ოთხშაბათი, ივნისი 17, 2026

იაგო ხვიჩია: მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი, იმის გამო, რაც თეონა აქუბარდიას აკადრა

მე რომ ქოცების ლიდერშიფში ვიყო, ირაკლი ბერაიას ენას ამოვაძრობდი, იმის გამო რაც თეონა აქუბარდიას აკადრა.
ესენი გველაპარაკებიან ქართველობაზე, კაცობაზე, ქალის და მანდილის პატივისცემაზე ამის შესახებ “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების” დეპუტატის, ირაკლი ბერაიას მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა.

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი ირაკლი ბერაია ოპოზიცონერ დეპუტატს თეონა აქუბარდიას  „უსინდისო და სამარცხვინო მატყუარა“ უწოდა და განმარტა, რომ მისი განცხადება, თითქოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას მხარი არ დაუჭირეს“, მიზანმიმართული დეზინფორმაციაა.

როგორც ბერაიამ პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, თავად აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა.

„იმ სამარცხვინო ტყუილს უნდა გამოვეხმაურო, რისი თქმაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას  – ამ უსინდისო და სამარცხვინო მატყუარას. ჯერ იყო და ის თქვა, თურმე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ, რაც იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რაც მან კარგად იცის, იმიტომ, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ხმას არ აძლევს არცერთ გადაწყვეტილებას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო.

ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როდესაც ჩემი არაერთი შენიშვნა ყოფილა ინიცირებული და შესწორება ანგარიშებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. „შოპინგზე“ იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. მე და ჩემს კოლეგებს საკუთარი თავისთვის იმის უფლება არ მიგვიცია, რომ ბრალი დაგვედო მტრების დავალების შესრულებაში“,- განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

Bloomberg-ი აშშ-ირანის ურთიერგაგების მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს

