პარასკევი, ივნისი 26, 2026

ტერორისტებს უთხრა რომ ოჯახი სხვაგანაა წასული და აი მარტო სადილობს. დაუჯერეს, ჩაცხრილეს და წავიდნენ.

,,პატარა და დიდი , სახელიანი და უსახელო გმირობა არ არსებობს, ნებისმიერი თავგანწირვა გმირობაა… შლომო რონი. 85 წლის, მეუღლე, ბაბუა , მამა. მთელი თავისი უზარმაზარი ოჯახი მოათავსა სამალავში, თავად კი მშვიდად სადილს მიუჯდა….. ტერორისტებს უთხრა რომ ოჯახი სხვაგანაა წასული და აი მარტო სადილობს. დაუჯერეს, ჩაცხრილეს და წავიდნენ. მისი ოჯახი ერთადერთია რომელიც იმ კიბუცში გადარჩა – წერს ფეისბუქ მომხმარებელი.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი კობახიძე – „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიული ნაწილის ფარგლებში დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი, საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მლნ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი

ძალიან მნიშვნელოვანია ის პროგრამები, რომლებიც არის განკუთვნილი მეწარმეობის მხარდაჭერისთვის, პირველ რიგში,„აწარმოე საქართველოში“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ საანგარიშო პერიოდში ამ პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა 1 279 მეწარმე სუბიექტი.„ასევე ძალიან მნიშვნელოვანია საკრედიტო-საგარანტიო სქემის სახელმწიფო პროგრამა. აქ დაფინანსდა 303 კომპანიის 345 პროექტი. ამ ყველაფრის შედეგად შეიქმნება 1 900 ახალი სამუშაო ადგილი. „აწარმოე საქართველოს“ ინდუსტრიული ნაწილი – აქ დაფინანსდა 467 კომპანიის 543 პროექტი. ჯამური საინვესტიციო მოცულობა შეადგენდა 824 მილიონ ლარს, შეიქმნება 4 000 სამუშაო ადგილი. მიკრომეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამით 31 მილიონი ლარის 686 სესხი გაიცა. აქტიურად ვმუშაობთ ინოვაციების და ტექნოლოგიების მიმართულებით და აქ ხაზს გავუსვამ ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პროექტს, რომელიც ძალიან აქტიურად ხორციელდება და ძალიან მალე შეიქმნება ეს ჰაბი ძალიან მნიშვნელოვან ქალაქში, ქუთაისში“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე – საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით, შარშან ინფლაცია იყო 3.9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი

საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, სადაც სამთავრობო პროგრამის შესრულების ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.მთავრობის მეთაურის თქმით, ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით.„საქართველო გამოირჩეოდა ფისკალური კონსოლიდაციის ძალიან მაღალი მაჩვენებლით. შარშან ინფლაცია იყო 3,9 პროცენტი, რაც არის გონივრული, ოპტიმალური მაჩვენებელი. ბიუჯეტის დეფიციტმა შეადგინა მთლიანი შიდა პროდუქტის 0,3 პროცენტი. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 2,6 პროცენტი, რაც განახევრდა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით, როცა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იყო 5,3 პროცენტი. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია.საქონლის ექსპორტი გაიზარდა 11,2 პროცენტით 2025 წელს წინა წელთან შედარებით და მიაღწია რეკორდულ 7,3 მილიარდ დოლარს. რაც შეეხება მთავრობის საგარეო ვალს, 2025 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, ანუ შარშანდელი წლის ბოლოს, მთავრობის საგარეო ვალი შეადგენდა მთლიანი შიდა პროდუქტის 34,4 პროცენტს. 2026 წლის 31 მარტის მდგომარეობით საგარეო ვალმა შეადგინა 31,5 პროცენტი. მე მინდა შეგახსენოთ, რომ 2020 წელს მთავრობის საგარეო ვალმა გადააჭარბა 60 პროცენტს და ჩვენ მოვახერხეთ ამ მაჩვენებლის ჩამოყვანა 31,5 პროცენტამდე, რაც არის რა თქმა უნდა მთავრობის ძალიან სერიოზული ძალისხმევის შედეგი“, – განაცხადა პრემიერმა.

შიო III პარლამენტში, პრემიერ-მინისტრის მოხსენებაზე დასასწრებად მივიდა

პარლამენტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III მივიდა.პატრიარქი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენას დაესწრება.პარლამენტის სასესიო დარბაზში პატრიარქი პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან ერთად მივიდა.ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში დღეს, ყოველწლიური მოხსენებით წარდგება. სწორედ პრემიერ-მინისტრის მოხსენებით დაიხურება საგაზაფხულო სესია.შეგახსენებთ იმასაც, რომ პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.

