კვირა, მაისი 11, 2025

დავით ქართველიშვილი: ვსაუბრობ „კონსერვატიულ მოძრაობათა“ იმ მრავალფეროვნებაზე, რომლებიც იმ უნივერსალური ფორმულა „მამული, ენა, სარწმუნოების“ გარშემოც კი ვერ ახერხებენ გაერთიანებას და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას

ორბელიანის სასახლეში გრძელდება „კასტინგი“, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ახალი „დავარცხნილი“ პოლიტიკური გუნდი სალომე ზურაბიშვილის გარშემო, – ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ქართველიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილისთვის 2018 წელს მიცემული იქნა 780 633 ხმა. დღეს კი ამ ხმების დიდი ნაწილი ქართული პოლიტიკური პარადოქსების მიხედვით შეიძლება სწორედ მის გარშემო გაერთიანდეს.

„ორბელიანის სასახლეში გრძელდება „კასტინგი“, რომელმაც უნდა ჩამოაყალიბოს ახალი „დავარცხნილი“ პოლიტიკური გუნდი სალომე ზურაბიშვილის გარშემო. კარგია ეს თუ ცუდი, არარელევანტური შეკითხვაა. ეს არის ფაქტი და რეალობა იმ ქვეყანაში, სადაც 2018 წელს ზურაბიშვილის წინააღმდეგ მიცემული იქნა 780 633 ხმა. დღეს კი ამ ხმების დიდი ნაწილი ქართული პოლიტიკური პარადოქსების მიხედვით შეიძლება სწორედ მის გარშემო გაერთიანდეს.

ყველა პროცესს აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე, ნახევრადსავსე თუ ნახევრადცარიელი ჭიქისა არ იყოს. დადებითი არის ალბათ ის, რომ ჯერჯერობით „არა და არასდროს“ პარადიგმაში მყოფი ზურაბიშვილი მყარ ნალექში გადაამისამართებს ნაცსექტანტების „შაჰიდურ“ წარმომადგენლობას, არ გაიკარებს მათ „სათოფეზე“ და ევროკავშირის მოსაწონი ლიბერალური ფრთის პოლიტიკურ ლიდერად მოგვევლინება.

ახლა კი იმაზე, რაც ალბათ უფრო ცუდია, ვიდრე კარგი მაგრამ ეს ზურაბიშვილს არანაირად არ ეხება. ეს ეხება ქართულ ტრადიციულ ქედმაღლობას, დაუმსახურებელ თავმომწონეობას, დაუოკებელ ამბიციურობას, ურთიერთუნდობლობას, ურთიერთაუტანლობას და „ჭეშმარიტებაზე“ ექსკლუზიურ პრეტენზიაზე დაფუძნებულ კონკურენტუუნარო ბრძოლას „წესების გარეშე“. დიახ, საუბარი მიმყავს „კონსერვატიულ მოძრაობათა“ იმ მრავალფეროვნებაზე, რომლებმაც იმ უნივერსალური ფორმულა „მამული, ენა, სარწმუნოების“ გარშემოც კი ვერ ახერხებენ გაერთიანებას და პოლიტიკურ ცენტრად ჩამოყალიბებას.

ზურაბიშვილი კი, მართალია სულ სხვა ფასეულობების გარშემო, მაგრამ ამას ახერხებს. თანაც ახერხებს ჯერ კიდევ 5 წლის წინ თავისი 780 633 მოწინააღმდეგე ამომრჩევლის ხარჯზე. ახლა კი, გინდ დასცინეთ მას და გინდ დააკნინეთ. მაგრამ, ამ ორ „დაპირისპირებულ“ პოლიტიკურ ბანაკს შორის, სადაც ერთი უბრალოდ მყარად ჩამოყალიბებულ ადამიანურ რესურსს წარმოადგენს, რომელიც სათავისოდ უფრო კომფორტულ და პერსპექტიულ წინამძღოლს ეძებს დროდადრო, ხოლო მეორე „ნიკოფსიიდან დარუბანდამდე“ გაფანტულ ამორფულ კონსერვატიულ ფრთად გვევლინება აუცილებლად გაიმარჯვებს ის „ვიღაც სხვა“, რომელიც „მამულს, ენას და სარწმუნოებას“ საკუთარ კომფორტულ კეთილდღეობაზე პოლიტიკაში უფრო მაღლა დააყენებს. და ეს ძალა აუცილებლად იტყვის თავის სათქმელს“, – წერს ქართველიშვილი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