Bloomberg-ი აშშ-ირანის ურთიერგაგების მემორანდუმის ტექსტს აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ აშშ-სა და ირანს შორის მიღწეულ ურთიერთგაგების მემორანდუმზე ოფიციალური ხელმოწერა 19 ივნისს, ჟენევაშია დაგეგმილი.ურთიერთგაგების მემორანდუმი მხარეებს შორის ომის დასრულების მიზნით 60-დღიანი მოლაპარაკებების დაწყებას ითვალისწინებს.მემორანდუმი 14 პუნქტისგან შედგება.1 - ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები, მიმდინარე ომში თავიანთ მოკავშირეებთან ერთად, აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე აცხადებენ ომის დაუყოვნებლივ და მუდმივ შეწყვეტას ყველა ფრონტზე, მათ შორის ლიბანში, და იღებენ ვალდებულებას, რომ ამიერიდან არ დაიწყებენ ერთმანეთის წინააღმდეგ რაიმე სახის მტრულ ქმედებას და თავს შეიკავებენ ერთმანეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების ან ძალის გამოყენების მუქარისგან. საბოლოო შეთანხმება ამ მუხლის და დარჩენილი მუხლების დებულებებს დაადასტურებს.2 - ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, პატივი სცენ ერთმანეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ერთმანეთის შიდა საქმეებში ჩარევისგან თავი შეიკავონ.3 - ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები იღებენ ვალდებულებას, რომ აწარმოონ მოლაპარაკებები და მიაღწიონ საბოლოო შეთანხმებას მაქსიმუმ 60 დღის განმავლობაში, რომლის გაგრძელებაც შესაძლებელია ორმხრივი თანხმობით.4 - აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ამერიკის შეერთებული შტატები ხსნის საზღვაო ბლოკადას და გამორიცხავს ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ ნებისმიერ ჩარევას ან დაბრკოლებას; მაქსიმუმ 30 დღის განმავლობაში სრულად აღადგენს საზღვაო მიმოსვლას; გემების მიმოსვლა ირანის ისლამური რესპუბლიკის მხრიდან ომამდელი მიმოსვლის მაჩვენებლის პროპორციული უნდა იყოს. ასევე, ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების მიღწევიდან 30 დღის განმავლობაში გაიყვანოს თავისი ძალები მიმდებარე ტერიტორიებიდან.5 - აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა დაუყოვნებლივ გადადგამს ნაბიჯებს, რათა უზრუნველყოს ის, რომ სპარსეთის ყურიდან ომანის ზღვამდე და საპირისპირო მიმართულებით, სავაჭრო გემების მიმოსვლა ომამდელ მაჩვენებლამდე 30 დღის განმავლობაში აღდგეს, ირანის მიერ ტექნიკური დაბრკოლებების მოხსნისა და ნაღმების გაუვნებელყოფის საჭიროების გათვალისწინებით.6 - ამერიკის შეერთებული შტატები, თავის რეგიონულ პარტნიორებთან ერთად, იღებს ვალდებულებას, შეიმუშაოს ორივე მხარის მიერ შეთანხმებული ყოვლისმომცველი გეგმა ირანის ისლამური რესპუბლიკის აღდგენისა და ეკონომიკური განვითარებისთვის, მინიმუმ 300 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის დაფინანსების უზრუნველყოფით. ამ გეგმის განხორციელების მექანიზმი, როგორც საბოლოო შეთანხმების ნაწილი, 60 დღის განმავლობაში შემუშავდება.7 - ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, საბოლოო შეთანხმების ფარგლებში შეთანხმებული განრიგის თანახმად, მოხსნას ირანის ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ არსებული ყველა სახის სანქცია, მათ შორის გაერო-ს უშიშროების საბჭოსა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მმართველთა საბჭოს რეზოლუციები, ასევე, აშშ-ის ყველა ცალმხრივი სანქცია, როგორც პირველადი, ისე მეორადი.8 - ირანის ისლამური რესპუბლიკა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის არასდროს შექმნის ბირთვულ იარაღს. ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ გამდიდრებული მასალის ბედი და ყველა სხვა ორმხრივად შეთანხმებული ბირთვულ საკითხი, მათ შორის ირანის ბირთვული საჭიროებების ბედი, ადეკვატურად იქნება დაფიქსირებული საბოლოო შეთანხმებაში; საბოლოო შეთანხმება დაადასტურებს ამ მუხლის დებულებებს.9 - ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ საბოლოო შეთანხმებამდე მიღწევის პერიოდში ისინი შეინარჩუნებენ არსებულ სტატუს-კვოს: ირანი შეინარჩუნებს სტატუს-კვოს თავის ბირთვულ პროგრამაზე, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატები არ დააწესებს ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ და არ გააძლიერებს თავის ძალებს რეგიონში.10 - ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერისთანავე და სანქციების მოხსნის თარიღამდე, აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტი გამოსცემს შესაბამის ნებართვებს ირანული ნედლი ნავთობის, ნავთობქიმიური პროდუქტებისა და მათგან წარმოებული პროდუქციის ექსპორტზე, ასევე, მასთან დაკავშირებული ყველა მომსახურების, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სატრანსპორტო და სხვა ნებართვებს.11 - ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ საბოლოო შეთანხმების მიღწევის მიზნით მოლაპარაკებებში პროგრესის გათვალისწინებით, ირანის ისლამური რესპუბლიკის გაყინული ან შეზღუდული თანხები და აქტივები განიბლოკება და სრულად ხელმისაწვდომი იქნება. ეს თანხები, მიუხედავად იმისა, შენახულია მთავარ ანგარიშზე თუ გადარიცხულია, გამოყენებული იქნება ირანის ისლამური რესპუბლიკის ცენტრალური ბანკის მიერ განსაზღვრული ნებისმიერი საბოლოო ბენეფიციარის გადახდისთვის და გამოსაყენებლად სრულად იქნება ხელმისაწვდომი. ამერიკის შეერთებული შტატები იღებს ვალდებულებას, რომ ამის საფუძველზე ყველა საჭირო ნებართვა და ლიცენზია გასცეს.12 - ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები თანხმდებიან, რომ შემუშავდება განხორციელების მექანიზმი, საბოლოო შეთანხმების წარმატებით შესრულების და მისი მომავალი ვალდებულებების შესრულების ზედამხედველობის მიზნით.13 - აღნიშნული ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ და ამ მემორანდუმის მე-4, მე-5, მე-10 და მე-11 მუხლების განხორციელების დაწყების და ამ ნაბიჯების შესრულების გაგრძელების შესახებ გარანტიების მიღებისთანავე, ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები დაიწყებენ მოლაპარაკებებს საბოლოო შეთანხმების მისაღწევად, მხოლოდ დარჩენილ მუხლებთან დაკავშირებით.14 - საბოლოო შეთანხმება გაერო-ს უშიშროების საბჭოს სავალდებულო რეზოლუციით დამტკიცდება.