ირაკლი კობახიძე – 2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მლრდ დოლარი, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ შვიდ მლრდ დოლარს გადააჭარბა

2025 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციები გაიზარდა 7,6 პროცენტით და შეადგინა დაახლოებით 1,7 მილიარდი დოლარი. სესხების დოლარიზაციის მაჩვენებელი შემცირდა 42,4 პროცენტამდე. ძალიან მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, 2,65-ის ფარგლებში სტაბილურად ნარჩუნდებოდა ლარის კურსი და ახლა 2,65-ზე ქვემოთ არის ჩამოსული.„ამის პარალელურად, სავალუტო რეზერვებმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია და გადააჭარბა შვიდ მილიარდ დოლარს. მხოლოდ გასულ თვეში, მაისში, ეროვნულმა ბანკმა შეისყიდა რეკორდული ოდენობის 633 მილიონი დოლარის სავალუტო რეზერვები. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და საქართველოს ეროვნულ ბანკს გადავუხადო მადლობა გაწეული საქმიანობისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მისივე თქმით, ძალიან აქტიურად მუშაობდა ფინანსთა სამინისტრო ობლიგაციების გამოშვების მიმართულებით.„28 იანვარს ფინანსთა სამინისტრომ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 500 მილიონი დოლარის ნომინალური ღირებულების ევროობლიგაციები განათავსა. მოთხოვნა 5,5-ჯერ აღემატებოდა გამოსაშვებ მოცულობას, რაც მეტყველებს ბუნებრივია, ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეკონომიკური პერსპექტივის მიმართ ინვესტორების ნდობაზე. კუპონის განაკვეთმა შეადგინა 5,125 პროცენტი.ასევე 21 მაისს ფინანსთა სამინისტრომ 400 მილიონი ლარის ნომინალური ღირებულების სახაზინო ობლიგაციები გამოუშვა. მოთხოვნა ამ შემთხვევაში 4,5-ჯერ აჭარბებდა გამოსაშვებ მოცულობას. კუპონის განაკვეთი იყო 9 პროცენტი. ასევე კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო ინარჩუნებს მსოფლიოში პირველ ადგილს ბიუჯეტის გამჭვირვალობის თვალსაზრისით“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.მისივე თქმით, ფინანსთა სამინისტრო ამ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ძალიან აქტიურად თანამშრომლობდა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, განსაკუთრებით აზიის განვითარების ბანკთან, მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან.„მთლიანობაში ფინანსთა სამინისტრომ გასწია ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გასული ერთი წლის განმავლობაში, რისთვისაც ფინანსთა მინისტრს მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მიხეილ სააკაშვილი – მსოფლიო ჩემპიონატზე კაბო ვერდეს ვგულშემატკივრობ, კიევის უნივერსიტეტში ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, თუ გავარდა, გადავერთვები ნიდერლანდებზე

ამ მსოფლიო ჩემპიონატზე მე თავიდანვე ვგულშემატკივრობ კაბო ვერდეს ნაკრებს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ყოველთვის სუსტის მხარეს ვარ და მეორე მიზეზი ისაა, რომ კიევის უნივერსიტეტის პირველ კურსზე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული ულამაზეს კაბო ვერდელ სტუდენტზე, რომელსაც ერქვა ანტუანეტა ლოპესი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, კაბო ვერდეს ჩემპიონატიდან გასვლის შემთხვევაში, ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე გადაერთვება.„მთელი წელი, სანამ საბჭოთა ჯარში გამიწვევდნენ ორი წლით, ერთ მერხზე ვისხედით კიევის უნივერსიტეტის ლეგენდარულ კორპუსში და ხელჩაკიდებული დავდიოდით კიევის ქუჩებში, ძალიან ლამაზ პარკებში, კინოებში.საერთოდ ჩვენ საერთაშორისო ურთიერთობების და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე ბევრი კაბო ვერდელი იყო და ისინი სხვა აფრიკელებისგან განსხვავებით გამოირჩეოდნენ კარგი სწავლით. საერთოდ ძალიან თბილი და მეგობრული ხალხია (ნამყოფი ვარ კუნძულებზე). კაბო ვერდე ტერიტორიულად კულტურულად და რასობრივად უფრო ახლოა ევროპასთან, ვიდრე აფრიკასთან.ნუ, თუ კაბო ვერდე გავარდა მაშინ გადავერთვები ჩემი უსაყვარლესი ნიდერლანდების გულშემატკივრობაზე და იქნებ ჩემპიონატიც მოვიგოთ“, – წერს სააკშვილი.

ბოლო სიახლეები