კვირა, მაისი 11, 2025

იაგო ხვიჩია: ხაბეიშვილი შიდა ბრძოლებითაა დაკავებული, რამდენ ადამიანს დაკარგავს „ნაცმოძრაობა“ ერთად ვნახოთ

„წიხლი მიშას და იდაყვი ბიძინასო“, თუ რაღაც რომ იყო, გახსოვთ? მერე ხომ შერიგდნენ? ასეთი რაღაცები არსებობს პოლიტიკაში, სადაც ადამიანები ჯერ ჩხუბობენ, მერე რიგდებიან. ვფიქრობ, მორიგ ასეთ თემასთან გვაქვს საქმე და არა „ნაცმოძრაობის“ დაშლასთან, – ამის შესახებ „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

„ხაბეიშვილი შიდა ბრძოლებითაა დაკავებული სავარაუდოდ, მოგეხსნებათ, პარტიაში ბევრია ახლა სახმალაო, „ნაცებში“ წესრიგია დასამყარებელი, „ნაცების“ წარმომადგენელი არ ვარ, ამიტომ დეტალები არ ვიცი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, იძლევა თუ არა დავით კეზერაშვილი ინსტრუქციებს, ხვიჩია ასე პასუხობს:

„ეს ზოგადად არც იქნებოდა გასაკვირი, ვინც ფულს იხდის, თან ბრძნულ რჩევებსაც იძლეოდეს…არ მგონია დაიშალონ. აქამდე ვამბობდით, რომ კარგი იქნებოდა, „ნაცმოძრაობა“ დაიშალოსო, ახლა ისეთი პერიოდი დაიწყო, დაშლა ლოგიკურად არ ჩანს. ამიტომ, ჩვენც ინტერესით ვაკვირდებით ამ ამბავს, მეც ვადევნებ თვალს, რომ სხვადასხვა რაიონებში ხაბეიშვილის მუშაობით მაინც და მაინც აღფრთოვანებულები არ არიან, მაგრამ რამდენად მოხდება საბოლოო ჯამში მელიას ცალკე გამოყოფა და ამ ხალხის „ნაცმოძრაობის“ გარეთ გადინება, ვნახოთ, მე ჯერჯერობით არ მაქვს ასეთი მოლოდინი. მგონია, რომ მაინც შერიგდებიან, ხშირად არის დიდ პარტიებში ჩხუბი, შერიგდებიან.

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობიდან გამოხსნის გზა მაინც პოლიტიკური მგონია, ვიდრე სადმე შევარდნა და გამოყვანა, თავიდანვე ამ აზრზე ვიყავი და ველოდი იმას, რომ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები აქამდე მივიდოდნენ და შევარდნას გადაიფიქრებდნენ, თავიდანვე ეტყობოდა, რომ ეს არჩევნების მოსაგებად გადადგმული მესიჯბოქსი იყო და არა სადმე შესავარდნად და მიშას დასახსნელად…“ნაცმოძრაობა“ დიდი პარტიაა, შიდა ბრძოლები აქვთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, როგორც სხვა უამრავი დაბრკოლება გადაულახავთ „ნაცებს“, ამასაც გადალახავენ და საბოლოო ჯამში, ამომრჩევლები იმას მიიღებენ, რაც მიშას უნდა, ეს სპეციფიკური პარტიაა, აქამდე ყოველთვის უმთავრესი იყო, რაც მიშას უნდოდა, აქამდე მივიდა ეს საქმე, რადგან მიშამ არ გამოხატა აზრი მის პოზიცია რა იყო, ახლა ნელ-ნელა ეს პოზიციები იხატება, მგონია, რომ სიტუაცია რაღაცნაირად ჩაივლის, რამდენ ადამიანს დაკარგავს „ნაცმოძრაობა“, ერთად ვნახოთ, მე ვერ გეტყვით“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კითხვაზე, შეძლებენ თუ არა პარტიაში დაპირისპირებული პირები ერთად მუშაობას, ხვიჩია აცხადებს, რომ „პოლიტიკაში ადამიანები ჩხუბობენ და რიგდებიან“.