გია ხუხაშვილი – პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი, ის კახურად და პირდაპირ საუბრობს, რასაც „ოცნებაში“ ფიქრობენ, ეს კი იმერულად ატარებს „ტრიუკებს“, ვითომ მოლაპარაკებებისთვის ...

პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი. ის კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს იმერულად ახვევს, „ტრიუკებს“ ატარებს, რომ ვითომ, მზად არიან მოლაპარაკებებისთვის - სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ და აბნევს ეს საზოგადოებას, ათასი შეთქმულების თეორიები იწყება, რომ აი, რა ხდება, სამხარაძე ერთს ამბობს და პაპუაშვილი მეორეს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა, გია ხუხაშვილმა, „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, რითაც პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებას გამოეხმაურა იმის თაობაზე, რომ „ქართულმა მხარემ ლუქსემბურგს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს და მზად არიან კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით“.ხუხაშვილის თქმით, არც სამხარაძე აყალიბებს პოლიტიკას და არც პაპუაშვილი, რეალურად კი, „ერთი კაცი თავისი პაიკებით თამაშობს, ერთმანეთისგან განსხვავებულად ასაუბრებს და შემდეგ ამღვრევს წყალს, ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“.„პრობლემა იმაშია, რომ პაპუაშვილი კახელია და სამხარაძე იმერელი. ის კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ „ქართულ ოცნებაში“ და ეს იმერულად „ახვევს“, „ტრიუკებს“ ატარებს, რომ ვითომ მზად არიან მოლაპარაკებებისთვის. ქვეყანა, რომელსაც დემოკრატია უნდა, ასეთ კანონებს არ მიიღებდა. თუ ეს კანონი ვაჭრობისთვის მიიღეს, ეს კიდევ უფრო უარესი უბედურებაა, თუ ასეთ ენაზე უნდათ პარტნიორებთან და მეგობრებთან საუბარი.ერთი კახურ „სლენგზე“ გამოთქვამს საკუთარ პოლიტიკურ მოსაზრებებს, მეორე იმერულად.რა თქმა უნდა, ყველაფერი სავაჭროდ აქვთ პოლიტპატიმრებიდან დაწყებული კანონებით დამთავრებული.სავაჭროდ სჭირდებათ იმისთვის, რომ მცირე კოსმეტიკური დათმობების სანაცვლოდ, ძირითად ფუნდამენტურ პრობლემებზე, რაც უკავშირდება ხისტ ავტორიტარიზმს, ბრიუსელმა თუ ამერიკამ თვალი დაუხუჭოს. სხვა საკითხია, რომ სხვადასხვა ტაქტიკას ირჩევენ და ესეც აბნევს საზოგადოებას, ათასი შეთქმულების თეორიები იწყება, რომ აი, რა ხდება, სამხარაძე ერთს ამბობს და პაპუაშვილი მეორეს.სინამდვილეში, არც სამხარაძე აყალიბებს პოლიტიკას და არც პაპუაშვილი. ერთი კაცი თავისი პაიკებით თამაშობს, ერთმანეთისგან განსხვავებულად ასაუბრებს და შემდეგ მაქსიმალურად ამღვრევს წყალს, ცდილობს ამ ამღვრეულ წყალში თევზი დაიჭიროს“,- განაცხადა ხუხაშვილმა.ცნობისთვის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ლუქსემბურგის მხარეს სთხოვა, ევროკომისიასთან საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ საკითხი დააყენოს. მისივე თქმით, ქართულმა მხარემ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა ლუქსემბურგის მხარეს იმის შესახებ, თუ რა ხდება, როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში."ლუქსემბურგს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ - მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ, მათ შორის გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით," - განაცხადა სამხარაძემ.

