილებს, საჭირო დროს გაჰყავს გმირები თამაშიდან შემოჰყავს ახალი გმირები, რათა ადამიანების ყურადღება სულ იყოს გაფანტული რაღაც უაზრო საკითხებზე, არავინ არ კონცენტრირდეს თბილისში არჩევნების დღეს საარჩევნო უბნებთან და კონცენტრაცია მოხდეს უაზრობაზე სადღაც შუადღისას, მერე ეს ხალხი უნდა გაატარონ ქუჩებში A წერტილიდან B წერტილამდე და ამით უნდა მორჩეს ეს ამბავი. მერე ვიღაც გაბრაზდება, მერე ვიღაც იტყვის, აი, რა ტყუილად დაშალეთ ხალხი და საბოლოო ჯამში, არავის არ დაბრალდება. იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, არავინ არ არის პასუხისმგებელი ამ დღეზე. ვინც ვითომ პასუხისმგებელი იყო, ის გაარიდეს პასუხისმგებლობას და ჩასვეს ციხეში. შესაბამისად, ის ვერ იქნება პასუხისმგებელი, ციხეში ვარო, იტყვის, დანარჩენმა კი არავინ არ იცის, რა ხდება, ჩემი ინფორმაციით“, – განაცხადა ხვიჩიამ.გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორი იქნება 5 ოქტომბერი „გირჩისთვის“, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ იმედია, ეს დღე საზეიმო იქნება.„იმედია, საზეიმო და ისეთი, რომ სტიმულს მომცემს, მეორე ტურისთვის მოვემზადო. იმედი მაქვს, ასეთი იქნება 5 ოქტომბერი. ეს დამოკიდებულია საარჩევნო შედეგებზე. იმიტომ, რომ თქვენი იცით, სინამდვილეში, ახლა ოპოზიციურ ფლანგზე ბრძოლა მიდის მეორე ადგილისთვის, ჩემსა და ბატონ კუპრაძეს შორის. იმიტომ, რომ პირველ ადგილზე პირველ ტურში გასაგებია, რომ კალაძე იქნება, საუბარი მდგომარეობს იმაში, იქნება თუ არა მეორე ტური და ვინ გავა მეორე ტურში. დანარჩენი ყველაფერი გარკვეულია. კითხვა, ვინ გავა მეორე ტურში და იქნება თუ არა მეორე ტური, რჩება მხოლოდ ეს. შესაბამისად, 5 ოქტომბერზე რახან მეკითხებით, მე მინდა, 5 ოქტომბერი იყოს ისეთი, როდესაც ქართველი ხალხი, თბილისელები მიხვდნენ, რომ უკეთესი კანდიდატი ვარ, ვიდრე ბატონი კუპრაძე, მიუხედავად „ლელოს“ რესურსებისა და მომცემს საშუალებას, გავიდე მეორე ადგილზე. მე თუ მეორე ადგილზე გავდივარ, მაშინ მეორე ტური არის ისედაც“, – განაცხადა ხვიჩიამ.მისი თქმით, წინასაარჩევნო პერიოდი, სამწუხაროდ, არის მოწყენილი და ქართულ სინამდვილეში, წინასაარჩევნო პერიოდებს შორის ალბათ, ყველაზე მდუმარე.„ჩვენ ვიხვეწებით ლაპარაკს. ვიძახით, დაგველაპარაკეთ ხალხო, გახსენით საკუთარი მედიასაშუალებები, გახსენით უნივერსიტეტები. წარმოიდგინეთ, რამდენი ქარტეხილია გადავლილი ბოლო პერიოდების განმავლობაში სტუდენტების თავს, რამდენი ციხეში ზის, რამდენი რაღაც უაზრო აქციაზე დადის დღემდე, რამდენი ადამიანი როგორ ტყუილად გაიშარა და უნივერსიტეტები დაკეტილია პოლიტიკური აზრისთვის“, – განაცხადა ხვიჩიამ.მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, იქნება თუ არა მოახლოებული არჩევნები ერთგვარი გზამკვლევი იმისა, თუ ვინ დარჩება პოლიტიკაში და ვინ გაქრება პოლიტიკური ცხოვრებიდან, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ ნამდვილად ასე იქნება.„ჩვენ დავინახავთ, რომ 5 ოქტომბერს აღარ არსებობს „ღვაწლმოსილი“ პოლიტიკური პარტიები, როგორებიც არიან 4 და 5. რომელიღაც პოლიტიკური პარტიები ნამდვილად გაქრებიან. არ ვიცი, ვინც დარჩენას აპირებს, მაგალითად, „ლელო“ ხომ აპირებს დარჩენას, იმიტომ, რომ ფული აქვს, იმ ტყუილებით, რომელსაც წინასაარჩევნო კამპანიის დროსაც აკეთებენ და მანამდეც აკეთებდნენ, დიდხნიან პერსპექტივაში როგორ უნდა დარჩნენ, მე ესეც არ ვიცი. ასევე, ვერ ვხედავ მაგალითად, როგორ რჩება გახარიას პარტია, რომელმაც უამრავი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო მთელი ამ პროცესის განმავლობაში. ერთადერთი, რაც მგონია, რომ ამ არჩევნების შედეგად პოზიტიური შეიძლება იყოს, მართლა ის არის, მე პირადად შევამოწმებ იმას, რამდენი პროცენტია საზოგადოების, რომელიც უარს აცხადებს ნაც-ქოცურ დაპირისპირებაზე, ჩხუბზე უარს აცხადებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

