კვირა, ივლისი 6, 2025

პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

საქართველოს პროკურატურამ ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა და ნორვეგიული კომპანიის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე, ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ამის შესახებ პროკურატურის განცხადებაშია ნათქვამი.

,,გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებულმა და მისმა თანამზრახველებმა დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების მიზნით, ნორვეგიული კომპანიის საბანკო ანგარიშების განკარგვაზე უფლებამოსილი იურიდიული პირის წარმომადგენელს ყალბი ელექტრონული შეტყობინება და დოკუმენტები გაუგზავნეს, რის საფუძველზეც კომპანიის კუთვნილი 37 473 ევრო საქართველოში, ბრალდებულის კონტროლირებად საბანკო ანგარიშზე მოტყუებით ჩაარიცხინეს. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული თანხა ურთიერთშორის გაინაწილეს.

ნიგერიის ფედერაციული რესპუბლიკის მოქალაქეს ბრალდება წინასწარი  შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით თანხის მოტყუებით დაუფლების ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

საქართველოს პროკურატურა აგრძელებს გამოძიებას დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების, ასევე ანალოგიური საქმიანობით დაკავებული სხვა პირების გამოვლენისა და მხილების მიზნით”, – ნათქვამია განცხადებაში.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა – ცოტნე ანანიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ცოტნე ანანიძე სოციალურ ქსელში ოპოზიციის შესახებ წერს.„არავითარი განხსვავებული აზრი და პოზიცია ფსევდო დემოკრატიიული ოპოზიციისთვის არ არსებობს. ოპოზიციის რადიკალურობა ოპოზიციური ამომრჩევლისთვის კიდევ უფრო ნათელი გახდა", - წერს ცოტნე ანანიძე.

ტეხასში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 50-ს გადააჭარბა

ბოლო მონაცემებით, ტეხასში წყალდიდობას სულ მცირე 51 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის 15 ბავშვია.ასობით ადამიანი ეძებს უგზო-უკვლოდ დაკარგულ 27 ბავშვს, რომლებიც წყალდიდობის დაწყებამდე მდინარე გუადალუპესთან ბანაკში იმყოფებოდნენ. ამ დრომდე მაშველებმა დაახლოებით 850 ადამიანის გადარჩენა მოახერხეს.მოულოდნელი წყალდიდობა პარასკევს, მდინარე გუადალუპეს გასწვრივ ძლიერი წვიმის შემდეგ დაიწყო.

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს

ილონ მასკი ახალ პოლიტიკურ პარტიას, „ამერიკის პარტიას“ აფუძნებს. ამის შესახებ ინფორმაციას ის თავად ავრცელებს სოციალურ ქსელში.ამ განცხადებამდე ერთი დღით ადრე მასკმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ონლაინ გამოკითხვა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნასთან დაკავშირებით. გამოკითხვაში უმრავლესობამ მხარი დაუჭირა ახალი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეას.„თქვენ გსურთ ახალი პოლიტიკური პარტია და მიიღებთ კიდეც! როდესაც საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის გაკოტრებას ფლანგვითა და კორუფციით, ჩვენ ერთპარტიულ სისტემაში ვცხოვრობთ, არა დემოკრატიაში. დღეს ამერიკული პარტია შეიქმნება იმისთვის, რომ თქვენი თავისუფლება დაგიბრუნოთ“, – წერს მასკი X-ზე. 

ტრაგედია უცხოეთში – გიორგი ჯობავა საავადმყოფოშია! 30 000 დოლარის აპარატურა მოპარულია

ეკვადორში, ვლოგერი გიორგი ჯობავა საავადმყოფოში გადაიყვანეს.ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეუღლე სალომე წვერავა ავრცელებს.„სიტყვებს ვერ ვუყრი თავს, ეკვადორში გიო გაძარცვეს, 30 000 დოლარის ტექნიკა არის გატანილი მისი სახლიდან.. გიო კლინიკაში გადაიყვანეს. მის ჯანმრთელობას ახლა საფრთხე არ ემუქრება...მთავარია ცოცხალია! მთავარია კარგად არის! დანარჩენს ეშველება!მე განადგურებული ვარ… იმედი მაქვს და მჯერა რომ ყველაფერი იქნება კარგად… მთავარია ჯანმრთელად დაბრუნდეს ჩემთან, რომ ჩავეხუტო და კიდევ ერთხელ ვუთხრა რომ ყველაფერი კარგად იქნება!!! რომ ყველაფერი რამაც გაგვყო დროებითია, და არ არსებობს არაფერი რაც არ გამოვა...რადგან ამ ამბის დასასრული გამარჯვებაა,რადგან ამ ამბის დასასრულიც დასაწყისია…! - წერს გიორგი ჯობავას მეუღლე და ვიდეო მიმართავს ავრცელებს.

რატომ აცხოვრებს მერაბ დვალიშვილი უსასყიდლოდ, თავის სახლში ქართველ და უცხოელ მებრძოლებს – სპორტსმენის პასუხი

„პანენკა“ სოციალურ ქსელში UFC-ის ქართველი ჩემპიონის, მერაბ დვალიშვილის ინტერვიუდან ნაწყვეტს გვიზიარებს, სადაც ის სხვა სპორტსმენების საცხოვრებლით უზრუნველყოფაზე საუბრობს.„მერაბ, შენ მეორე სახლი იყიდე, სადაც ქართველი და უცხოელი მებრძოლები ცხოვრობენ და ფულსაც კი არ ახდევინებ – რატომ აკეთებ ამას?“„ვიცი, რომ ამერიკაში სხვანაირი კულტურაა, თუმცა მე შინაგანად ყოველთვის ქართველი ვიქნები და ქართველისთვის დამახასიათებლად მოვიქცევი. ჩემს მეორე სახლში რამდენიმე ქართველი ცხოვრობს, ერთი ჩეჩენი ბიჭიც. მათი მხარდაჭერა მაბედნიერებს — შემიძლია და რატომაც არა? ეს ჩემი სამყაროა!“, – განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ბოლო სიახლეები