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი პეტერ მადიარი აცხადებს, რომ „ოსჩადბანკისთვის“ თანხების ჩამორთმევის საკითხზე გამოძიების დაწყების ბრძანება გასცა. მისივე თქმით, უნგრეთის გენერალურმა პროკურორმა საკითხი დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს.„ჩვენ დაუყოვნებლივი შიდა გამოძიების ბრძანება გავეცით ეროვნულ საგადასახადო და საბაჟო ადმინისტრაციაში, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრში და სხვა შესაბამის ორგანოებში, უკრაინის „ოქროს კოლონის“ საქმესთან დაკავშირებით. გენერალურმა პროკურორმა დაუყოვნებლივ უნდა განიხილოს ეს საკითხი“, – წერს მადიარი სოციალურ ქსელში.ცნობისთვის, 2026 წლის მარტში უკრაინამ უნგრეთი ბუდაპეშტში უკრაინული სახელმწიფო ბანკის შვიდი თანამშრომლის გატაცებაში დასდო ბრალი, რომელთაც ფული და ოქრო გადაჰქონდათ. „ოსჩადბანკის“ ინფორმაციით, მათი ბანკის კუთვნილი საინკასაციო მანქანებში მყოფი შვიდი პირი ბუდაპეშტში დააკავეს. მათივე ცნობით, დაკავებულებს ვალუტა და ოქრო გადაჰქონდათ.უკრაინული მედიის ცნობით, კიევმა არაერთხელ დაჟინებით მოითხოვა „ოსჩადბანკის“ ნაღდი ფულის გადაზიდვის მანქანებისა და ძვირფასი ნივთების ჩამორთმევასთან დაკავშირებული ყველა გარემოების ობიექტური გამოძიება, ასევე მიყენებული ფიზიკური და მორალური ზიანის ადეკვატური კომპენსაცია.მათივე ინოფორმაციით, 6 მაისს უნგრეთმა უკრაინას „ოსჩადბანკის“ ფული და ძვირფასი ნივთები დაუბრუნა. უნგრეთში უკრაინის ელჩმა ფედირ შანდორმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ქონების დაბრუნება, არამედ დამნაშავეების დასჯაც.

პენიტენციური დაწესებულება ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაციას ავრცელებს და განმარტავს, რომ ის სამედიცინო სერვისით შეუფერხებლად სარგებლობს