დიეგო მარადონას დები და ადვოკატები თაღლითობაში დაადანაშაულეს

არგენტინის სასამართლომ დიეგო მარადონას ორ დას და ლეგენდარული ფეხბურთელის ადვოკატს მატიას მორლეს ბრალი წაუყენა თაღლითობაში. ამის შესახებ გაზეთმა La Nacion-მა დაწერა.სარჩელი სასამართლოში მარადონას ქალიშვილებმა შეიტანეს. მათ მიაჩნიათ, რომ ლეგენდის დები და ადვოკატი ფეხბურთელის სახელთან დაკავშირებულ ბრენდებს იყენებდნენ. დიეგოს ქალიშვილები ითხოვენ, რომ მათ, როგორც კანონიერ მემკვიდრეებს, გადაეცეთ მამის სახელთან დაკავშირებული ბრენდები, რომლებსაც კომპანია Sattvica მართავდა.მარადონას ადვოკატს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, ხოლო ფეხბურთელის დები თანამზრახველებად გამოაცხადეს.დიეგო მარადონა 2020 წლის 25 ნოემბერს, 61 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კახა კალაძე – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია

ეს არის სრული სისულელე და ბლეფი. აბა, გაბედოს ვინმემ და კანონის წინააღმდეგ რაიმე ჩაიდინოს. ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა ოპოზიციის ნაწილის გეგმასთან დაკავშირებით ხელისუფლების ე.წ. მშვიდობიანი დამხობის თაობაზე.მისი თქმით, ოპოზიციის ამ ნაწილს არანაირი რესურსი არ აქვს, რადგან არც დედაქალაქის და არც რეგიონების მოსახლეობაში მხარდაჭერა არ გააჩნიათ.„რა თქმა უნდა, ყველაფერს მოჰყვება რეაგირება – ყველა, ვინც დანაშაულს ჩაიდენს, უმკაცრესად დაისჯება კანონის ფარგლებში. ამ ადამიანებს რესურსი არ აქვთ. პოლიტიკაში როდესაც ხარ და შენ არ გაქვს შენი ხალხის მხარდაჭერა და თანადგომა, შენი ფასი არის ნული, როგორც პოლიტიკოსის. ნახეთ, მათ არანაირი მხარდაჭერა არ აქვთ არც დედაქალაქში, არც რეგიონებში. გარეთ დადიან და ვიღაცებს ხვდებიან, რა გინდა გარეთ, შენ დალოცვილო, როცა საარჩევნო კამპანიაა და ორ კვირაში არჩევნებია, მაგრამ მათ არანაირი რესურსი არ გააჩნიათ. რაიმე მოგისმენიათ ბოლო წლების განმავლობაში მათი მხრიდან აზრიანი ქვეყანასთან, პოლიტიკასთან დაკავშირებით? სულ ბილწსიტყვაობა, მუქარა, შეურაცხყოფა, ძალადობა და ცილისწამება ისმის, აი, ეს არის ოპოზიცია. იგივე ხოშტარია რომ ავიღოთ, არავის ახსოვს საერთოდ ელენე ხოშტარია როგორც პოლიტიკოსი, მაგრამ ამ ვანდალიზმით მას უნდა საზოგადოებას თავი შეახსენოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.ჟურნალისტის შეკითხვაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ მუქარასთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს საარჩევნო უბნებთან მობილიზებასა და ამომრჩევლისთვის ხმის მიცემის პროცესში ხელის შეშლას, კახა კალაძემ განაცხადა, რომ ესეც კანონდარღვევა იქნება.„სულ 30 „აკაცუკია“ რა უნდა გააკეთონ? ესეც კანონდარღვევაა, აბა, დაარღვიონ კანონი და მერე ვნახოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

