თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის ძალებში კვების კუთხით ყველაფერი წესრიგშია.
მან კომენტარი გააკეთა ტელეკომპანია „პირველის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელიც თავდაცვის ძალებში ჯარისკაცთა კვების საკითხს ეხებოდა.
„ჩვენს ჯარისკაცებს აქვთ საუკეთესო კვება. ჩვენ არაერთხელ გვქონია შესაძლებლობა, როდესაც ვსტუმრობდით სამხედრო ბაზებს საკუთარი თვალით გვენახა, გვესადილა მათთან ერთად და არა მარტო სამხედრო ბაზებზე, არამედ საველე პირობებშიც და კვების კუთხით არანაირი პრობლემა არ არსებობს.
ნებისმიერი სახის განცხადება თუ ინფორმაცია, რომლის საშუალებითაც დეზინფორმაციის გამავრცელებლები ცდილობენ, საზოგადოებას საპირისპირო უამბონ, არის სრული სპეკულაცია და პირდაპირ თავდაცვის ძალების რეპუტაციული დაზიანებისკენ მიმართული“, – განაცხადა ბერაიამ.