სპეციალური პენიტენციური სამსახური „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებას ეხმაურება, რომელიც პოლიტიკოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობს.უწყების ცნობით, ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.მათივე ინფორმაციით, ხოშტარია კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. მას ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.სპეციალური პენიტენციური სამსახურის ცნობით, ხოშტარიას რევმატოლოგთან მორიგი კონსულტაცია დღეს აქვს ჩანიშნული.„სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმაურება ელენე ხოშტარიას ინტერესების დამცველი ადვოკატის შოთა თუთბერიძის მიერ გავრცელებულ დეზინფორმაციას მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმებასთან დაკავშირებით.ელენე ხოშტარია N5 ქალთა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოფილია ყველა შესაბამისი პირობით და შეუფერხებლად სარგებლობს ყველა, მათ შორის სამედიცინო სერვისით.ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე და ისინი წარმოადგენს ქრონიკულ დაავადებებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია პერიოდული გამწვავება. სამედიცინო პერსონალთან ჩივილებს და უკმაყოფილებას არ აფიქსირებს. უზრუნველყოფილია ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ჯანმრთელობის მდგომარეობის რაიმე სახით ან ფორმით გაუარესება არ მომხდარა.მსჯავრდებული კონსულტირებულია კარდიოლოგის, ნევროლოგის, ოფთალმოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქიატრის და რევმატოლოგის მიერ. ჩატარებული აქვს არაერთი კვლევა, მათ შორის, ხერხემლის და ზურგის ტვინის მრტ კვლევა.მსჯავრდებულს რევმატოლოგის ბოლო კონსულტაცია ჩაუტარდა 2026 წლის 5 ივნისს, გაიცა რეკომენდაცია და განხორციელდა შესაბამისი კვლევები. დაენიშნა მკურნალობა, მოქმედი გაიდლაინებისა და პროტოკოლის შესაბამისად.ელენე ხოშტარიას დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან მსჯავრდებულის ან მისი ინტერესების დამცველი ადვოკატის მხრიდან არ ყოფილა რაიმე სახის მოთხოვნა სამედიცინო მომსახურებასთან, ან დამატებით გამოკვლევებთან დაკავშირებით.მსჯავრდებულმა რევმატოლოგთან განმეორებით კონსულტაციაზე უარი განაცხადა. მორიგი კონსულტაცია ჩანიშნულია დღეს, 2026 წლის 17 ივნისს, რასთან დაკავშირებითაც მსჯავრდებულს წინააღმდეგობრივი პოზიცია არ გამოუხატავს.მსჯავრდებულის ადვოკატის მიერ წარმოდგენილ განცხადებაზე სამსახურის მხრიდან განხორციელდა შესაბამისი რეაგირება. მას დაუყოვნებლივ მიეწოდა ინფორმაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. რაც შეეხება შეხვედრას, როგორც ელენე ხოშტარიას, ისე ნებისმიერი ბრალდებულის/მსჯავრდებულის ადვოკატი შეუფერხებლად ხვდება როგორც პენიტენციური დაწესებულების დირექტორს, ისე მის მკურნალობაზე პასუხისმგებელ სამედიცინო პერსონალს. აქვე, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ გამოთქვამს მზაობას დამატებით შეხვედრასთან დაკავშირებით.პენიტენციური სამსახური მკაცრად მოუწოდებს ნებისმიერ პოლიტიკურად დაინტერესებულ პირს, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკა გვარამია – ელენე ხოშტარიას, „ქართულმა ოცნებამ“, ფაქტობრივად, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა – დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ინვალიდიზაცია

ელენე არის ძალიან ცუდად! რამდენიმე კვირაა უკვე ეს ვიცით და არ გვაძლევდა საჯაროდ სიტყვის დაძვრის უფლებას. არ მგონია, რომ ეს სწორია, მაგრამ ელენე ასეთია და ვერაფერს იზამ - მისი ძალაც ამაშია: სიხისტემდე მისულ პრინციპულობაში და უგამონაკლისო თანმიმდევრულობაში,- ამის შესახებ ოპოზიციური ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერს.მისი თქმით, ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუქცევადად ზიანდება და მას ეს „ქართულმა ოცნებამ“ უკანონო პატიმრობასთან ერთად მიუსაჯა.„დღეს უკვე შეუძლებელია დუმილი და მის ადვოკატს აუცილებლად უნდა ეთქვა, რაც სათქმელია - ბოლო-ბოლო, პროფესიული ეთიკა და ადამიანური სინდისი მოითხოვს ამას.დიდი სისწრაფით მიდის ელენეს ჯანმრთელობის შეუქცევადი დაზიანება, უფრო გასაგებად რომ ვთქვა, ინვალიდიზაცია (იმედია, კორექტულად ვიყენებ ამ სიტყვას). ქალისთვის, ცოლისთვის, 4 შვილის დედისთვის, აქტიური პოლიტიკოსისა და დაუდგრომელი, მუდმივად მოქმედებაში მყოფი ადამიანისთვის, ეს უმძიმესი ვითარებაა.ფაქტობრივად, ელენეს „ქართულმა ოცნებამ“, უკანონო პატიმრობასთან ერთად, ჯანმრთელობის სამუდამოდ მოშლა მიუსაჯა. აქ შემიძლია ბევრი ვილაპარაკო იმაზე, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი სახელმწიფოა, რომ არავის არ შერჩება, რომ ელენეს საავადმყოფოში გადაყვანა სავალდებულო და საჩქაროა, მაგრამ ვაპირებ ვთქვა ის, რისთვისაც დაუღალავად და მთელი ჩემი შესაძლებლობებით ვიბრძოლებ:თავისუფლება ელენეს! თავისუფლება პოლიტიკურ პატიმრებს და სინდისის პატიმრებს!და კი: ნამდვილად არავის არ შერჩება!“- განაცხადა ნიკა გვარამიამ.

ბოლო სიახლეები