ოთხშაბათი, მარტი 25, 2026

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე სტუდენტებს, ძიუდოისტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს ევროპის ჩემპიონობას ულოცავს

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი დავით გურგენიძე
სტუდენტებს – ზაურ დვალაშვილსა და საბა ინანეიშვილს, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის,
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ თამარ
ლომინაძის, სამშენებლო ფაკულტეტის დეკანის, პროფესორ ზურაბ გვიშიანის, პროფესორ-
მასწავლებლებისა და სტუდენტების სახელით, ოქროს მედლისა და ძიუდოში ევროპის
ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ულოცავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს
ტექნიკური უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, პოტსდამში (გერმანია) გამართულ ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე
საქართველოს სახელით მოპოვებული ორივე ოქროს მედალი საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტის სტუდენტებს, ინფორმატიკისა და მართვის სიტემების ფაკულტეტის
ბაკალავრს – ზაურ (ზაზო) დვალაშვილსა და სამშენებლო ფაკულტეტის ბაკალავრს – საბა
ინანეიშვილს ეკუთვნით. ზაურ დვალაშვილი ევროპის ჩემპიონი 81 კგ წონით კატეგორიაში
გახდა, ხოლო საბა ინანეიშვილმა ჩემპიონობა +100 კგ წონით კატეგორიაში ასპარეზობისას
მოიპოვა.
„საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სახელით, ვულოცავთ ჩვენს სტუდენტებს,
უნივერსიტეტის საამაყო ფალავნებს, უდიდეს გამარჯვებასა და საერთაშორისო აღიარებას.
ზაურს და საბას ვუსურვებთ შეუპოვრობას, ჯანმრთელობასა და კიდევ მრავალ ღირსეულ
ასპარეზობას პროფესიონალურ სპორტსა და წარმატებებს სამომავლო პროფესიულ
საქმიანობაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი სტუდენტები სპორტულ კარიერას კიდევ
არაერთი ჯილდოთი გაამდიდრებენ,“ – აცხადებს სტუ-ის რექტორი დავით გურგენიძე.
ცნობისათვის, გერმანიის ქალაქ პოტსდამში, 23-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატზე
ძიუდოში, ზაურ დვალაშვილმა ფინალში ბელგიელ იარნ დუიკს იპონით სძლია და
საქართველოს ნაკრებს საერთაშორისო ტურნირზე პირველი ოქროს მედალი და ჩემპიონის
ტიტული მოუტანა; +100 კგ წონით კატეგორიაში გამართულ ქართულ ფინალზე ევროპის
ჩემპიონი საბა ინანეიშვილი გახდა, ვერცხლი კი ძიუდოისტ ირაკლი დემეტრაშვილს ერგო.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
20.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის… – რა რისკზე საუბრობს ივანე ჩხაიძე

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ იმ რისკებზე ისაუბრა, რომელიც ორსულობისას თამბაქოს მოწევას შეიძლება მოჰყვეს. პედიატრის თქმით, ვერანაირი სტრესი, რომელზეც ხშირად ორსულები აპელირებენ, ვერ შეედრება იმ რისკებს, რაც თამბაქოს მოხმარებისგან შეიძლება ნაყოფს მიადგეს.„ყველაზე დიდი დანაშაული, რაც შეიძლება დედამ ჩაიდინოს ბავშვის წინაშე, არის ორსულობისას თამბაქოს მოწევა. რადგანაც, ეს არის თითქმის გარანტირებული – დღენაკლულობა, ძალიან დაბალი წონა დაბადებისას, განვითარების ანომალია, მოგვიანებით პერიოდში ხშირი რესპირაციული ინფექციები, ან 7 წლის ასაკში ასთმის დიაგნოზი და ა.შ. უამრავია იმის ჩამონათვალი, რომელიც პირდაპირ არის დაკავშირებული ორსულობის დროს თამბაქოს მოხმარებასთან, არანაირი სტრესი ამას არ შეედრება.დედამ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს, არანაირი ალტერნატივა, გარდა თამბაქოს დაუყოვნებლივ თავის დანებებისა, არ არსებობს“, – განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

„ცრემლიანი თვალებით გვკითხა “მოეწონებოდა პატრიარქს?” – დანტესი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს

დანტესი სოციალურ ქსელში ერთ-ერთი მოქალაქის ფოტოს ავრცელებს და მის შესახებ წერს:„მდუმარედ იდგა და მთელი მონდომებით ხატავდა, შემდეგ შემოტრიალდა და ცრემლიანი თვალებით გვკითხა "მოეწონებოდა პატრიარქს?" საქართველო მიყვარხარ",- წერს დანტესი.

„ვისწავლოთ ღვთის სიყვარული, ვისწავლოთ პატიება, ვისწავლოთ ცხოვრება…“ – ილია II სიყვარულზე, ოჯახზე, რწმენასა და სამშობლოზე: ამონარიდები ქადაგებებიდან

ილია II-ის ქადაგება სიყვარულის შესახებ: „სიყვარული არის ისეთი ძალა, რომელიც ადამიანს აკეთილშობილებს. სიყვარული არის საფუძველი ყველაფრისა.“"სიყვარული არის ნიჭი, წყალობა ღვთისა. ყოველდღე უნდა ვლოცულობდეთ, რომ უფალმა დაგვაჯილდოოს სიყვარულით, მოგვმადლოს ეს გრძნობა და არა – ვნება”.„სიყვარული არ არის მხოლოდ ემოცია, არამედ ღვთის წყალობაა, რომელიც უნდა გამოვითხოვოთ და ყოველდღე ვილოცოთ მასში გასაძლიერებლად”.„ჭეშმარიტი სიყვარული არის უანგარობა – საკუთარი თავისთვის კი არა, სხვებისთვის ცხოვრება”.„სიყვარული თუ არის ადამიანში, სიხარული იქნება, სიყვარულის გარეშე არაფერი გამოდის, იმიტომ რომ ღმერთი თვითონ არის სიყვარული. დაგლოცოთ ღმერთმა, გწყალობდეთ უფალი. ღმერთმა ძალა მოგცეთ და მშვიდობა მოგცეთ, ჩვენთან არს ღმერთი.“

გარდაიცვალა გიული ცხადაძე

გარდაიცვალა გიული ცხადაძე. ამის შესახებ ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ. Ჩემი გიული გარდაიცვალა პანაშვიდი სამშაბათს 13:00 საათზე, ვაკის სამების ტაძარი (ჭავჭავაძის 37) გადასვენება ტაძრიდან ოთხშაბათს დილას, 12:00 საათზე, ხონში დასაფლავება ხუთშაბათს 14:00 საათზე (ხონი, ხვიჩიას I-ელი შესახვევი, N13)

დონალდ ტრამპი – ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული, ჩვენ ეს ომი მოვიგეთ

ჩვენ ეს ომი მოვიგეთ, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე საუბრისას განაცხადა.„ჩვენ ეს ომი მოვიგეთ. ეს ომი მოგებულია. ირანი სამხედრო თვალსაზრისით მიწასთანაა გასწორებული“, – აღნიშნა ტრამპმა.აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე გააკრიტიკა „ნიუ იორკ თაიმსი“.„კითხულობთ „ნიუ იორკ თაიმს“ და გგონიათ, რომ ომს ვერ ვიგებთ მაშინ, როცა ირანს არც ფლოტი აქვს, არც საჰაერო ძალები და საერთოდ არაფერი გააჩნიათ“, – აღნიშნა ტრამპმა.

ბოლო სიახლეები