სამშაბათი, იანვარი 27, 2026

თინა ბოკუჩავა: აუცილებელია, რომ საქართველომ წინ წაიწიოს გაწევრიანების გზაზე, რა არის საჭირო ამისთვის? – რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან მოშორება

„ახლა, ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, აუცილებელია, რომ საქართველომ წინ წაიწიოს გაწევრიანების გზაზე და ჩვენთვისაც, ისევე როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოხდა ეს გუშინ, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? – რუსი ოლიგარქის ხელისუფლებიდან მოშორება და პროდასავლური მთავრობა.“ – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

“უპირველეს ყოვლისა გილოცავთ! გუშინ საქართველომ მოიპოვა ძალიან დიდი გამარჯვება და ეს არის სწორედ ქართველი ხალხის დამსახურება. როგორი სიმბოლურია, რომ გუშინ ეს დიდი გამარჯვება საქართველომ მოიპოვა დიდი ქართველის და დიდი ევროპელის – ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეზე. საბოლოო დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებლად დადებითი უნდა იყოს, იქნება მნიშვნელოვანწილად, რა თქმა უნდა, განსაზღვრული სწორედ იმ დადებითი გადაწყვეტილებით, რომელიც გუშინ მიიღო ევროკომისიამ, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება, ეს არის ქართველი ხალხის მონაპოვარი და ეს არის ქართველი ხალხის დამსახურება. ამას გაუსვა ხაზი გუშინ სწორედ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა, რომელმაც თქვა, რომ ქართველი ხალხის დამსახურებით მიიღო საქართველომ კანდიდატის სტატუსი. ჩვენი მოლოდინიც და იმედიც სწორედ ეს იყო, რომ რუსული ხელისუფლების მიზანმიმართული საბოტაჟის მიუხედავად, ქართველი ხალხის ხმა აღმოჩნდებოდა უფრო ხმამაღალი და ძლიერი და სწორედ ამაზე დაყრდნობით მიიღებდა ევროკავშირი დადებით გადაწყვეტილებას. ასევე, მინდა მივულოცო უკრაინასა და მოლდოვას, რომელსაც ევროკავშირმა უკვე ფორმალურად გაუხსნა მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. ახლა, ამ მნიშვნელოვანი გამარჯვების შემდეგ, აუცილებელია, რომ საქართველომ წინ წაიწიოს გაწევრიანების გზაზე და ჩვენთვისაც, ისევე როგორც უკრაინისთვის და მოლდოვისთვის მოხდა ეს გუშინ, გაიხსნას მოლაპარაკებები გაწევრიანებისთვის. რა არის საჭირო ამისთვის? ამისთვის საჭიროა იმ 9 პირობის შესრულება, რომელზეც ძალიან მკაფიოდ ისაუბრა გუშინ ევროკავშირმა და მთავარი კითხვა, რომელიც ჩვენ დღეს თითოეულმა საქართველოს მოქალაქემ უნდა დავუსვათ საკუთარ თავს არის შემდეგი – ვინ შეასრულებს ამ პირობებს და შესაბამისად, ვინ მივა შემდეგ ეტაპამდე ევროკავშირში გაწევრიანების? განა ვინმეს სჯერა, რომ რუს აგენტებზე მდგარი რუსი ოლიგარქის ივანიშვილის რუსული რეჟიმი დაუწყებს ბრძოლას რუსულ დეზინფორმაციას? ეს არის უპირველესი მოთხოვნა, ან იმას, რომ ის მოაშორებს სასამართლო კლანს? – არა! „რუსული ოცნება“ ამ პირობებს არ შეასრულებს, ამისთვის აუცილებელია დემოკრატიული, პროდასავლური მთავრობა, მაგრამ ერთი პირობა, რომლის შესრულებაც მოუწევს ივანიშვილს, ეს არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, რომელიც აუცილებლად გახდება საბოლოო დიდი გამარჯვების საწინდარი და შემდეგ უკვე დემოკრატიული მთავრობა განახორციელებს ყველა ამ რეფორმას და საქართველო შევა ევროკავშირში.“ – განაცხადა თინა ბოკუჩავამ

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ქართველი პრინცესას, ქრისტინე ბაგრატიონის შვილი, ოჯახი და ბედნიერი ცხოვრება