„წიხლი მიშას და იდაყვი ბიძინასო“, თუ რაღაც რომ იყო, გახსოვთ? მერე ხომ შერიგდნენ? ასეთი რაღაცები არსებობს პოლიტიკაში, სადაც ადამიანები ჯერ ჩხუბობენ, მერე რიგდებიან. ვფიქრობ, მორიგ ასეთ თემასთან გვაქვს საქმე და არა „ნაცმოძრაობის“ დაშლასთან, თორემ მე რომ „ნაცმოძრაობის“ დაშლას ვგულშემატკივრობდი თავის დროზე, ისეთი უნდოდა. სადამდე მივა ეს ამბავი და რამდენად შეძლებს „ნაცმოძრაობა“ გაერთიანებას და თავისი ძველი ლიდერების შემოკრებას, ვერ გეტყვით, მაგრამ ვგულშემატკივრობ ამას, უფრო მეტიც, ახალი ლიდერებიც არ მენანება „ნაცებისთვის“. მაგალითად, დიდი ხანია, „ლელოს“ მოვუწოდებთ, ცალკე ნუ გავა, ფული გადაიხადოს, „ნაცებში“ შევიდეს და ასე შეიყვანოს თავისი წარმომადგენლები, შევხედოთ, როგორ წავა სიტუაცია, „ნაცმოძრაობა“ გამსხვილებისკენ წავა, თუ დაშლისკენ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

პოლიციამ თბილისში მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით ორი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის ნასამართლევი ი.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1980 წელს დაბადებული რ.პ. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის დააკავეს.ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.დანაშაული 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.„გამოძიებით დადგინდა, რომ ი.გ.-მ, თბილისში, ერთ-ერთ ბარში სტუმრად ყოფნისას, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ამავე ბარში მყოფი, 2006 წელს დაბადებული ა.შ. ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული ჭრილობების შედეგად ა.შ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ი.გ. მომხდარიდან მალევე დააკავეს.გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობის ფაქტს შეესწრო რ.პ., თუმცა პოლიციას მომხდარი დანაშაულის შესახებ არ შეატყობინა.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი, 70 მგზავრით, კლდიდან გადავარდა – არის მსხვერპლი

შრი-ლანკაში სამგზავრო ავტობუსი კლდიდან გადავარდა, შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე 24 დაშავდა. ტრანსპორტის მინისტრის მოადგილის პრასანა გუნასენას ცნობით, დაშავებულები, მათ შორის ავტობუსის მძღოლი, სამკურნალოდ ორ რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანეს.შემთხვევა, კვირას გამთენიისას, კოტმალეს მახლობლად, მთიან რაიონში, დედაქალაქ კოლომბოდან აღმოსავლეთით მოხდა.პოლიციის განცხადებით, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ავტობუსში დაახლოებით 70 მგზავრი იმყოფებოდა - რაც მის ტევადობაზე 20-ით მეტია - როდესაც მძღოლმა კონტროლი დაკარგა და ავტობუსი გზიდან გადავიდა."ჩვენ ვცდილობთ დავადგინოთ, ეს მექანიკური გაუმართაობა იყო თუ მძღოლს საჭესთან ჩაეძინა," - განაცხადა ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა.

როდემდე გაგრძელდება წვიმიანი ამინდები? – სინოპტიკოსების პროგნოზი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს, გეგმაზომიერად ცდილობენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი სიყვარული, პატრიოტული გრძნობები – მამა საბა

გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა - მამა საბა ჭიკაიძე, დათა თავაძის სპექტაკლს, სპეციალური ვიდეოთი გამოეხმაურა. "შექმნეს თავიანთი უმაღლესი სასწავლებლები, რომლებიც გეგმაზომიერად ურეცხავენ ჩვენს ახალგაზრდებს ტვინს. გეგმაზომიერად ცდილობდნენ, რომ ამოეშანთათ მათი გულიდან ღმერთი, ღვთისადმი პატივისცემა, სიყვარული, პატრიოტული გრძნობები, ოჯახური ღირებულებები და ყველაფერი სი ფუნდამენტი, რამაც ჩვენ დღემდე მოგვიყვანა. ნუთუ ასეთი ძნელი დასამარხია ეს. ჩვენ დღეს უკვე შედეგი მივიღეთ, მაგიტომ გავამახვილე ყურადღება ჩემი შვილების თაობაათქო, ზუსტად ის თაობაა, რომლებიც ამ უმაღლეს სასწავლებლებში აღიზარდნენ. უღმერთობაში გაიზარდნენ. შეგნებულად გამოცალეს ამ ადამიანებს ღმერთი, ის რაც ღირებულია და რაზეც იდგა მუდამ საქართველო და აი, შედეგი, სადამდე მივედით. ეს სიკვდილია ხალხო, სულიერი სიკვდილი, ამაზე უარესი აღარაფერი აღარ არსებობს. ღმერთმა ინებოს და სინანული მისცეს ამ ადამიანებს. საცოდაობაა, როგორ შეიძლება მსგავსი რამ ხდებოდეს ჩვენთან- ქრისტიანულ ქვეყანაში. ეს მოაქვს ღირებულებების ცვლილებებს. ამის გვეშინია ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ქართველს. შეიძლება მცირე ნაწილია ისინი, ვინც გულშემატკივრები არიან უღმერთობის, მაგრამ ხომ არიან. ჩვენ ისედაც ძალიან ცოტანი ვართ ქართველები, ჩვენ არცერთი დასაკარგი არ გვყავს დასაკარგი, ყველას უნდა გავუფრთხილდეთ.ზოგიერთმა ადამიანმა ამ ვიდეოს შემდეგ შეიძლება ხელისუფლების პროპაგანდისტის იარლიყი მომაწეროს, მაგრამ არ არის ასე ჩემო ძვირფასებო, ვინც მე მიცნობს, იმან კარგად იცის ეს.თუ კრიტიკაა საჭირო, ერთ-ერთი პირველი მე ვარ კრიტიკოსი - გინდ ხელისუფლება იყოს და გინდ ოპოზიცია, მაგრამ დაუკვირდით რა ხდება. კი, ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს ჩვენი დღევანდელი ხელისუფლება, მეც ნამდვილად არ მომწონს ის რაც დღეს ხდება, ნამდვილად არ მომწონს ძალადობა, ვაპროტესტებ, რომ ბავშვები დაიჭირა ხელისუფლებამ და უსამართლოდ ჰყავს დღეს დაკავებული, ეს ნამდვილად სერიოზული შეცდომაა ხელისუფლების და შეცდომაა ისიც, რომ მათ თავადვე არ დაგმეს ის ძალადობა, რაც მათი მხრიდან ხდებოდა, თავადვე არ დასაჯეს ის ადამიანები თავის დროზე, ამით საზოგადოების სამართლიანი გულისწყრომა გამოიწვიეს. თუმცა, მეორე მხრივ შეხედეთ რა ხდება იქით მხრიდან, ამას ვებრძვით ჩვენ, როცა ვსაუბრობთ, რომ დასავლეთიდან შემოსულ მახინჯ, ყალბ, დამანგრეველ იდეოლოგიას ვებრძვით. ეს უკვე გადაგვარებული ქართველია, რომელსაც სახელის და გვარის გარდა არაფერი აღარ აქვს ქართული შერჩენილი.ამისი უნდა გვეშინოდეს. თავისუფლება ჰქვია ამ სპექტაკლს, ხედავთ? თურმე ეს ყოფილა ამ და მსგავსად მოაზროვნე ადამიანებისთვის თავისუფლება, როდესაც ასე ღიად შეუძლიათ ღმერთს აგინონ, სცენიდან,"- განაცხადა მამა საბამ.

​”აღარანაირი ომი” – რომის ახალი პაპის მთავარი გზავნილი

"აღარანაირი ომი" - ეს ლეო მე-14-ის მთავარი გზავნილია. ვატიკანში შეკრებილ ადამიანებს ახალმა პაპმა, წმინდა პეტრეს ბაზილიკის აივნიდან, სწორედ ამ სიტყვებით მიმართა.რობერტ ფრენსის პრევოსტის უფრო ახლოს დანახვას და მის სიტყვას მოუთმენლად ელოდნენ მოედანზე შეკრებილები.პონტიფიკოსმა ყურადღება გაამახვილა მსოფლიოში სამხედრო დაპირისპირებების დასრულებასა და მშვიდობის მნიშვნელობაზე."პაპმა თავის პირველ სიტყვებში თქვა, რომ მსოფლიოში ომის დრო დასრულდა. ჩემთვის სწორედ ეს სიტყვები იყო ყველაზე სიმბოლური და მნიშვნელოვანი, ამიტომაც მგონია, რომ ის მთელ მსოფლიოს გააერთიანებს და მშვიდობის იმედს დაუბრუნებს", - აცხადებს ადგილობრივი.

ბოლო სიახლეები