ვახტანგ ლოლუა მსოფლიო ჩემპიონია

ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში ვახტანგ ლოლუამ (55 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა.18 წლის ქართველმა ფალავანმა ფინალში ირანელ ახმადი ბალუტაკი 9:7 დაამარცხა.დღესვე, რამდენიმე წუთში ასევე ფინალში იჭიდავებს გელა ბოლქვაძეც (82 კგ).ზაგრებში ცოტა ხნის წინ დასრულდა მსოფლიო ჩემპიონატი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება ვერ შეძლო.

ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა [ვიდეო]

„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს შეხვდა.შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ლევან ჟორჟოლიანი.„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანს ვიზიტისათვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მეგობრული ურთიერთობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.„მოხარული ვარ, რომ იმყოფებით საქართველოში და მაქვს პატივი, გიმასპინძლოთ ჩვენს ქვეყანაში. ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა, რისთვისაც მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. მისასალმებელია, რომ კიდევ უფრო მყარი ხდება საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროების შორის ეკონომიკური კავშირი, რაც მომავალში სარგებლის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისათვის. ინვესტიცია, რომელსაც საქართველოში ახორციელებთ, კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოსა და გაერთიანებულ საამიროებს. მადლობას გიხდით ჩვენი ქვეყნის მიმართ გულთბილი და მეგობრული დამოკიდებულებისთვის. მინდა, გამოვთქვა იმედი, რომ ჩვენ კიდევ არაერთხელ შევხვდებით ერთმანეთს და პარტნიორული ურთიერთობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება“, – განაცხადა შეხვედრის დროს ბიძინა ივანიშვილმა.არაბთა გაერთიანებული საამიროების პრეზიდენტმა, შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქვეყნებს შორის მჭიდრო ეკონომიკური კავშირები უახლოეს მომავალში კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე აიწევს.„მოხარული ვარ, რომ თქვენს ულამაზეს ქვეყანაში ვიმყოფები და მაქვს პირადად თქვენთან შეხვედრის პატივი. როგორც იცით, ჩვენ ვახორციელებთ 6-მილიარდიან ინვესტიციას საქართველოში, რომელიც უახლოეს დღეებში აიღებს სტარტს. ასევე, გამოვხატავ მზადყოფნას, დავაფინანსო ქართველი სტუდენტების სწავლება გაერთიანებულ საამიროებში და დავეხმარო თქვენს ახალგაზრდებს ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნის გაღრმავებაში. ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობა მნიშვნელოვანი და სარგებლიანია ორივე მხარისათვის, ამიტომ გამოვხატავ მზაობას, კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია ჩავდოთ საქართველოში, რაც უაღრესად საინტერესოა პირადად ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გითხრათ გულთბილი მასპინძლობისთვის“, – განაცხადა შეიხ მოჰამედ ბინ ზაიედ ალ ნაჰაიანმა ბიძინა ივანიშვილთან შეხვედრაზე.

ბოლო სიახლეები