"დღეს ჩვენი ბაგრატის დაბადების დღეა და 5 წელი შეუსრულდა. უფლის წყალობა ჰქონოდეს ყოველთვის და აღიზარდოს ნამდვილ ქართველ ვაჟკაც პიროვნებად. გილოცავთ ყველას ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაულს", - წერს სოციალურ ქსელში ქრისტინე ბაგრატიონი და შვილის ფოტოებს გვიზიარებს. ქრის­ტი­ნე და იო­ა­ნე (ხუან) ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­მა 2014 წელს ეს­პა­ნეთ­ში იქორ­წი­ნეს, სა­დაც ხელი მო­ა­წე­რეს. ქრის­ტი­ნე ცნო­ბი­ლი მო­დე­ლი გახ­ლდათ. იო­ა­ნე კი ეს­პა­ნეთ­ში მცხოვ­რე­ბი მუხ­რა­ნე­ლი ბაგ­რა­ტი­ო­ნე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლია.პრინცი ხუან ხორხე დე ბაგრატიონ-მუხრანი (დაიბადა 1977 წლის 18 აგვისტო) არის ესპანელი წარმოშობის ქართველი თავადი და ბაგრატიონთა დინასტიის მუხრანთა სახლის წევრი, ასევე ესპანეთის სამეფო ოჯახის შორეული ნათესავი.მამამისის პაპა, უფლისწული ირაკლი ბაგრატიონი, წითელი არმიის შემოსევის დროს საქართველოდან გადაასახლეს, ცხოვრობდა გერმანიაში, იტალიაში და ბოლოს ესპანეთში დასახლდა. მისი ბებია, ინფანტა მარია დე ლას მერსედესი ესპანეთის სამეფო ოჯახის წევრი იყო.წარმატებული მოდელი ქრისტინე ძიძიგური საფრანგეთში "დიორის" პარფიუმის სახლის სახე იყო, საქართველოდან გამგზავრებამდე კი ის ანსამბლ "ერისიონის " მოცეკვავე გახლდათ, 2008 წელს "ვიცე მის საქართველოს" ტიტული მოიპოვა და მონაწილეობა მიიღო მალაიზიაში გამართულ საერთაშორისო კონკურსში."პა­რიზ­ში ჩემი ოც­ნე­ბე­ბი ახდა, რად­გან "კრის­ტი­ან დი­ორ­თან" ორ­ჯერ ვი­მუ­შა­ვე: პირ­ვე­ლად "პარ­ფი­უმ-მა­კი­ა­ჟი" წარ­ვად­გი­ნე. მა­შინ ჩვე­ნე­ბა­ში 20 გოგო ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, მე­ო­რედ კი მხო­ლოდ ორნი შეგ­ვარ­ჩი­ეს. როცა "დი­ორ­თან" მე­ო­რედ მუ­შა­ო­ბის შანსს გაძ­ლე­ვენ, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ "დი­ო­რის სახ­ლის" მო­დე­ლი ხდე­ბი. "ელი­სა­აბ­თა­ნაც" ვმუ­შა­ობ­დი. პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა სრუ­ლი ჰარ­მო­ნი­აა".

მამაშვილობის განსაკუთრებული ამბავი: ჯაბა კილაძის ფოტოები მშვენიერ ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად

მსახიობი ჯაბა კილაძე საზოგადოებამ სერიალ "შუა ქალაქიდან"  გაიცნო და შეიყვარა. ის სერიალში სანდროს როლს ასრულებდა. სანდრო სერიალში წარმოადგენს "ინტელიგენტი თბილისელის" ერთგვარ კარიკატურას, რომელიც მუდმივად ცდილობს წესრიგის და ლოგიკის შენარჩუნებას იმ ქაოსში, რასაც ღლონტები და მათი მეზობლები ქმნიან, თუმცა მისი დაბნეულობა ამ სიტუაციებს კიდევ უფრო სახალისოს ხდის.ჯაბა კილაძე, სერიალის გარდა, თეატრის სცენაზეც შეგიძლიათ იხილოთ - ის მოქმედი მსახიობია და მისი როლები ყოველთვის განსაკუთრებულ ემოციურ შთაბეჭდილებას ტოვებს მაყურებელზე.ჯაბა კილაძეს დღემდე ბევრი მოიხსენიებს "სანდროს" სახელით, მისი ყოველი გამოჩენა კი ნოსტალგიასთან, ლამაზ მოგონებებთან ასოცირდება - სწორედ ამიტომაა, რომ მას დღეს სოციალურ ქსელებში უამრავი გამომწერი და გულშემატკივარი ჰყავს.განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს მისი ფოტოები ქალიშვილთან, ლიზასთან ერთად.

