კვირა, მაისი 11, 2025

ზურაბ აზარაშვილი: ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს

ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

„როდესაც ახალი მისული ვიყავი სამინისტროში, წინა წლის იანვარში, პირველი საუბარი როდესაც მქონდა პრემიერთან, მაშინ, მისი იდეა იყო რომ დეტალურად შემესწავლა თურქეთის ბაზრის გახსნის შესაძლებლობები და რამდენად ეფექტიანი იქნებოდა. პირველივე მთავრობის სხდომაზე, მოხდა შეთანხმება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა და იქიდან, ალტერნატიული, ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები შემოსულიყო. მაშინაც იყო სპეკულაციები, რომ შემოიტანეს მაგრამ უხარისხოა, თურქეთში თითქოს უკონტროლოდ მიდიოდა წარმოება, ფალსიფიკაცია და ა.შ მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება.

საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ 300-დან 350 მილიონ ლარამდე ნაკლების გადახდა მოუწიათ ჩვენს მოქალაქეებს მედიკამენტებში. ეს დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები