კვირა, მაისი 11, 2025

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სამეცნიერო კონფერენცია – „კავკასია – ევროპა – ამერიკა“ გაიმართა

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, საინჟინრო ეკონომიკის, მედიატექნოლოგიებისა
და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია –
„კავკასია – ევროპა – ამერიკა“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტექნიკური
უნივერსიტეტი ავრცელებს.
უნივერსიტეტის ცნობით, სამეცნიერო კონფერენცია სტუ-ის საინჟინრო ეკონომიკის,
მედიატექნოლოგიებისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, პოლიტიკისა და
საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტისა და ევრო-კავკასიური თანამშრომლობის
ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა.
კონფერენცია საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ მეცნიერების
დარგში, პროფესორმა ზურაბ გასიტაშვილმა გახსნა. კონფერენციის მონაწილეებს
მისასალმებელი სიტყვით მიმართეს პროექტის კოორდინატორმა და კონფერენციის
საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა ემზარ
ფაჟავამ და კონფერენციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სტუ-ის ასოცირებულმა პროფესორმა
ნუგზარ ბარდაველიძემ.
როგორც პროექტის კოორდინატორი, პროფესორი ემზარ ფაჟავა აღნიშნავს, კონფერენციის
თემატური მიმართულებები ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებებია, მიზანი კი
სამეცნიერო-კვლევითი სფეროს წარმომადგენლებსა და სტუდენტებში ევრო-ატლანტიკური
კვლევების მხარდაჭერაა.
„მოხარული ვარ, რომ კონფერენცია ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან მოვლენას –
ევროკომისიის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ
რეკომენდაციის გაცემას დაემთხვა. მსურს ყველას მივულოცო ეს დიდი წარმატება.
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ეს სამეცნიერო კონფერენციაც ევროინტეგრაციული
კვლევების მხარდაჭერის მიზნით ჩატარდა. ხელშეწყობისთვის გულწრფელი მადლობა
უნივერსიტეტის რექტორს, აკადემიკოს დავით გურგენიძეს, კონფერენციის ორგანიზატორებს,
მონაწილეებს. ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით
გაგრძელდება“, – აცხადებს ემზარ ფაჟავა.
სტუ-ის ინფორმაციით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში საქართველოსა და
უცხოეთის სხვადასხვა უნივერსიტეტის მკვლევრები, დოქტორანტები და მაგისტრანტები
მონაწილეობდნენ. საკონფერენციო ნაშრომები გამოქვეყნდება მოხსენებათა კრებულში –
„ევროპული კვლევები“, ხოლო ელექტრონული ვერსია განთავსდება პროექტის ვებგვერდზე:
http://jeanmonnet.gtu.ge

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
14.11.2023

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73

საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს-12 მაისი ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს

ყველას გილოცავთ 12 მაისს, - ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს.ტრადიციისამებრ, წელსაც, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესი და უნეტარესი ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, წმინდა ანდრიას გზით მსვლელობა 11 მაისს ისტორიული ლაზეთიდან დაიწყო აწყურის ღვთისმშობლისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხატებით. დღის მეორე ნახევარში ხატები მიბრძანდება გონიოში, მატათა მოციქულის საფლავთან და შემდეგ ბათუმის საკათედრო ტაძარში.12 მაისს - დიდ აჭარაში, ხულოში წირვაზე, იმავე დღეს, საღამოს კი - ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიაში, შალვა ახალციხელის სახელობის საკათედრო ტაძარში.13 მაისს აწყურის ტაძარში აღევლინება პარაკლისი, შემდგომ - ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში14 მაისს მსვლელობის მონაწილენი ხატებს მიაბრძანებენ სურამისა და ხაშურის ეპარქიაში15 მაისს, დილით, - ურბნისისა და რუისის ეპარქიაში, შუადღეს პარაკლისი შესრულდება ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, ხოლო საღამოს გორში.16 მაისს გორიდან ხატები გადაბრძანდება სამთავისისა და კასპის ეპარქიაში, საღამოს კი - მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში.17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, ჩატარდება წირვა სვეტიცხოველში, 13:00 საათზე ხატები შემობრძანდება თბილისში და ქაშუეთის წმინდა გიორგის ტაძრიდან დაგეგმილ საერთო-სახალხო მსვლელობას წარუძღვება ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრისკენ.ყველას, ვისთვისაც ოჯახის სიწმინდე ღირებულია და ვისაც სურს, პატივი მიაგოს უფალს, წმინდა ანდრია პირველწოდებულსა და აწყურის ღვთისმშობლის ხატს, გაქვთ შესაძლებლობა, შეუერთდეთ ამ მსვლელობას.ღმერთი სიყვარულისა იყოს ჩვენ შორის. ამინ!P.S.12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და წმინდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემობრძანების დღეს, სადღესასწაულო წირვას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად აღავლენს მახათას მთაზე მდებარე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში.ღვთისმსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე.

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება – ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა

მატილდა გვარლიანის მორიგი წარმატება - ქართველი მოდელი Gucci-ის ჩვენებაზე გამოჩნდა:

თბილისში, „რატის ბარში“ 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს

თბილისში, „რატის ბარში“ მკვლელობა მოხდა.არსებული ინფორმაციით, 30 წლამდე ახალგაზრდა კაცი ცივი იარაღით მოკლეს.დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს

ხაშურში, 16 წელს მიუღწეველ პირთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 60 წლის მუსიკის მასწავლებელი დააკავეს. დაკავებული მოსწავლეებს დაბა აგარასა და ხაშურის მუსიკალურ სკოლებში, ხალხურ საკრავებზე დაკვრას ასწავლიდა."კურიერის" ინფორმაციით, დაკავებულს დაზარალებული 15 წლის გოგონა გაკვეთილზე ხშირად საკუთარი მანქანით დაჰყავდა.მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით მიმდინარეობს.

ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო თავდასხმებს 52 000 პალესტინელი ემსხვერპლა

ისრაელის სამხედრო თავდასხმების შედეგად, ღაზის სექტორში პალესტინელთა მსხვერპლის რაოდენობამ 52 000-ს მიაღწია.ბოლო 24 საათის განმავლობაში კი, ანკლავში ისრაელის სამხედრო ოპერაციების შედეგად 23 პალესტინელი დაიღუპა. დაშავებულია 124 პირი.

ბოლო სიახლეები