საქართველოს პრეზიდენტმა 59 პირი შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებით 59 პირი შეიწყალა. შეწყალების აქტი შეეხო 57 მსჯავრდებულს, ხოლო 2 პირს მოეხსნა ნასამართლობა.საქართველოს პრეზიდენტის მიერ მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს, ასევე სახელმწიფო ინტერესს.

„გახარია საქართველოსთვის“ – ვადასტურებთ პრეზიდენტ მაია სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს

პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარტია მაია სანდუსადმი პატივისცემას ადასტურებს, თუმცა საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების ფაქტად მიჩნევა ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს აკნინებს.„გვსურს, გამოვეხმაუროთ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტის, მაია სანდუს მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას საქართველოსთან დაკავშირებით.ცხადია, ვადასტურებთ პრეზიდენტ სანდუს მიმართ პატივისცემას, თუმცა: საქართველო დღეს იმართება რეჟიმის მიერ, რომლის მიზანმიმართულად მავნებლური და არაკომპეტენტური საგარეო პოლიტიკის გამო საქართველო ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ კურსს ჩამორჩა. ამის მიუხედავად, საქართველოს რუსულ ორბიტაზე დაბრუნების შემდგარ ფაქტად მიჩნევა აკნინებს ქართველი ხალხის ისტორიულ არჩევანს და ჩვენი საზოგადოების უმრავლესობის მტკიცე ევროპულ ორიენტაციას, ასუსტებს ჩვენი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების საერთო ძალისხმევას, საბოლოოდ დავაღწიოთ თავი რუსულ გავლენას და მოვიპოვოთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა.შესაბამისად, მნიშვნელოვანია ისტორიულად საქართველოს უახლოესმა პარტნიორმა სახელმწიფოებმა მხარი დაუჭირონ ქართულ საზოგადოებას, რომელიც ამ რთულ დროს გამორჩეული გამძლეობით აგრძელებს საკუთარი ევროპული მომავლის დაცვას. დარწმუნებულები ვართ, რომ მიუხედავად „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ავტორიტარული ხასიათისა, ქართული საზოგადოება, საქართველოს მოკავშირეებთან ერთად, შევძლებთ, დავიცვათ ჩვენი ქვეყნების ეროვნული ინტერესები და ჩვენი საერთო მიზნები“, – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.ცნობისთვის, მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა.„რუსეთმა საქართველო თავის ორბიტაზე დააბრუნა ომის შიშის იარაღად გამოყენებით და იმ გზავნილებით, რომ არჩევნებზე არასწორი არჩევანი მშვიდობის ფასად დაუჯდებოდათ“, – განაცხადა სანდუმ.

ეროვნული ბანკი ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს ეროვნული ბანკის ანგარიშის მიხედვით, საბანკო სექტორში განთავსებული დეპოზიტების (ბანკთაშორისი დეპოზიტების გარდა) მოცულობამ 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 66.93 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 1.23 მილიარდი ლარით, ანუ 1.87%-ით მეტია წინა თვის ბოლოს არსებულ მაჩვენებელზე.ცენტრალური ბანკის ცნობით, დეპოზიტების წლიურმა ზრდამ გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე 15.78% შეადგინა. დეკემბერში, წინა თვესთან შედარებით, ვადიანი დეპოზიტები შემცირდა 447.02 მილიონი ლარით, ანუ 1.42%-ით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 1.68 მილიარდი ლარით, ანუ 4.90%-ით გაიზარდა.საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა 2025 წლის დეკემბრის ბოლოსათვის 52.27 პროცენტი შეადგინა. წინა თვის ბოლო მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია გაიზარდა 0.18 პროცენტული პუნქტით.ამასთან, ეროვნული ბანკის მონაცემებით, დეკემბერში ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საბაზრო საპროცენტო განაკვეთმა 7.49% შეადგინა, მათ შორის, ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 9.34%, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე – 2.60%.უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა – 78.27%, ხოლო ევროს წილმა 20.07% შეადგინა.

ბოლო სიახლეები