კვირა, მაისი 11, 2025

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის ჩეხმა პროფესორებმა მშენებლობის უსაფრთხოების საკითხებზე საჯარო ლექცია გამართეს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტის სტუდენტებისთვის,
მშენებლობაში უსაფრთხოების საერთაშორისოდ რეკომენდებული სტანდარტების შესახებ,
ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის (ჩეხეთი) პროფესორებმა საჯარო ლექცია გამართეს.
ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, ჩეხი პროფესორები – ვერონიკა მესა, ჟირი პოკორნი და მარეკ
სმეტანა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს Erasmus+ აკადემიური პერსონალის
მობილობის ფარგლებში ეწვივნენ.
საჯარო ლექციაზე სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის სამივე საფეხურის სტუდენტები,
ვიზუალური მასალის თანხლებით, გაეცნენ მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების დაცვის
თანამედროვე სტანდარტებს, რომლებიც დარგში მოქმედი საერთაშორისო ორგანიზაციების
მიერ არის რეკომენდებული. ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა
დეტალურად ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: სამშენებლო ნორმები და წესები
ელექტრო, აირსაშემდუღებლო, დატვირთვა-განტვირთვის, საიზოლაციო, მიწის, ქვის,
ბეტონისა და რკინაბეტონის, სამონტაჟო და სხვა სამშენებლო საქმის წარმოებისას,
უსაფრთხოების ტექნიკის მოთხოვნები, სამშენებლო მოედნის ორგანიზაციის უახლესი
მიდგომები, სამშენებლო მანქანების, ტექნიკური აღჭურვილობისა და სატრანსპორტო
საშუალებების სათანადო ექსპლუატაციის საკითხები. ჩეხმა პროფესორებმა, ასევე, ყურადღება
გაამახვილეს მშენებლობის სფეროში დაკავებული პერსონალის უსაფრთხოების, ცხოველთა
თუ მცენარეული საფარის დაცვისა და სხვა გარემოსდაცვით გამოწვევებზე.
ვიზიტის ფარგლებში, ოსტრავას ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორებმა სტუ-ის
სამშენებლო ფაკულტეტის ლაბორატორიული და სასწავლო ინფრასტრუქტურა
დაათვალიერეს, შეხვდნენ ფაკულტეტის დეკანს, პროფესორ ზურაბ გვიშიანს, ფაკულტეტის
ადმინისტრაციასა და სამეცნიერო-აკადემიურ პერსონალს, რომელთაც ოსტრავას ტექნიკურ
უნივერსიტეტში სამშენებლო-საინჟინრო მიმართულების პრიორიტეტული კვლევები გააცნეს.
სტუ-ის სამშენებლო ფაკულტეტის მიღწევებისა და მიმდინარე კვლევების, მათ შორის
სტუდენტური პროექტების შესახებ ვრცელი ინფორმაცია სტუმრებს ფაკულტეტის დეკანმა
და დეპარტამენტების ხელმძღვანელებმა გაუზიარეს.
როგორც სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის მოადგილემ, პროფესორმა გინა გურეშიძემ
აღნიშნა, ჩეხ კოლეგებთან შეხვედრაზე, ასევე, განიხილეს საქართველოს ტექნიკურ
უნივერსიტეტთან სამომავლო სამეცნიერო-აკადემიური კოლაბორაციის საკითხები და ორივე
უნივერსიტეტის სტუდენტთა ჩართულობით, საგანმანათლებლო-კვლევითი პროექტების
განხორციელების შესახებ იმსჯელეს. გინა გურეშიძის თქმით, მხარეებმა ყურადღება
გაამახვილეს ერთობლივი სამეცნიერო საგრანტო პროექტების განხორციელების
შესაძლებლობებზე, ასევე, სტუდენტთა და აკადემიური პერსონალის მობილობის
გააქტიურებაზე, რაც ორივე უნივერსიტეტში სწავლა-სწავლების პროცესის
ინტერნაციონალიზაციას შეუწყობს ხელს.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
01.12.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები და მიმდინარე საერთაშორისო საკითხები.საუბრისას ერდოღანმა დაადასტურა, რომ მისი ქვეყანა მზადაა, უმასპინძლოს მოლაპარაკებებს, რომლებიც მუდმივ გადაწყვეტამდე მიიყვანს მხარეებს.„გაიხსნა შესაძლებლობათა ფანჯარა მშვიდობის მისაღწევად, და ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტა შექმნის აუცილებელ გარემოს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის“, – განაცხადა ერდოღანმა პუტინთან საუბრისას. 

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბოლო სიახლეები