თამუნა მუსერიძე მიმართვას ავრცელებს

ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ უცნობი ქალი, სახელად ზარა ამტკიცებს, რომ მისი დედაა.„კიოდა, რომ დედაჩემია, მშვიდად ვუსმენდი, სანამ ეს სიტყვები არ თქვა... რთულია ძალიან“, - ამბობს ტელეწამყვანი თამუნა მუსერიძე.

დიმიტრი პესკოვი – რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ

რუსეთი განიხილავს წინადადებას უკრაინაში 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, – ამის შესახებ „სიენენთან“ საუბრისას კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.„ჩვენ გვჭირდება ამის გააზრება. ეს მოვლენების ახალი განვითარებაა. ჩვენ გვაქვს საკუთარი პოზიცია“, – განაცხადა პესკოვმა.კრემლის პრესსპიკერმა აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა „რამდენიმე დღის წინ სამი დღით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა“.„გსმენიათ თუ არა კიევის რაიმე რეაქციის შესახებ? არა, და არც ჩვენ. კიევს თუ სურს ცეცხლის შეწყვეტა, რატომ არ შეიძლება, შეწყვიტოს ცეცხლი თუნდაც სამი დღით?“ – ამბობს კრემლის პრესსპიკერი.კითხვაზე, „ხომ არ აყენებს“ ევროპელი ლიდერების წინადადება 12 მაისიდან 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ რუსეთს „კუთხეში“, პესკოვმა უარყოფითი პასუხი გასცა. „არა, არ ვფიქრობ ასე“, – განაცხადა პესკოვმა.

კირ სტარმერი – პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა, ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას

რუსეთის მოთხოვნა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ მიუღებელია, – როგორც უკრაინული მედია წერს, ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში „მსურველთა კოალიციის“ შეხვედრაზე განაცხადეს.„ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში პუტინმა ცეცხლის შეწყვეტის პირობები წამოაყენა. ჩვენ კი ვითხოვთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ჩვენ უარვყოფთ ნებისმიერ წინადადებას დამატებითი პირობების შესახებ“, – განაცხადა სტარმერმა.თავის მხრივ, როგორც ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რუსეთი თუ არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას.„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ რაიმე დათმობის შესაძლებლობას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ: არანაირი წინასწარი პირობა იარაღის მიწოდების შეწყვეტის ან რაიმე სხვა საკითხების შესახებ. არანაირი. ნათელი უნდა იყოს: თუ რუსეთი არ დათანხმდება, მას მოუწევს გაუმკლავდეს დამატებითი სანქციების შედეგებს და უკრაინისთვის გაძლიერებულ მხარდაჭერას“, – განაცხადა მაკრონმა.მანამდე, კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მოითხოვს ამერიკული და ევროპული იარაღის მიწოდების შეჩერებას უკრაინისთვის ნებისმიერი პოტენციური ცეცხლის შეწყვეტის დროს.

„სასწრაფოების ხმა ახლაცაა…“ – ბათუმში, სახურავი ჩამოინგრა და ცოლ-ქმარს დაეცა

ბათუმში, შენობის სახურავი ჩამოინგრა.სოციალურ ქსელში ადგილობრივები წერენ რონ ნანგრევები ცოლ-ქმარს და ორ ავტომობილს დაეცა.„სასწრაფოების ხმა ახლაცაა... კაცის მდგომარეობა მძიმეა, ქალს სხვადასხვა დაზიანებები აქვს...“, - წერენ სოციალურ ქსელში.

14 მაისამდე საქართველოში ძლიერი წვიმა და სეტყვაა მოსალოდნელი

სინოპტიკოსები 14 მაისამდე საქართველოში ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ.„10 მაისის დღის ბოლოდან 14 მაისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.მოსალოდნელმა ნალექებმა საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, - აცხადებენ გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

ბოლო სიახლეები