ოთხშაბათი, იანვარი 15, 2025

სოზარ სუბარი: კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით მიღებულმა გადაწყვეტილებამ ოპოზიციის გეგმები საბოლოოდ დაამსხვრია

ჩვენს მოქალაქეებს ვულოცავ ევროკომისიის დადებით რეკომენდაციას კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ევროპული საბჭოს 15 დეკემბრის გადაწყვეტილებაც იქნება ასევე დადებითი და საქართველო გახდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანა, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი ბრძოლის შედეგია, თუმცა კიდევ უფრო მეტი წვლილი იმ ათწლიან რეფორმებს მიუძღვის, რომლებსაც ხელისუფლება 2012 წლის პირველი ოქტომბრიდან ატარებს.

„თუ რამდენად უსაფუძვლოა ის იაფფასიანი სპეკულაცია, თითქოს ეს არის რადიკალური ოპოზიციის და „ენჯეოების“ დამსახურება ხელისუფლების ნების საწინააღმდეგოდ, მარტივად ჩანს შედეგიდან – ამ გადაწყვეტილებამ საბოლოოდ დაამსხვრია ოპოზიციის გეგმები, კერძოდ, გეგმა, რომ ისინი შეძლებდნენ სახელმწიფო გადატრიალების გზით ხელისუფლებაში მოსვლას და იმედი, რომ შეიძლება რაიმე შედეგს მიაღწიონ რაიმე ტიპის არჩევნებში“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

პოლიტიკური ჯგუფის ხელმძღვანელის განცხადებით, ოპოზიციას ახლა ახალი ნარატივი აქვს და საარჩევნო ბარიერის 5%-დან 2%-მდე დაწევას ითხოვენ.

„თვითონ ეს ფაქტი, რომ 2%-იან ბარიერს ითხოვენ და სხვა შანსს ვერ ხედავენ, კარგად აჩვენებს, როგორი უსუსურია მათი მტკიცება, რომ ხელისუფლებას აღარ აქვს მხარდაჭერა და ძალიან მალე ისინი ხელისუფლების ცვლილებას შეძლებენ. ამ დროს მთელი გათვლა იმაზე აქვთ, რომ ზუსტად იციან – მაქსიმუმი, რის მიღწევაც შეუძლიათ, ეს არის 40 000 ამომრჩევლის ხმა. ეს არის მათი მაქსიმალური ელექტორატი და ამიტომ ცდილობენ, ბარიერი 2%-მდე დაიწიოს. სწორედ აქედან ჩანს, ვის ინტერესში შედიოდა კანდიდატის სტატუსის მოპოვება და ვინ აკეთებდა ყველაფერს, რომ კანდიდატის სტატუსი არ მიგვეღო, რადგან ასეთ შემთხვევაში, მათი აზრით, შესაძლებელი იქნებოდა ქვეყანაში არეულობის მოწყობა“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ოპოზიციის წარმომადგენლებს მიმართა და აღნიშნა, რომ ბარიერის დაწევა არ მოხდება და პოლიტიკა იმ აგენტურისგან უნდა გაიწმინდოს, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს – როგორმე დააზიანოს სამშობლო და ამით ასიამოვნოს თავის პატრონებს.

„აქვე გავკადნიერდები და ვიტყვი, რომ კანდიდატის სტატუსის მიღებაში განსაკუთრებული წვლილი მიგვიძღვის სწორედ ჩვენ – „ხალხის ძალას“. ჯერ კიდევ წელიწად ნახევრის წინ, როდესაც უკრაინას და მოლდოვას სტატუსი მიანიჭეს, ხოლო ჩვენ უპრეცედენტოდ მოკლე ვადა – 6 თვე მოგვცეს გარკვეული პირობების შესასრულებლად, მაშინ ვთქვით, რომ ეს იყო ერთგვარი ხაფანგი, რომელიც იმისთვის იყო მოგონილი, რომ ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარება არ განელებულიყო. ვგულისხმობ იმას, რომ სწორედ ექვსთვიანი ვადა იყო ხაფანგი და არა ის პირობები, რომლებიც წამოგვიყენეს. დღეს შემიძლია თამამად ვთქვა, რომ სწორედ იმ სიმართლემ, რასაც საზოგადოებას ვეუბნებოდით ყოველ ჩვენს გამოსვლაში, შეუძლებელი გახადა საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობა და საბოლოოდ, მიგვაღებინა კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

ჯო უილსონი – ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე, ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ

რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი სოციალურ ქსელ X-ში წერს. უილსონის თქმით, „ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“. „ცალსახად ვგმობ ივანიშვილის რეჟიმის თავდასხმას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ზვიად ქორიძეზე. რეჟიმი სულ უფრო მეტად ფიზიკურად ესხმის თავს მათ, ვინც ითხოვს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას. ამერიკა ამას ხედავს და ჩვენ ქმედებებს მივმართავთ. ქართველ ხალხს ვერ დააშინებენ“, – წერს ჯო უილსონი.

ფიზიკური დაპირისპირება დოლიძის ქუჩაზე

გავრცელებული ინფორმაციით, დოლიძის ქუჩაზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გაფიცულებს მოსახლეობა დაუპირისპირდა. ცნობისთვის, საყოველთაო გამაფრთხილებელი გაფიცვა 15:00 საათზე დაიწყო, სამი საათის განმავლობაში გაგრძელდება და მას უერთდებიან კომპანიები, უნივერსიტეტები, კვების ობიექტები თუ სხვა ბიზნესჯგუფები. გაფიცულები პროტესტს სხვადასხვა ბანერებით გამოხატავენ: „ვითხოვთ ახალ არჩევნებს“, „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს“.

VIDEO:ალბანეთის პრემიერ-მინისტრი მუხლზე დაჩოქილი შეეგება იტალიის პრემიერ-მინისტს

ამის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს. არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდგრადი განვითარების კვირეული მიმდინარეობს, რომელშიც არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკის პრეზიდენტთან ერთად აზერბაიჯანის, რუანდის და უზბეკეთის პრეზიდენტები, ალბანეთის, ახალი ზელანდიის, იტალიის, მალაიზიის, ფინეთის, პრემიერ-მინისტრები და ასევე პოლიტიკოსები, ლიდერები განახლებადი ენერგიის, ტექნოლოგიური განვითარებისა და ინოვაციების სფეროებში, ინვესტორები და მეწარმეები მონაწილეობენ. მსოფლიომ სააგენტოების ყურადღების ცენტრში აბუ-დაბის აეროპორტში ალბანეთის და იტალიის პრემიერ-მინისტრების შეხვედრის მომენტი მოექცა. აეროპორტის დარბაზში ჯორჯია მელონის გამოჩენის და მასთან მიახლოების შემდეგ ედი რამა, რომელიც ბევრად მაღალია ჯორჯია მელონიზე, კრემისფერ ხალიჩაზე ცალ მუხლზე დაეშვა და მას წითელი ყუთით საჩუქარი გადასცა. ამის შემდეგ მან დახვედრით ერთობ ნასიამოვნებ და გახალისებულ მელონის, რომელიც დღეს 48 წლის გახდა, აუხსნა, რომ საჩუქარი - აბრეშუმის შარფი, მასზე ნაცრისფერ და შავ ფერებში დატანილი პოპულარული ალბანური ელემენტებით - იტალიიდან ალბანეთში გადასული დიზაინერის ნამუშევარი იყო, შარფი მელონი თავზე მოახვია, თავადაც გადაეხვია და უთხრა: თქვენთან შეხვედრამდე მე ვესაუბრე იტალიელ ჟურნალისტებს, რომ მათ თქვენთვის ემღერათ „tanti auguri“ ( თქვენ ხომ ძალიან გიყვართ ისინი, არა? - განაგრძო რამამ და ჟუნალისტებს მიმართა: თქვენ აქ ხართ, რომ იმღეროთ მისი დაბადების დღის აღსანიშნავად, არა? მელონიმ იგი ღიმილით შეაჩერა და უთხრა: ნუ მარცხვენთ!   იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის და ალბანეთის პრემირ-მინისტრ ედი რამას ერთმანეთთან ძალიან კარგი პარტნიორული ურთიერთობა აქვთ. აბუ-დაბიში იტალიამ, ალბანეთმა და არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა ხელი მოაწერეს მილიარდიანი ღირებულების სამმხრივ პროექტს, რომელიც ალბანეთში მწვანე ენერგიის წარმოებას და ადრიტიკის ზღვის ფსკერზე კაბელით მის იტალიისთვის მიწოდებას ითვალისწინებს. მათ შორის თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია შეთანხმება, რომელიც ხმელთაშუა ზღვიდან ნავებით იტალიაში შესვლის მსურველების იტალიამდე არ მიშვებას, გემით ალბანეთში გადაყვანას და თავშესაფრის შესახებ მოთხოვნის განხილვამდე ალბანეთის ტერიტორიაზე მათთვის სპეციალურად აშენებულ დროებით თავშესაფარში განთავსებას ითვალისწინებს. წყარო:ipress.ge

აშშ-ის საელჩო – აშშ გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეთა მიმართ

შეერთებული შტატები გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიმდინარე ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის, ოპოზიციის ლიდერების, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების წევრებისა და აქციის მონაწილეების მიმართ, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაში. როგორც საელჩოს განცხადებაშია აღნიშნული, მსგავსი ქმედებები ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად. „მსგავსი ქმედებები, რომელიც ჩანს, ქართველების ძირითადი თავისუფლებების გამოყენების შეზღუდვას ისახავს მიზნად, არაფერს აკეთებს საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, რაც ქართველების უმრავლესობის ნებაა. საქართველო უკეთესს იმსახურებს“, – აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ – სალომე სამადაშვილი

უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, აღწერა ყველა, ვისი სერვისითაც სარგებლობს. „უნდა დავიმახსოვროთ, ვინ თქვა უარი გაფიცვაზე და ბოიკოტი მათ! აღვწერე ყველა, ვისი სერვისითაც ვსარგებლობ, ვინც ახლა არაა გაფიცული, მათ მომსახურებაზე დღეიდან მაქსიმალურად ვიტყვი უარს“, – წერს სალომე სამადაშვილი.

ბოლო სიახლეები